თბილისთან დაკავშირებით, ერთადერთი, რაც დარწმუნებით შეიძლება ვთქვა არის ის, რომ მე ამ ქალაქში ვცხოვრობ, უფრო ზუსტად_ამ ქალაქის ძველ უბანში, ავლაბარში, სადაც სულ რამდენიმე წლის წინ გზის მშენებლობისას უძველესი თაღებიანი სარდაფები აღმოაჩინეს და მე ვიდექი და ვუყურებდი, როგორ წააყარეს მალევე მიწა, მოასწორეს და დაივიწყეს.
მოკლედ, ეს ნაღდია. დანარჩენი კი თბილისურად ყალბი.
ეს არის ქალაქი, სადაც ყველას შავი ფერის ტანსაცმელი აცვია. სადაც მეორად მაღაზიებში ორიგინალი დოლჩე და გაბანა იყიდება, დოლჩე და გაბანას მაღაზიაში კი (არ ვიცი, შეიძლება არც გვაქვს, ფიგურალური ნათქვამია, მაინც) _ ქუთაისში შეკერილი ტანსაცმელი.
ეს არის ქალაქი, რომელსაც საკუთარი მოდა აქვს _ჯინსი+ რაც გინდა ის (ამას რომ ვამბობ, ცუდად არ გამიგოთ. მეც ზუსტად ასე მაცვია ხოლმე).
ამ ქალაქს დროდადრო ეკვიატება რაღაც ტანსაცმელი, და ყველას აცვია შოტლანკები, ან ზოლიანი ტანსაცმელი. ამას წინათ ყველას იასამნისფერი ეცვა 😀
ამ ქალაქში ამინდი სინოპტიკოსებს ატყუებს, სინოპტიკოსები_ ჩვენ. გუშინ ქარიშხალი უნდა ყოფილიყო და არ იყო. დღეს კი მზე უნდა ყოფილიყო და თოვს.
ამ ქალაქს აქვს უბნები, სადაც ვერ ისუნთქებ, უბნები, რომელთაც თავიანთი ხასიათი აქვთ და თავიანთი მოსახლეობა ჰყავთ. ამ ქალაქში უბანს ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორიც შტატს_ ამერიკაში.
ეს არის ძალიან დიდი ქალაქი და ხანდახან მეჩვენება, რომ მთელი საქართველო თბილისია. ყველა აქ ვართ, ისინიც კი, ვინც სოფელში ცხოვრობენ, თბილისში არიან, ოცნებებით, ფიქრებით და მიზნებით.
ეს არის ქალაქი, რომელსაც წარსული არ აქვს. რადგან მის წარსულს სხვა სახელი ჰქვია _ ტფილისი. და ის სულ სხვა ქალაქია, სულ სხვა უბნებით და სპეციფიკით. და თუ გინდა, ის ქალაქი გაგახსენდეს, მტკვარს დიდხანს უნდა უყურო სუნთქვაშეკრულმა, იქნებ ესეც დაინახო ოდესმე.
ამ ქალაქში ყველაფერი არაადეკვატურია, ამინდი, ხალხი, ტრანსპორტი… ერთადერთი, რაც ადეკვატურია, მტკვარია. არ შეიძლება თბილისისნაირ ქალაქს ანკარა მდინარე ჩამოუდიოდეს. დაფიქრდით და მიხვდებით.
ეს არის ჩვენი ,,მზის და ვარდების მხარე”, რომელიც თანდათან გახდება ცათამბჯენების ქალაქი. გახდება უფრო ზანტი და მოუქნელი და ხალხი მაღალ კორპუსებში დაემალება სიბინძურესა და სუნს.
მაგრამ მაინც ყველა ჩამოვა თბილისში და ძნელად წავა აქედან სადმე.
ხოდა, არ ვიცი, მიყვარს ეს ქალაქი ყველაფერი იმის გამო, რაც ჩამოვთვალე თუ მძულს.
თქვენ?
me mainc dzalian miyvars chveni patara,provinciuli kalaki 🙂
მაგარია, ყველაზე მეტად დოლჩე და გაბანას ამბავი მოეწონა თბილისისა და ქუთაისის გავლით.. კარგი მოხვედრააა, ყოჩაღ!
Miyvars me es gogona….momecona..:) Mdzuls imitom,rom ase miyvars…:))
ჩემთვის თბილისი არის ვაკე ვერა და საბურთალო რადგან ჩემი ყველა მეგობარი ამ უბნებში ცხოვრობს. სხვა უბნელებს ვერ ვუგებ.