ვარდისფერი ავტობუსი, რომელმაც ჩაიარა

ისინი რომ გამოჩნდნენ, მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი (არც ახლა ვარ ძალიან დიდი), მახსოვს, როგორ ვუყურებდი გადაცემა ,,კედელს”, სადაც სტუმრები, ახალგაზრდა პოეტები ამტკიცებდნენ იმას, რასაც მეც ვამტკიცებდი ხოლმე ყველგან: სახლში, სკოლაში, სამეგობროში: რომ ვერლიბრიც შეიძლება იყოს გენიალური, რომ არ შეიძლება კულტურა დააკონსერვო და ოცტომეულებად შემოდო წიგნის თაროზე, რომ თუ რამე ახალი და ,,ბრაზიანი” არ შევქმენით, არაფერი არ გამოვა. პატარები იყვნენ (არც ახლა არიან ძალიან დიდები) და სჯეროდათ კულტურული რევოლუციის საქართველოში, უფრო ზუსტად კი ადამიანების ტვინებში. ალბათ, ახლაც სჯერათ სადღაც, გულის სიღრმეში.

ამას წინათ შეხვედრა მოაწყეს უნივერსიტეტში და მივხვდი, ხალხისთვის ისინი არც გაზრდილან. და გოგონები გეტრებში, და კიკინიანი სტუდენტი გოგონები, და გოგონები, რომელთაც ვარდისფერები ეცვათ მათ გამო, ითხოვდნენ ,,ვარდისფერი პოეტებისგან”, ისევ ყოფილიყვნენ მეოცნებენი, ისინი, კი დიდები და დაბრძენებულები ამბობდნენ, რომ რაღაცები შეიცვალა, რომ ვარდისფერი ავტობუსი დამთავრდა (ან ჩაიარა), რომ ეს თავის დროზეც თამაში იყო, რომელსაც გატაცებით თამაშობდნენ. ან შეიძლება, ასეც არ უთქვამთ, მაგრამ მე ასე მომეჩვენა.

,,ჩვენ ვართ იდუმალი პლეადა უკვდავი ხალხის ”
,,ჩვენ ვაქცევთ ადამიანურ ურთიერთობებს — ეროტიკულ ურთიერთობებად”
,,ჩვენ გვიყვარს ყვითელი ვაშლი ასფალტზე და უცნობი ქალის თითები ”
,,ჩვენ ვართ რომანტიკული კომუნისტები! ”
ასეთები ნამდვილად აღარ არიან, შეიძლება ეცინებათ კიდეც, რომ ასეთები იყვნენ.
სამაგიეროდ, სტერეოტიპებს არ შერიგებიან. სამაგიეროდ, ვიღაცებს ძალიან უყვართ, სამაგიეროდ წერა ისწავლეს .. და ეგეთი ბევრი სამაგიეროდ.

იცი, რაც უნდა დიდხანს იყვირო, ბოლოს ყვირილი მაინც დასრულდება. ხმა ჩაწყდება და მხოლოდ ექო თუ გაგახსენებს იმას, რომ ყვიროდი.

არის ყვირილი, რომელიც ისევე უცებ წყდება, როგორც დაიწყო.
და ისეთი ყვირილიც არის, სადღაც, ცხრა მთას იქით, თუნდაც დიდი ხნის შემდეგ თოვლის პატარა გუნდას რომ მოწყვეტს, მერე ის რომ ზვავად გადაიქცევა და მაშინ შეეფეთები, როცა ყვირილი აღარ გეცოდინება.
და შეიძლება ვერც გაიხსენო, რომ ეს ზვავი შენ გამოიწვიე.

იქნებ, ,,ვარდისფერი ავტობუსის” როლიც ეს იყო და ეს თამაში, ვარდისფერი თამაში ოდესმე მართლა შეცვლის რამეს. თუნდაც მაშინ, ეს ბიჭები დიდები და ფულიანები რომ იქნებიან, როცა ისინი ისხდებიან ფერად კაბინეტებში (შეიძლება, ვარდისფერშიც კი, თუ ,,ბარბის” ფაბრიკის მენეჯერი გახდება რომელიმე) და ხანდახან, სამსახურის მერე, ლუდზე თუ გაიხსენებენ, რა ლამაზი იყო მათი ბუნტი.
ან იქნებ, სულ სხვანაირად მოხდეს.
ვინ იცის.

მიყვარს ეს ბიჭები.

კოშკა, წიგნების საკითხში ყველაზე მაგარი მრჩეველი ჩემთვის, ლუდების საკითხში კი საუკეთესო კომპანიონი

ალექსა_ თბილი

ხვიარა_ არასდროს არ სცალია და რამდენიმე წამით მოიცალა, რომ სურათი გადამეღო 😀

გაგარინი_ მუნკს ასეთი ყვირილი არც დაესიზმრებოდა : )


იორიკისთვის სურათი არ გადამიღია. სულ ცოტათი ვიცნობ.
ესეც ჩვენი (ჩემი, თქვენი, მათი) კონტრყოველდღიურები : )

სურათები_მე

11 thoughts on “ვარდისფერი ავტობუსი, რომელმაც ჩაიარა

  1. jaba

    buntis cneba hirepbolizebulia am nawershi.
    veraferi buntic ver moawyo “vardisferma avtobusma”. es iyo mikromikro bunti, patara buntuka, romelic garkveul mcire wreshi daibada da iqve chakvda da iqvec gagrdzeldeba albat. ase, rom ar sheidzleba am movlenis ganzogadeba da a.sh. gavidet quchashi da vikitxot vin icis ra aris “vardisferi avtobusi”, aravinac ar icis 😉
    amati bunti daaxloebit imis tofasia, 68 wels triufos da bandas kanis festivali ki ara tavisi ojaxis vaxshami ro chaeshala 🙂
    didi bunti awi unda moxdes, chven velit, chven gvinda! “vardisferi avtobusis” bunti ki momiteve da matrakvecoba iyo metwilad, vidre bunti 🙂

  2. ex… მეც ძალიან მიყვარს ეს ბიჭები : )
    არა ნუ იორიკი მაინც აკლია სურათებს : ))

    პ.ს. არავინ არ იცისო…
    არ დაიჯერო : )
    თუ ვინმემ საერთოდ რამე იცის ამ ქვეყანაში ესენიც იციან : ) ნუ თუ არ წაუკითხვათ გაუგონიათ მაინც…
    და იმაში რასაც წერენ… საქართველოში პირველები თუ არა ერთ-ერთი პირველები იყვნენ…
    და საერთოდ მთელმა მათმა წრემ რაღაც დაიწყო…. შეიძლება ცუდად, ხუმრობით ან ბოლომდე გაუაზრებლად მაგრამ დაიწყო… მთავარი ესაა : )
    და 20 -40 წლის მერე სულ სხვა ადამიანები იქნებიან… ძალიან მაგრები იმ სფეროში რაშიც იქნებიან: )
    ანუ ამათ ყველაფერი წინ აქვთ!!!!
    : )

  3. jaba

    kai ra ekus dzvirfaso 🙂
    roca ambob, vinmem rame tu icis, esenic iciano, im “vinmestvis” amat axali rame ar utqvamt, im “vinmeebistvis” vardisferi avtobusis progresul_tanamedrove ideebi 40 wliani dadzvelebit, sulac araa shokis momgvreli da mnishvnelovani 🙂
    me vambob, rom mati bunti, tu asetad iyo chafiqrebuli,a r shedga, radgan buntis xma xalxamde ver mivida da xalxi kidev ufro farto cnebaa, vidre ramdenime ateuli forumueli da ramdenime ateuli inteleqtuali, romelic yvelafers ecnoba, rac ki qartul enaze gamodis 🙂

  4. roca ambob, vinmem rame tu icis, esenic iciano, im “vinmestvis” amat axali rame ar utqvamt, im “vinmeebistvis” vardisferi avtobusis progresul_tanamedrove ideebi 40 wliani dadzvelebit, sulac araa shokis momgvreli da mnishvnelovani
    მერე რა ?!
    საქართველოში 200 წლიანი ”დაძველებითაც კი იდეებიც ახალია : )

    me vambob, rom mati bunti, tu asetad iyo chafiqrebuli,a r shedga, radgan buntis xma xalxamde ver mivida da xalxi kidev ufro farto cnebaa, vidre ramdenime ateuli forumueli da ramdenime ateuli inteleqtuali, romelic yvelafers ecnoba, rac ki qartul enaze gamodis

    ჰმ…. ჩემამდე ხომ მოვიდა ? : )
    მერე რა რომ განსაკუთრებული ვერაფერი შეიცვალა ?
    საერთოდ რომ ცადეს ესეც რაღაცაა : )
    და კიდევ… მე ხომ ვთქვი ყველაფერი წინ არის თქო ? : ) ხოდა ნახავ : )
    მოდი ასე 40 წლის მერე ვიალაპარაკოთ ოკ ? : )))

  5. gio

    ar vici ra aris bunti… vardisperi avtobusi iyo megobrebis sastavi, romlebic danarchen megobrebs leqsebs ukitxavda.. xndaxan karg leqsebsac:) aravitari bunti, revpolucia, axali sityvis tqma qartul an raime kulturashi, ar yopila aq ar unda amis kamati..

    bunti xalxistvis xdeba da ara megobrebistvis:) bijebi romeltav entuziazmi dakarges, iqcnen propesorebad, saxeeebi daiyenes da gadaadgildebian ala qalaqshi rogorc antikvari poeteboi, vimedovneb, rom matgan rame axals mivigeb:)

    (gamonaklisia koshka)

    1. 40 wlis mere rom yvelaferi kargad iqneba, maincdamainc vardisfer avtobuss nu miawer axla magas texavs tore me ra, chemi ra midis :p

      რა შუაშია ნუ ?: ) მე ის ვთქვი რომ 40 წლის მერე ნახე თვითონ ეს ადამიანები თქო… : )
      გარკვეულ როლს ესენიც ითამაშებენ : )
      ვნახოთ ვნახოთ : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s