მაჩუქე ერთი ძროხა ანუ Farmville-ს შესახებ


თუ Facebook-ზე ხარ დარეგისტრირებული, ესე იგი იცი, რომ თუ არაფრის გაკეთებას აპირებ, სჯობს ეს არაფერი Facebook-ზე აკეთო. (If you’re going to do nothing, do it on Facebook). ამ საიტზე ბევრი რამეა, რაც ამაში დაგეხმარება. მაგალითად, შეგიძლია, შეხვიდე უამრავ აპლიკაციაში და მერე იწუწუნო, რომ ვეღარ ბლოკავ. ან უარესი_ თვითონ შექმნა რამე აპლიკაცია, yes/no-სტილში. შეგიძლია, მოიფიქრო ქუიზები, თავად შეავსო და სხვებსაც ტვინი შეუჭამო, შეავსეთო. კიდევ შეგიძლია,იგინო დედა ნებისმიერი მისამართით და მერე კომენტარებში დავა გააჩაღო (იგინები, ესე იგი, მოწყენილი ხარ), ან უბრალოდ დაიწუწუნო, რომ ლუდი მოგენატრა (ეს უკვე ჩემი სტილია) და მერე ლუდზე თავი დააპატიჟებინო. შეგიძლია, ცვალო შენი relationship status და დააკვირდე ხალხის რეაქციას, შეგიძლია, გაწევრიანდე ჯგუფებში და მერე პროვოკაციულად დატოვო ისინი, შეაგროვო 5000-მდე მეგობარი და მერე მოჰყვე მათ დახარისხება-გაფილტრვას, გათხოვდე თურქზე, ან არც გათხოვდე და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი მოგწყინდა და სასოწარკვეთილების ზღვარზე ხარ, სხვას ვეღარაფერს იზამ. შექმენი შენი ფერმა.

Farmville არა მარტო Facebook-ის არამედ, ყველა სოციალური ქსელის მასშტაბით ყველაზე პოპულარული ,,სოციალური” თამაშია. იგი 2009 წლის ივნისში დაიბადა და მას შემდეგ 82,7
მილიონი აქტიური მომხმარებელი და 22,5 მილიონი დარეგისტრირებული ფანი ჰყავს, რაც ამ საიტის მომხმარებელთა 20 %-ია და მსოფლიოს მოსახლეობის 1%. ასე რომ, Facebook-ზე დარეგისტრირებულ ყოველ მეხუთე მომხმარებელს აქვე საკუთარი ფერმა. დანარჩენ ოთხს კი ის მეხუთე სძულს, რაკი ის ოთხივეს ტვინს უჭამს_ მაჩუქე ერთი ძროხა…

მოკლედ, თავიდან მეც მძულდა ეს თამაში. როგორია, ყოველდღე ათობით მოთხოვნა მოგდის საჩუქარზე, wall-ზე კი წამდაუწუმ ჩნდება ასეთი პოსტები: საჯინობოს ვაშენებ და ნალები მჭირდება; ძროხა მოწყენილია, თუ გსურს იშვილო, დააჭირე აქ და ასე შემდეგ. ერთადერთი გზა, რომ ამან აღარ შეგაწუხოს ისაა, რომ თვითონაც გახდე Farmville-ის მომხმარებელი. დამიჯერე, იმ დღიდან საჩუქრები მხოლოდ გაგიხარდება და მალე შენც ეტყვი სხვებს ჩატში, პირად წერილში, ან თუნდაც სახალხოდ: მაჩუქე ერთი ძროხა!
და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ …

2012
2012

11 thoughts on “მაჩუქე ერთი ძროხა ანუ Farmville-ს შესახებ

  1. მე ერთ–ერთი ის უსაყვარლესი არსება ვარ, რომელიც ვერ ჩაითრიეს ფერმებისა და ძროხების მოშენებაში, ვერც კატების მოვლამ დამაინტერესა დიდად, ასე რომ ამგვარი მოთხოვნებით არც არავის ვაწუხებ და არც არავინ მაწუხებს…. ისე კი ბევრია გაკვირვებულ ადამიანთა რიცხვი, “არ გყაააავს?” (გაფართოებული მზერით). არ მყავს , ე.ი. ჩემთან ურთიერთობა უნტერესოა….?! ყოველ შემთხვევაში facebookის მომხმარებლებისთვის… ?!

  2. ლოოლ

    გადასარევი პოსტია, სათაურზევე ეტყობოდა😀

    მეც მაქვს ფერმა, არადა რამდენ ხანს ვარიდებდი თავს. ისე მგონი 2012 ვერ გადავდებ არმაგედონს, დიდი დრო მიაქვს ფესიბუქის ფერმებს და კატებს.

  3. მე გადამრიეს თხოვნებით, ერთი ფიცარი და ორი აგური მაჩუქეო :ლოლ:
    ფერმა არა, მაგრამ pet society-ს ვთამაშობდი 1 წელი. როგორც იქნა, 1 კვირის წინ წავშალე და დავისვენე. საშინლად იცის ჩათრევა და მერე გეცოდება შენი pet; “ფერმერების” ძროხების სიყვარული აღარ მიკვირს.

  4. 😀

    მეც ვთამაშობდი აქტიურად, 38–ე დონეზე ავედი და მერე დავიკიდე!
    მაგის მერე ნათესავ–მეგობრებს ვერ ვუტეხავ, სპეციალურად მაგათთვის შევდივარ და გიფთებს ვუგზავნი😀

  5. ჰაჰა
    მეგონა ჩემზე ეწერა
    ნუ, ფარმვილის გარდა ყველაფერი
    მაგ თამაშებმა ვერ ჩამითრია დიდი ხნით, რამდენიმე კვირა და მივატოვე. დადის ახლა ჩემი კატა ჭუჭყიანი, ფერმაში კიდევ ხილი დალპა ალბათ.
    აპლიკაცია არ გამოვრთე, ვიფიქრე, ოდესმე ისეთი მოწყენილი ვიქნები, რომ გავაჩუქებ ყველაფერს და ფრენდებს მოვიმადლიერებთქო და ვერ ვაიძულე თავი, ეგ რომ გამეკეთებინა😀

    თუმცა, რა ფერმა და რა კატა, სულ დამაწივყდა რომ ფბ-ზე დეაქტივაცია გავაკეთე😀

  6. პოსტის სათაურმა და ბოლო ფოტომ დაგლიჯა : ))
    ნაის..

    მარა ფერმას რაც შეეხება, იმედია არასდროს განვბლოკავ მას ჩემი დაბლოკილი აპლიკაციების სიიდან : ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s