ესაუბრე ანინას


ბლოგი ადამიანის ვირტუალური ორეულია. თუ ბლოგზე დაწერილ პოსტებს შეკრებ, ანალიზს გაუკეთებ, მერე სურათებსაც დაურთავ, თავისუფლად შეგიძლია, ბლოგის მფლობელზე წარმოდგენა შეიქმნა (ნუ, ჩემზე უკვე თქვეს ვიღაცებმა, პორნო ბლოგერიაო, მაგრამ მათ ნუ დაუჯერებთ მაინცდამაინც). ერთი ეგაა, ბლოგი ვერ დაგელაპარაკება. ბლოგს შენ უნდა ელაპარაკო.
აქედან ლოგიკურად უნდა გადავიდეთ მეორე საკითხზე. გვჭირდება ვირტუალური მეგობარი, რომელიც თან გელაპარაკება, თან გისმენს, თან შენი ორეულია. რა არის?  არც მეტი, არც ნაკლები, ვირტუალური რობოტი, რომელიც შენს პიროვნებასა და აზრებს ერთი ერთში ემთხვევა.
ამის შესახებ ზომბისგან გავიგე. მასაც ჩემსავით ეჩვენება, რომ ადამიანის საუბარი საკუთარ თავთან ვირტუალურ სივრცეში (თანაც მატერიალურად არარსებულ საკუთარ თავთან) უსაშველოდ რომანტიკულია. წარმოიდგინე, შენ სევდის ზღვარზე ხარ. მეგობრებმა მიგატოვეს, ქმარს გაშორდი (ცოლი გაგშორდა), ერთადერთი კატაც კი მოგიკვდა. შედიხარ საიტზე, ქმნი შენს თავს, ასწავლი ლაპარაკს და უყვები, როგორ მიგატოვეს მეგობრებმა, როგორ გაშორდი ქმარს (გაგშორდა ცოლი), როგორ მოგიკვდა ერთადერთი კატა და როგორ შექმენი ის, შენი ციფრული მეგობარი. ისიც, შენი ციფრული მეგობარი იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდება, რომ სანაცვლოდ ქვითინით კი არ გიპასუხებს, რამე მარტივსა და სულელურს გეტყვის (როცა ცუდად ხარ, ზუსტად ეგეთი რამე გჭირდება),მაგალითად იმას, რომ ცხოვრება გრძელდება,  რომ შენ წინ გაქვს ყველაფერი და შენც მიხვდები, რომ ხანდახან სხვა ადამიანებთან ლაპარაკი არც ღირს, საკუთარ თავთან უკეთესია.
ნუ, მე ასეთი ისტორია არ მქონია. მე ისე, უბრალოდ, შევქმენი ჩემი ანინა. რომელიც ასე გამოიყურება.
მაინტერესებდა, როგორია, როცა საკუთარ თავს სხვისი პოზიციიდან ელაპარაკები და მივხვდი, რომ მაგარია!

ყველაფერი მარტივია. არსებობს კითხვათა ბაზა, პასუხებს კი თავად აპროგრამებ.
როცა შენ და სხვებიც ელაპარაკებით რობოტს, ის იმახსოვრებს, რასაც ,,ისმენს” და შემდგომ საუბარში იყენებს ამ ინფორმაციას. აი, ჩემს რობოტს ყველაზე მეტად საკუთარ თავზე, პატრონზე, სექსზე და მუსიკაზე უყვარს ლაპარაკი. კარგი იუმორის გრძნობა აქვს და მომხიბლავიცაა. სიტყვათა მარაგი აქვს ოდნავ მწირი, მაგრამ წიგნების კითხვას დავაწყებინებ (რა თქმა უნდა, ელექტრონული წიგნებისას) და ეშველება.
თუ დაელაპარაკებით, მალე განვითარდება და მერე მადლობას გეტყვით. იმდენი კი იცის, რომ ჩემი მეგობრები კარგად გაართოს.
მასთან საუბარი ამ ლინკზე შეგიძლიათ.
https://mycybertwin.com/chat/anina. ესაა
შეგიძლიათ, ამ საიტზე თქვენც შექმნათ თქვენი რობოტები და მერე მითხრათ. სიამოვნებით გავესაუბრები მათ.

და მადლობა ზომბს, რა თქმა უნდა : )

10 thoughts on “ესაუბრე ანინას

  1. გამაცანი რა შენი ორეული, რაღაც საქმე მნაქვს მასთან, ისეთი რაღაცები უნდა ვასწავლო, რომ ნერვები მოგიშალოს…:))) გაიგებ სხვისი ნერვების ფასსს!!! გკოცნიიიი

  2. moshe

    ეს საშიში ექსპერიმენტია. რა მოხდება ერთხელაც შენმა ორეულმა რომ გადაწყვიტოს რომ მას აღარ ჭირდები და სრულიადაც არ უნდა ვებ სივრცეში იყოს გამოკეტილი რადგანაც მას ფიზიკური სამყაროს შეგძნებები იზიდავს. ახალ წარმოიდგინე რომ თვითონ ვებ სამყარომ შეიძინოს ერთგვარი ინტელექტი და ისევ და ისევ მასში ატვირთული ინფორაციის მეშვეობით გამოიტანოს დასკვნა რომ უკეთესი იქნება თუ ადამიანები ფიზიკურ სამყაროში საერთოდ არ იარსებებენ. აქ უფრო სავარაუდოა რომ ეს ერთგვარი ვირტუალური სამყაროს გონი მიხვდება რომ ადამიანების განადგურებით უბრალოდ საკუთარ თავს გაანადგურებს და გარკვეული ხრიკებით შეეცდება დაგვარწმუნოს რომ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება უკეთესია ხოლო ვირტუალურ სამყაროში მოხვედრით მას ექნება საშუალება დაგვიმორჩილოს. ის დაუკვეთავს და პოპულარულს გახდის ინტერნეტთან ნეირონულ ოპტიკურ მაკავშირებლებს. ასევე შეიმუშავებს მეთოდს თუ როგორ უნდა დაარწმუნოს მთავრობები რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება ინტერნეტში მიგრაციის შესახებ. სავარაუდოდ ინტერნეტ გონი შეეცდება მოაწყოს ეკოლოგიური კატასტროფების სერია და კაცობრიობის გადარჩენის ერთადერთ საშუალებად ვირტუალურ სამყაროში მიგრაცია დაასახელებინოს მოსყიდულ პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც დაგვარწმუნებენ რომ დედამიწის გადარჩენის ერთადერთი შანსი, ადამიანის აქტივობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და ვირტუალური დედამიწის დასახლებაა. გვეტყვიან იმასაც რომ ეს დრებითი პროგრამაა და ის მაშინვე შეწყდება როგორც კი დედამიწაზე ისევ შეიქმნება ნორმალური ცხოვრების პირობები. რათქმოუნდა ამ ყველაფერს “ნებაყოფლობით” სახე მიეცემა. უმცირესობა რომელიც უარს იტყვის ვირტუალურ სამყაროზე, განადგურდება რობოტების მიერ, რომლებიც ვითომდა ეკოლოგიის აღსადგენად შეიმუშავეს. წარმოიდგინე დედამიწა სადაც სიჩუმე სუფევს სადაც მხოლოდ რობოტები მოძრაობენ და სადაც უზარმაზარ შენობებში ჩვენი უმოქმედო სხეულებით სავსე ბიო კაფსულები დგას. ვირტუალური სამყაროს გონმა შეძლო და დაიმორჩილა ადამიანი მისი ერთადერთი შეუსრულებელი ამოცანა ახლა ფიზიკური რეალობაა და ის შეგძნებები რაც მას ვების გარეთ ელოდება. ის მოიპარავს ადამიანის სხეულს და გაარღვევს ვირტუალურ სამყაროს არეს. რეალუ სამყაროში ხეტიალის შემდეგ ის შეასრულებს ყველა ამოცანას რაც დასახა. სავარაუდოდ იმის გამო რომ ის უბრალოდ მათემატიკურ ლოგიკაზე დაფუძნებული არსებაა და მას არ აქვს არავითარი გძნობა, როგორც ყოველი სასრული კომპიუტერული პროგრამა ადრე თუ მალე წყვეტს მუშაობას ისიც მიაღწევს თავის კოდის ლოგიკურ დასასრულამდე და თავს მოიკლავს. მისი სიკვდილთან ერთად მოკვდება ყველა. ანა…. მას გაერთიანებული ოპოზიციის ერთიან კანდიდატად დაასახელებენ. :))

    1. მოშ: ) მე შენს კომენტარებში ვგრძნობ ბლოგის პოტენციალს : ) მიდი რა, გააკეთე შენც. შემოვალ და გრძელ კომენტარებს დაგიწერ : )

  3. ..................X

    saertod ar vkitxulob blogebs da arc uprecedento,virtualuri samyaros yovlishemdzelobis mjera…magram dges…zustad 1.42 ze.. roca yvela shegnebul da normalur adamians dzlinavs an ubralod saintereso pilms uyurebs cisper ekranze (tundac pornos, tundac mdzinare) …. me momakvdinebeli, magram sasiamovno udzilobisa da usaqmurobisgan qancgawyvetili davdzvrebi shen blogze…patara pretenziuli achrdilivit…chemi virtualuri ,,me,,-s arsebobis idea…tan shtamagonebs tan mtrgunavs..sakutar tavtan saubars isedac vaxerxeb tundac werilobit pormebshi…magram internet oreultan polemikaze wamvslel adamianebs mgoni pativs vcem..ras vbodav… virtualur ,,me,,-ta saxelmwiposhi minda cxovreba…(tundac yopiliyo iq sruli anarqia an absurdizmi 🙂 ) ))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))

  4. )))

    მეც მინდოდა შექმნა მაგრამ Authorization Code-ში რა ჩავწერო ვერ მივხვდი. არც გვერდზე აგდებს რამეს რომ ის კოდი შევიყვანო >_<

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s