წარმოსახვითი მეგობარი

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ეს პოსტი წარმოსახვით მეგობრებთან ერთად უნდა წაიკითხოთ, მართალია, ბლოგის სტატებში ისინი არ ფიქსირდებიან, სამაგიეროდ, მე ვიგრძნობ და გამიხარდება.

დღეს ვუთხარი ჩემს კარგ მეგობარს, რომ არ არსებობდე, გამოგიგონებდი-მეთქი. ხოდა, გამახსენდა, რომ ერთ დროს ასეც იყო. პატარა რომ ვიყავი,  ტელეფონზე გამოგონილ მეგობარს ველაპარაკებოდი ხოლმე ..

ვიხსენებ, რომ ჰქონდა გრძელი ტალღოვანი თმა, საშუალო სიმაღლის იყო, თვალები_ თაფლისფერი. ასე 17-18 წლის იქნებოდა. მოკლედ, ახლა მე თვითონ ვარ ასეთი გოგო. მზად ვარ, ვიყო ყველას წარმოსახვითი მეგობარი, ვისაც მოუნდება. გარდა ამისა, მე ისეთი მეგობარი ვიქნები, ვისი დაპატიჟებაც შესაძლებელია ლუდზე.  მართალია, ეს ოდნავ ძვირი დაჯდება, მაგრამ სამაგიეროდ, თქვენი წარმოსახვითი მეგობრის გამო სულელად არავინ ჩაგთვლით. ამისთვის საკმარისად რეალური ვარ.

არსებობს პავიჩის ერთი რომანი, ,,ქარის შიგნითა მხარე”, ხოდა, იქ ჰეროს 2 ბავშვის მომზადებას დაავალებენ, რომელთაგანაც ერთი წარმოსახვითია.  წარმოსახვითი კაჩუნიცა ვერაფრით სწავლობს მესამე უღლების ფრანგულ ზმნებს და ჰერო გადაწყვეტს, გაკვეთილზე წარმოსახვითი მასწავლებელი, ლეანდრი დაიმატოს და ოჯახის ახირებებით შეწუხებული იტყვის, რომ ახლა მათ 2 მასწავლებლის ფული უნდა გადაიხადონ.

ისე, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს ( გააჩნია მედალსაც :D). ხოდა, აბა წარმოიდგინეთ, როგორ ეჩხუბება თქვენს წამოსახვით მეგობარს წარმოსახვითი დედა: ნუ ელაპარაკები რეალურ ბავშვებს!

 

მოთხრობის დაწერას ვაპირებ, რომელსაც ერქმევა ,,წარმოსახვით მეგობართა თავშესაფარი”. ცუდია, როცა იცი, რომ არსებობ და შენი არავის სჯერა.. ასეთ შემთხვევაში თავს ისე იგრძნობდით, როგორც ღმერთი ათეისტების წრეში. მოთხრობა ამის შესახებ იქნება. თუ თქვენც გყავდათ წარმოსახვითი მეგობრები, იქნებ შემეხმიანოთ, მოთხრობისთვის მჭირდება. nino.tepnadze@gmail.com

პატივისცემით, თქვენი ნახევრადრეალური მეგობარი, ანინა.

პ.ს. ეს სურათი პოსტის დაწერის შემდეგ ვიპოვე და ისეთი მაგარია,  არ შემიძლია, არ დავდო

8 thoughts on “წარმოსახვითი მეგობარი

  1. tatia

    ici, tarmosaxvit megobrebtan dakavshirebit, idealuri magalitia chemi shvili. mas tarmosaxvit erti megobari ki ar hkavs , aramed ramdenime, an zogjer mteli klasic ki. roca marto tamashobs, tarmosaxvit ramdenime bavshvs elaparakeba vitom. droa rom shevshpotde ara?

    1. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს კლასიკური სიტუაციაა. და რაც უფრო მოწყენილია ბავშვი, მით მეტი წარმოსახვითი მეგობარი ჰყავს. თქვენ, ალბათ, საკმარის დროს ვერ უთმობთ და ბავშვიც ასე ცდილობს ამის ანაზღაურებას. სამაგიეროდ, ამას ერთი პლუსიც აქვს. კვლევებით, ბავშვებს, რომელთაც წარმოსახვითი მეგობრები ჰყავთ, უკეთესად უვითარდებათ ლინგვისტური ჩვევები., რაკი ისინი უფრო მეტს საუბრობენ, ვიდრე მათი თანატოლები. გარდა ამისა, ხშირად თავიანთ დასმულ კითხვაზე თავადვე პასუხობენ წარმოსახვითი მეგობრების ნაცვლად და საუბრის უნარ-ჩვევებს იმუშავებენ. რაღაც ასაკამდე ეს დარღვევად არ ითვლება. ასე რომ, იქნებ შეშფოთება ნაადრევია?

  2. LiLaC

    sheni blog rom momwonda, fb-ze giTxari, magram es posT ise momewona, gadavwyvite aqac momewera : )) chemi warmosaxviTi megobrebi wignebis personajebi iyvnen: karlsoni, pepi, piter peni… principshi, axlac arian vigaceebi, velaparakebi xolme. zogi amas “meore mes” edzaxis, magram me ara !

    moTxrobasac siamovnebit wavikiTxav, iseve rogorc shens blogs vkitxulob : )

  3. საინტერესოა მე მყავდა წარმოსახვითი მეგობარი , რომელსაც მხოლოდ მარტოობის ან მოწყენილობის დროს მივმართავდი ხოლმე ..

  4. nino

    არ ვიცი შეძლება თუ არა მათ ვუწოდო წარმოსახვითი მეგობრები… ისინი ჩემთან არ ურთიერთობენ, არ მესაუბრებიან. არც იციან ჩემი არსებობის შესახებ, უბრალოდ ცხოვრობენ საკუთარ სამყაროში. აქვთ პრობლემები, უხარიათ, სწყინთ… მე კი მთხრობელის როლში ვარ. ყოველთვის, ძილისწინ წარმოვიდგენ მათ და ვაგრძელებ მათ ცხოვრებას…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s