ადამი და ევა

ადამი და ევა

პირველი, რაც მახსენდება, ვაშლია (მწვანე, წითელი, გოლდენი, მიჩურინის..)..

მეორე, რაც მახსენდება მარკ ტვენია (,,ადამისა და ევას დღიურები” )..

მესამე, რაც მახსენდება, განყოფილებაა ფორუმებზე (შეყვარება, დაშორება, ქალიშვილობა.._ ყველაფერი ეს ამ განყოფილებიდან)..

დანარჩენი, რაც მახსენდება, სასაცილო ისტორიები და სურათებია.

ხოდა, ყურადღებას ბოლო პუნქტზე გავამახვილებ.

რატომ შექმნა ღმერთმა ევა?

1) ღმერთი ღელავდა, რომ ადამი დაიკარგებოდა ბაღში. რადგან კაცებს ერიდებათ მიმართულების კითხვა.

2) ღმერთმა იცოდა, რომ ერთ დღესაც ადამს დასჭირდებოდა ვინმე, ვინც ტელევიზორის პულტს მიაწოდებდა.

3) ღმერთმა  იცოდა, რომ ადამი არავითარ შემთხვევაში არ გარეცხავდა თავის ლეღვის ფოთოლს, მით უმეტეს, ახალს არ იყიდიდა.

4) ღმერთი წინასწარ ხვდებოდა იმასაც, რომ ადამს დასჭირდებოდა ვინმე, ვისაც დანაშაულს გადააბრალებდა, ხის უკან დამალული.

5) როცა ღმერთმა ადამი შექმნა, უკან დაიხია, ქმნილება შეათვალიერა და თქვა: უკეთესადაც შემიძლია!

2. გველმა პირველად ადამი აცდუნა. როცა გველმა ევას ჰკითხა, შეჭამ თუ არა ვაშლსო, ევამ სასტიკი უარი განაცხადა.

_ შეჭამე და ანგელოზი გახდები, _ უთხრა გველმა.

_ არა! _ უპასუხა ევამ.

_  შეჭამე და უკვდავი გახდები…

_ არა!

_ შეჭამე და ღმერთზე ძლევამოსილი გახდები..

_ არა!

გველი უკვე სასოწარკვეთილი იყო, როცა ადამმა მას ვაშლი გამოართვა, ევას გაუწოდა და უთხრა:

_ შეჭამე ევა და.. გახდები !

be honest, Adam, do these leaves make me look fat? _  Just a little
be honest, Adam, do these leaves make me look fat? _ Just a little

3. სამოთხეში  თანაცხოვრების რამდენიმე დღის შემდეგ ევამ ეჭვიანობა დაიწყო.

_ადამ, შენ მე მღალატობ_ უთხრა ქმარს.

_ კი მაგრამ, ევა, ეს შეუძლებელია, შენ ერთადერთი ქალი ხარ სამყაროში.  ევა გაჩუმდა.

ღამით ადამმა იგრძნო, რომ ვიღაცა გულ-მკერდზე ხელებს უფათურებდა. გაახილა თვალი და ევა დაინახა.

_ რას შვრები, ევა?_ შეჰყვირა ადამმა.

_ ნეკნებს გითვლი_ უპასუხა ევამ.

და ბოლოს, ერთი ამოცანაც:

ტიპი მოხვდა სამოთხეში. იქ უამრავი ხალხი იყო, ყველა_ შიშველი და ყველა ისე გამოიყურებოდა, თითქოს 21 წლისა ყოფილიყო , მან მიიხედ-მოიხედა, რომ გაერკვია, ვინმე ნაცნობი ხომ არ იყო. და მაშინვე იცნო ადამი და ევა.  კითხვა: _ როგორ?

პასუხები კომენტარებში😉

13 thoughts on “ადამი და ევა

  1. მე ვერ მივხვდი ადამ და ევას გამოცანას, მერე რომ მიხრეს , ძალიან მეწყინა, ამას ხომ მეც მივხვდებოდი–თქო.😦
    ვინ მიხვდა , როგორ იცნეს ადამ და ევა?

  2. mate

    კარგი ბლოგი გაქვს, ვიმხიარულე, თუმცა გამოცანის პასუხს მაინც ვერ მივხვდი :)))

  3. მოშე

    რატომ შექმნა ღმერთმა ევა?

    –ღმერთი მიხვდე რომ ადამი ერთხელაც დაინტერესდეოდა რისთვის ჭირდებოდა ის გამონაზარდი ფეხებს შუა და ამიტომ გადაწყვიტა შეექმნა ევა და პორნო.

  4. მოშე

    რატომ შექმნა ღმერთმა ევა?

    -ღმერთმა განსაზღვრა რომ ადამს მომავალში პივა და ფეხბურთი გიტაცებადა და რომ სულ მთლად არ მოდუნებულიყო ადამი მან შექმნა ევა და “შენ მოუკვიდ შენს პატრონს როდემდე უნდა იჯდე ასე უსაქმურად”

  5. მოშე

    რატომ შექმნა ღმერთმა ევა?

    –ღმერთმა იმისათვის რომ ადამს არ აეშვა გადაწყვიტა მისთის საზრუნავი და მტრის ხათტი შეექმნა ამიტომაც შექმნა მან ევა და სიდედრი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s