სიზმარი ჩემი მეტაფიზიკური მოგზაურობაა..
დადე თავი .. დადე.. ყველაზე ავადმყოფურ სიზმრებს მაშინ ნახავ, როცა მთვრალი ხარ და თვალდახუჭულზეც კი ყველაფერი ტრიალებს..
ასეთი სიზმრები არასდროს გავიწყდება..
ვდგავარ ოთახში, თვალებზე შავი სახვევი მაქვს ახვეული, მე არ ვარ მე.. ჩემს თავს ვუყურებ შორიდან (სიზმრისმხედველის პოზიცია)
ის კი ჩემს წინ დგას.. მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასე ახლოს მეც კი არ ვარ ჩემთან ..
ვსწავლობ მის სახეს, ნაოჭებს, ცხვირს და ტუჩებს, ძალიან უცხოა
ვიწყებთ ერთმანეთის სწავლას..
მისი ხელები ჩემს სახეზე, მისი ხელები ჩემს ყელზე, მისი ხელები ჩემს მკერდზე, მისი ხელები უფრო ქვემოთ..
ჩემი ხელები მის სახეზე, ჩემი ხელები მის ყელზე, ჩემი ხელები მის მკერდზე, ჩემი ხელები უფრო ქვემოთ..
მერე კი ვიწყებთ ერთმანეთის გახდას..
ვხდით აუჩქარებლად, ნელა, დინჯად..
მე არ მადარდებს, რომ ის უკვე გაოფლიანდა, მას არ ადარდებს, რომ მე დავსველდი
ჩვენ ისევ ვხდით… ახლა შიშვლები ვდგავართ და ვიწყებთ გახდას კანისას..
ჩემი სველი ხელები ხდიან მის სველ ხელებს…
და ჩვენ ვშიშვლდებით..
მე ნელ-ნელა ვქრები, ისიც ნელ-ნელა ქრება..
გავიხადეთ ყველაფერი უკვე.
თუ სული არსებობს, მხოლოდ ის დარჩა.
და ტკივილი..
ახლა ორივეს გვტკივა გახდილი სხეულები, რომლებსაც ისევ უნდათ ერთმანეთი და ისევ სველდებიან
ჩვენ კი ვართ და ახლა ერთმანეთის სულებს ვეხებით..
შავი სახვევები ძირს გდია.
ახლა ყველაფერს უკეთ ვხედავ..
ხომ ვთქვი, სიზმარი მეტაფიზიკური მოგზაურობაა.
ყველაზე ავადმყოფურ სიზმრებს კი მაშინ ხედავ, როცა მთვრალი ხარ და თვალდახუჭულზეც კი ყველაფერი ტრიალებს..
daglijaa…. dzaaan magari iyo sagol!
yvela ver wers ase..mitumetes am temaze
me mesizmreba sashinlad avadmyofuri sizmrebi xolme, tumca mtvralze naklebad, mtvralze gatishuli var dziritadad da aranairi mogzaurobis tavi ar maqvs.
dakvirvebuli var, dzilis win musikas tu movusmen da tu mosmenisas mimedzineba, ai mashin mdzinavs yvelaze grmad da mashin mesizmreba yvelaze ucnauri sizmrebi :O
მმმ..
გადასარევია! : )
ეეჰ, მე მთელი ცხოვრების გამნავლობაში 2 სიზმარი დამესიზმრა სულ 😦 და ორივე ჩემი სიკვდილით დამთავრდა 😀 საღოლ კაი პოსტი იყო. 🙂
P.S მთვრალზე მეც ვითიშები ეგრევე და რა სიზმარი რის სიზმარი 😀 როგორც დავეცემი საწოლზე ისევე ვგდივარ დილამდე 😀
magariaaaaaaa!
🙂
vaime dzaaaan magaria!