პი-პი _ ანუ პომპეის პორნოამბავი

თუ ძალიან გულუბრყვილო არ ხარ, გეცოდინება,  რომ პორნოგრაფია მეოცე საუკუნეში არ შექმნილა. თუმცა, შეიძლება, ბევრს ასეც ჰგონია. თვალი რომ დავხუჭოთ მთელ აღმოსავლურ კულტურაზე, ბერძნულ მითოლოგიას თუ გადახედავ (ბერძნულ ლარნაკებსაც) მიხვდები, რომ კაცობრიობას პორნო-ხელოვნებაში (საკამათო ნათქვამია, მაგრამ იყოს), ნაბიჯიც არ წაუდგამს წინ. ერთადერთი, რაც მეოცე საუკუნემ მოიტანა, არის ის, რომ პორნოგრაფია ხელოვნებიდან ბიზნესად იქცა.  არსებობს ხალხი, ვინც დღეების განმავლობაში ზის და ფიქრობს, როგორ დაგატოვებინოს ფული რომელიმე საიტზე, ან საგაზეთო ჯიხურში.. გადაგახდევინოს ფული იმის ყურებისათვის, რისი მიღებაც (არათუ ყურება) უფასოდაც შესაძლებელია.

პრინციპში, წარმატებით ხერხდება ეს. ასე რომ არ იყოს, პორნოინდუსტრიაც არ იარსებებდა.

მე ცოტა უკან მინდა  გავიხედო და მოგიყვეთ ამბავი, რომელიც, ალბათ, არ იცით. მოკლედ, არსებობდა ქალაქი პომპეი, რომელიც  ჩვ.წ. 79წ.  ვულკანის ამოფრქვევისას განადგურდა .

ბრულოვი. პომპეის უკანასკნელი დღე

1860-იან წლებში ეს ქალაქი გათხარეს და აღმოაჩინეს ხელუხლებელი ქუჩები, შენობები, ადამიანთა ფიგურები და… ხელუხლებელი პორნოგრაფია. პორნოგრაფია იყო  ყველგან: შენობების კედლებზე, ლარნაკებზე,  თეფშებზე, უამრავი სურათი და ხელნაწერი. აღშფოთებულმა ვიქტორიანელებმა, რომლებიც თავს რომაელთა ინტელექტუალურ მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ, გადაწყვიტეს, ეს ამბავი როგორმე მიეჩქამალათ. დაიწყეს კედლების ხეხვა, ლარნაკების მსხვრევა, ტექსტების დაწვა.. და რაც ვერ გაანადგურეს, ნეაპოლში, საიდუმლო მუზეუმში გადამალეს. თან ეს ყველაფერი კონსპირაციულად ხდებოდა, რომ  როგორმე სხვებს არ გაეგოთ ძველ რომაელთა ,,გარყვნილების” ამბავი.

სულ მალე, 1857 წელს კი დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო  კანონი, რომელიც პორნოგრაფიას ოფიციალურად კრძალავდა.

მოკლედ, ყველაფერი იქამდე მოესწრო, სანამ ევროპელ არქეოლოგთა დიდი ჯგუფები ჩავიდოდნენ პომპეის გათხრებზე. ისინი კი ჩავიდნენ და სახტად დარჩნენ: მთელ  ქალაქში მათ ვერ იპოვეს ვერც ერთი ნახატი, რომელიც რომაელთა ეროტიკით დაინტერესებას დაადასტურებდა. თითქოს, პომპეის მკვიდრებს სექსი არც ჰქონდათ. ხოდა, მალევე შეიქმნა ფრთიანი ფრაზა: ,,პომპეის მკვიდრივით უმანკო”.

ფრაზამ ირონიული ელფერი მაშინ მიიღო, როცა 1920-იან წლებში საიდუმლო მუზეუმი  გაიხსნა, თუმცა მხოლოდ მამაკაცებისათვის და თანაც ზრდასრული მამაკაცებისათვის, რომელთაც ,,ღირსეული მორალური შეხედულები” ჰქონდათ, რაც იმ დროს უბრალოდ, განათლებულ მამაკაცებს ნიშნავდა.  ბევრს კი პომპეი ისევ უცოდველი ქალაქი ეგონა. მეოცე საუკუნის განმავლობაში ეს მუზეუმი რამდენჯერმე დაიკეტა და გაიხსნა, 1960 წელს იგი ხელმისაწვდომი გახდა ყველასათვის და მაშინ ყველა  გაოცდა, ვიღაცებს იმედებიც გაუცრუვდათ :

რადგან არ არსებობდა არანაირი უცოდველი ქალაქი, პომპეის მკვიდრები ძირითადად სექსით იყვნენ დაკავებულნი.., ჰო, და კიდევ იმით, რომ ეს სცენები სადმე გადაეტანათ.

ასე, რომ რას არ იპოვი არქეოლოგიური გათხრებისას, მით უმეტეს თუ, ხელუხლებელ ქალაქს თხრი.

საწყალი პომპეელები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ოდესმე მათ ქალაქს ვულკანური ლავა დაფარავდა; იმას კი, რასაც ასე რუდუნებით ქმნიდნენ, საიდუმლო მუზეუმში უკრავდნენ თავს. ალბათ, მათ ,,ჰასლერი” რომ ენახათ, გულგრილად გადადებდნენ გვერდზე და იტყოდნენ_ ოცდამეერთე საუკუნეა, ხალხო, რამე ახალი არ შეგიქმნიათ?

5 thoughts on “პი-პი _ ანუ პომპეის პორნოამბავი

  1. ოჰოოო… ძალიან საინტერესო იყო… არ ვკითხულობ ხოლმე რატომღაც ,,ისტორიულივით” პოსტებს, მაგრამ ამან ნამდვილად მიიპყრო ყურადღება და ,,წამიკითხეო” მითხრა… წავიკითხე და მესიამოვნა რომ წავიკითხე🙂 გაიხარე…

  2. ანინ ძალიან მაგარია. გენიალური ისტორიაა. ძალიან საინტერესოა დამსხვრევის, დაწვის და დამალვის ფაქტები, რაც ადამიანების იდიოტიზმზე მიუთითებს.

    მიყვარხარ :* :* :*

  3. საინტერესო პოსტია.
    და ისტორია, პომპეის ისტორია რაღაცით სოდომ-გომორს უკავშირდება. ალბათ პომპეიში ტრადიციული სექსი ჰეგემონობდა, განსხვავებით ტყუპი ქალაქქებისა, სადაც გარყვნის და აღვირახსნილობის ხარისხი 100% -ს სჭარბობდა.🙂

    ორივე ვულკანურმა ცეცხლმა, ფერფლმა, და რაღაც მისტიკამ იმსხვერპლა.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s