ბოდვა მომავალზე

მომავალი არასდროს დამსიზმრებია, მით უმეტეს, შორეული მომავალი. ეგ ალბათ მხოლოდ სპილბერგსა და კამერონს ესიზმრებათ. მე უბრალოდ მინდა, რომ მომავლის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია შემოგთავაზოთ, ანუ რიგითი ბოდვა.

დილა

ვიღვიძებ. სხეული მომართული მქონდა რვაზე. მაგრამ ძალიან მეძინება, ამიტომაც სხეული გადამყავს რეჟიმში ,,ზედაპირული ძილი” და კიდევ 5 წუთს ვიპარავ. დაე, დამაგვიანდეს იქ, სადაც უნდა დამაგვიანდეს. ვდგები. ყავა ავტომატურად ეშვება ვენებში და მე ვწყვეტ, რომ შაქარი უნდა შევზღუდო.

შუადღე
სანამ ჩემი ხელები ეჯაჭვებიან კლავიატურას, ტვინი იგონებს ზღაპრებს ბავშვებისათვის მოსაყოლად. ჩემი ბავშვები საღამოს ბავშვები არიან. დილისკენ ქრებიან. ამიტომაც, მე არასდროს მინახავს მზე მათთან ერთად. ბავშვები, რომლებიც დღის ნახევრის განმავლობაში მაინც არსებობენ, გაცილებით ძვირი ჯდება. ჩემი ხელფასით ვერ გავწვდები. მზეს ჩაუწიე_ ვეუბნები თანამშრომელს. ნამდვილი მზე კარგა ხანია გაქრა. ახლა ყველა ოფისში სიმულაციური მზეა. გარდა ამისა, ყველა ქვეყანას საკუთარი მზე აქვს, ეროვნული დროშის ფერებში. ნამდვილ მზეს მხოლოდ იაპონიის მზე ჰგავს.

საღამო.
დღე მთავრდება. ოფისებში მზეებს აქრობენ. სახელმწიფოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ მზეს უწევს. ასე მხოლოდ ჩვენთან ხდება. სხვაგან სულ დღეა. პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი ბუნებით რომანტიკოსია და ენატრება დაღამება: იმ ძველ, კეთილ დროს ახსენებს, როცა ნამდვილად ღამდებოდა ხოლმე. სინამდვილეში, იგი მხოლოდ ენერგიას ზოგავს. ისე, მზე სრულიადაც რომ გამორთოს, მეზობელ ქვეყანაში ისეთი ჩახჩახა მზეა, ქუჩაში მაინც დავინახავდით რამეს.
მაგრამ ჩვენთან არავის უნდა ის ჩახჩახა მზე.
საღამოს ბავშვები მაშინ ჩნდებიან, როცა საწოლში ვწვები.
და ისინი ითხოვენ კუთვნილ ზღაპრებს მზეზე. რადგან ის არავის უნახავს. მე ვუყვები მათ საშინელ ზღაპრებს, რომ დიდხანს არ დაიძინონ და მელაპარაკონ. მაგრამ სულ ერთია. 9-ის მერე ნამდვილად ჩაეძინებათ. ვერაფრით გააღვიძებ. ეს ხელშეკრულებაში წერია.

ღამე.
ვუსმენ ბავშვების სუნთქვას და სხეულს მხოლოდ მაშინ ვთიშავ, როცა ვხვდები, რომ ვეღარ ვფიქრობ.
ხვალ 8-ზე უნდა ავდგე.

8 thoughts on “ბოდვა მომავალზე

  1. Moshe

    მომავლის შენეული ხედვა საინტერესეო მარა სავარაუდოდ დიდი სადაზღვეო კორპორაიცები თვითონ გადაწყვეტენ როდის არის შენს სისხლში დიდი რაოდენობით ეს თუ ის ნივთიერება. ასევე დიდად სავარაუდოა რომ საკვებს არა გემოვნების მიხედვით შევარჩეთ მომავალში, არამედ იმისდა მიხედვით რა აკლია ორგანიზმს. სასმელზეც გვექნება პრობლემები. წარმოიდგინე რომ დილით საპირფარეშოში ვოიაჟის შემდეგ შენს სადაზღვეო კომპანიას უკვე ეცოდინება გუშინ დალიე თუ არა. რაც მათ საშუალებას მიცემს უბედური შემთხვევისას გამოიტანოს დასკვნა შეგიჩერონ დაზღვევა თუ არა. მომავალში პრაქტიკულად არავის ექნება პირადი ცხოვრება. თუ რათქმაუდა სისტემიდან არ მოინდომებ ამოვარდნას მარა ამ შემთხვევაში შენი შანსები პრაქტიკულად ნულის ტოლფასია. რადგანაც მომავალში ყველანაერი საკვები პროდუქტი ავტომატიზირებულ სათბურებში შეიქმნება რომლის მეპატრონეები რათქმაუნდა უახლოეს საგზაო მაგისტრალზე არ გამოიტანენ გასაყიდათ თავის პროდუქციას. გარემოს ეკოლოგია კიდევ საშუალებას არ მოგცემს შენთვითონ ღია ცის ქვეშ მოიყვანო საკვები. ერთი სიტყვით კაპუტ. ტოტალური კონტროლის სამყარო არანაერი პირადი საიდუმლოთი. მოჩვენიებით თავისუფლებაში დაკარგული გაუფასურებული პიროვნებების ერთობლიობა რომლებიც ზომბებს უფრო გავანან ვიდრე მოაზროვნე ცოცხალ არსებებს. სამწუხაროდ ყველაფერი აქეთ მიდის სახემწიფო აპარატი უფრო მეტად ცდილობს აკონტროლოს ხალხი და მათი ყოველი ნაბიჯი, მეტად დამოკიდებული გახადოს სისტემაზე რომლელიც ვითომდა კომფორტისა და კეთილდღეობისათვის იქმნება. ეს ერთი მოსაზრება მარა არის უამრავი სხვა რომელიც ოფტიმიზმით არის აღსავსე. არა მგონია რომ ჩვენ პლანეტაზე დარჩეს სიცოცხლე მზის სიკვდილის შემდგომ. დედამიწაც მზიც ბედს იწვნევს ამ უკანასკნელის სიკვდილისას. მარა სანამ ეს ყველაფერი მოხდება ჯერ რუსის ბომბს და ჩექმას უნდა გადურჩეთ.:))))

  2. მოშე ბაზელი

    გამოცდები დაგეწყო თუ რატომ არ ანახლებ ბლოგს. სად არის ახლი რაღაცეები? ვითხოვთ ახლა საინტერესო ისტორიებს ვააა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s