ERO-ვნება ანუ ჩემი პირველი (ეროტიკული) წიგნი

მახსოვს, ადრე გითხარით, ვწერ-მეთქი, მაგრამ ის კი არ მითქვამს, რითი ვიყავი დაკავებული ბოლო 1 წლის განმავლობაში. მე არა მხოლოდ ვწერდი, არამედ ვწერდი წიგნს, რომელსაც ბოლოს და ბოლოს მიეცა საბოლოო სახე და უკვე შეგიძლიათ იხილოთ წიგნის მაღაზიებში ,,სანტა-ესპერანსა” და ,,ექს-ლიბრის”. გარეკანი მყვირალაა, სპეციალურად შევარჩიე ასე და პირობას გაძლევთ, წიგნიც არ იქნება ჩუმი. წიგნი ძალიან კარგი გამოვიდა და ამისთვის მადლობა, პირველ რიგში, გამომცემლობა ,,ასომთავარს” უნდა გადავუხადო. ამის შემდეგ კი ჩემს რედაქტორს, ჯემალ დევდარიანს.

სასინჯი ეგზემპლარები ჟურნალისტებმა დაიტაცეს, წაიკითხეს და მიმოიხილეს. გთავაზობთ ნაწყვეტს ,,24 საათის” ლიტერატურული დამატებიდან. ჟურნალისტი ია ვეკუა წერს: ,,ქართულ კულტურულ საზოგადოებას ნამდვილად მოელის შოკი. 18 წლის ავტორისგან შეუძლებელია ასეთ თამამ ექსპერიმენტს ელოდე. წიგნი სავსეა ეროტიკული სცენებით და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი მუდამ ქარაგმებით საუბრობს, ძნელი არაა იმის ამოცნობა, თუ ვინ იგულისხმება ამა თუ იმ კონკრეტულ პერსონაჟში. წიგნის მთავარი გმირი კი, არც მეტი, არც ნაკლები, თავად ავტორია. რომელიც დაუფარავად აღწერს საკუთარ შეგრძნებებს და ასე განსაჯეთ, თავგადასავლებსაც კი, რომლებშიც მასთან ერთად ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები არიან გახვეულნი (უმეტესად, მწერლები). მოკლედ, ეს არის წიგნი, რომელიც გვაჩვენებს, რა ხდება ფარდის მიღმა და გვახედებს იმ სამყაროში, რომლის ნამდვილი სახეც რიგითი ქართველისათვის მუდამ დაფარულია”.
ამ თემაზე კომენტარი ლალი მოროშკინამაც გააკეთა ,,ლიტერატურული გაზეთისთვის”. სიმართლე გითხრათ, მას რატომ ჰკითხეს, არ ვიცი. ალბათ, მწერლად მიიჩნიეს ისიც.
ლალი მოროშკინა: ,,სამწუხაროდ, ამ ავტორს აქამდე არ ვიცნობდი. თუმცა გასაკვირი არაა ეს ამბავი, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ასეთი თამამი ნაბიჯები გადადგა. მე მხოლოდ მივესალმები ამგვარ წამოწყებებს, საზოგადოებისათვის სიმართლის თქმის მცდელობებს. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ამ წიგნს ჩემი წიგნის იდეურ მემკვიდრედ ვთვლი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, როგორ ცხოვრობს მისი საუკეთესო, ინტელექტუალური ნაწილი. ამიტომაც წარმატებებს ვუსურვებ ავტორსაც და წიგნსაც”.
მოკლედ, ყველამ გზა დამილოცა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მოჰყვება ამ წიგნს საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურებებიც რადიკალური წრეებიდან (ისეთებისგან, როგორიც, მაგალითად, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირია) და ამისთვისაც მზად ვარ. შესაძლოა, ვინმემ საკუთარი თავი ამოიცნოს ამ წიგნში, ვიღაცებს ,,უმწიკვლო” იმიჯი შეელახოთ, შესაძლოა, ლანძღვასაც ვერ გადავურჩე, მაგრამ რეაქცია კი ნამდვილად ექნებათ. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, ინდიფერენტული, კულტურულად დაიმპოტენტებული საზოგადოების გამოფხიზლება.
წიგნის პრეზენტაცია 1 კვირაში შედგება. მანამდე კი თქვენი აზრები, რჩევები და შემოთავაზებები გამიზიარეთ ამ მისამართზე
nino.tepnadze@gmail.com.

16 thoughts on “ERO-ვნება ანუ ჩემი პირველი (ეროტიკული) წიგნი

  1. Tu lali moroshkina tavis mimdevrad migichnevs, e.i. ra gamodis?..

    gtxov, arasodes dawero: “sewtembris tbili sio xeebze sherchenil fotlebs efereboda”..

    sxva mxriv waramtebas gisurveb.. tu chamivarda xelshi sheni wigni, aucileblad wavikitxav.. 🙂

  2. ვაა, გილოცავ! ძალიან დავინტერესდი.
    და გთხოვ, როგორმე იზრუნე წიგნი თბილისის გარდა სხვა ქალაქებშიც გაიყიდოს. რომელი საუკუნეა, აღარ შემიძლია წიგნების თბილისში დაბარება 😐

  3. ნან

    გილოცავ!
    და როგორმე იზრუნე, რომ თბილისის გარდა სხვაგანაც გაიყიდოს. აღარ შემიძლია თბილისში წიგნების დაბარება, რომელი საუკუნეა 😐

  4. moshe

    ვააა! ყოჩაღ! იმედი მაქვს ერთი ეგზემპლარი მოშესაც შეხვდება. ხომ უნდა ვიამაყო რომ გიცნობ. ქართველების სექსუალური ცხოვრების მარაზმებზე თუ არის წიგნი მე დიდად ვისიამოვნებ. მარა მაინც “პერცოვი” გაზის ბალონი გქონდეს ხომ იცი ჩვენი ხალხის ამბავი. 🙂

  5. ნან

    რაო, ხუმრობა?
    ჰუჰ, რა სულელური ტრადიციაა რა, ვერ ვიტან 😦

    თუ მოიტყუე, არ ვიცი, როგორც გინდა დაწერე ეხლა ეს წიგნი 😀

  6. jaba

    sagol anin!
    me es naweri (nawyvetebi maqvs wakitxuli) da adrec gitxari, rom momewona friad. kargi ragacaa da vetanxmebi ias shefasebas, romelic sruliad adeqvaturia am wignis mimart: es aris namdvili kulturuli shoki!
    udavod niwieri bavshvi xar da ravi aba, bevri 18 ki ara, bare 38 wlis ar meguleba, aseti tamami gadawyvetuileba rom miegos da ase ostaturad sheesrulebinos.
    imedia, mtels wignsac wamakitxeb, tumcaga kidev ertxel vimeoreb, rom is nawyvetebic ki, rac maqvs wakitxuli, sruliad sakmarisi iyo imistvis, rom dgemde shokshi vyofiliyavi!
    p.s. ubralod ar vici, qalaqidan gadixar albat saagdgomod da magitom tu dawere am dges saswrafod es posti, torem ki unda gcodnoda axla shen, rom pirvel aprils amas vinme ar daijerebda 🙂 mara nichego, wignis pirveli gamochenac sazogadoebashi dae aseti skandaluri da burusit moculi iyos, magaria, roca ar jerat, rom wigni arsebobs da is ki sinamdvileshi arsebobs ukve 🙂
    mokled, shevidzen am dgeebshi, dges fuli ar maqvs, da mere ufro vrcel posts davdeb wignis shesaxeb.

  7. ეხ… გული მწყდება რომ ეს მხოლოდ ხუმრობაა : )
    იმედია ოდესმე გეყოფა გამბედაობდა და…. წიგნს ველოდები :* : )
    და შენც მომენატრე კსტაწი : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s