Don’t look under the bed

ვინ იმალება საწოლის ქვეშ?

ეს შეიძლება იყოს ბოლო, მელოტი ჯუჯა, რომელიც სამუშაოზე არ წასულა, საწოლის ქვეშ შეძვრა და ელოდება, როდის გაიხდის ფიფქია, რომ შეათვალიეროს..

ეს შეიძლება იყოს შენი მეუღლის საყვარელი.  თუ ეს ასეა, არ შეიმჩნიო, ადი საწოლზე და იხტუნავე, სანამ არ დაიღლები

შეიძლება, შენი კატა იყოს, რომელიც გუშინ კუდით ითრიე. რომ არ მოკვდეს, შეუცურე რძიანი მათლაფა. მალე გამოვა.

შეიძლება, იყოს ბოროტი სანტექნიკოსი, რომელიც დაიმალა და ღამე გამოძვრება სამალავიდან, რომ გაგაუპატიუროს.  ამ შემთხვევაში ვერაფერს იზამ, გარდა იმისა, რომ შენით დანებდე. უი, პოლიციაში დარეკვაც შეიძლება.

კიდევ შეიძლება, შენი საწოლის ქვეშ მონსტრიც იყოს. მაშინ ეგრე ადვილად ვერ გადაურჩები.

მოიმარაგე რაც შეიძლება მეტი სუნიანი წინდა და შეყარე საწოლის ქვეშ. რჩევებში წერია, რომ სატყუარად შეგიძლია ვინმე ბავშვი გამოიყენო. მაგრამ მე ასე არ გირჩევ. ასე მხოლოდ supernatural-ის გმირები იქცევიან, ისიც უკიდურეს შემთხვევაში.

და როცა გამოვა_  თუ მართლა ბანჯგვლიანი მონსტრია  (შეიძლება, ბანჯგვლიანი მონსტრიც აღმოჩნდეს შენი მეუღლის საყვარელი, ასე რომ გადაამოწმე)_ თავში რამე ბლაგვი ჩასცხე. მაგალითად, ენციკლოპედიის რომელიმე ტომი (ბოლოს გარდა, ბოლო თხელია), ან უთო, ან თუნდაც პროცესორი (თუ მაინც გამოცვლას აპირებ). თუ არ მოკვდება, შეგიძლია, ფსიქოლოგს მიაკითხო.

ესე იგი, არავითარი მონსტრი შენი საწოლის ქვეშ არ არსებობს.

2 thoughts on “Don’t look under the bed

  1. მოშე

    ისე სიმართლე გითხარა გაუგებარია მარა რატომღაც ყველას ეშინი ან ეშინოდა საწოლის ქვეშ ღამით შეხედვა. მე მგონია ამ შიშის საიდუმლი ჩვენი მოდგმის წარსულში იმალება, როდესაც ადამიანი როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლი დღეს დაუცველი იყო გარეშე ზემოქმედებისაგან. ზუსტად მაგ პერიოდიდან უნდა იღებდეს სავარაუდიდ საწყის ჩაბნელებული დახურული სივრცეების შიში ადამიანებში, რადგანაც რა ჯანდაბა და ოხერი იმალებოდა მაშინდელ გამოქვაბულებში კაცმა არ იცის. თუ არ ვივარაუდებთ რომ მაშინ ადამიანები “ხრუშჩოვკებში” ცხოვრობდნენ და მიშენების პერსპექტივის მქონე ბინებს ყიდულებდნენ “კარმას” გათბობით და “თერმექსიანი” სველი წეტილით.

  2. ანი

    ჩემი და, რომელიც შენი ტოლია, დღესაც პირდაპირ კარებიდან ხტება საწოლში 😀

    პს. კარებსა და საწოლს შორის 2 მეტრი იქნება 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s