ყველაზე არაფემინისტური პოსტი ყველაზე ფემინისტურ დღეს

დილაა, ახლაც დილაა, მაგრამ მაშინ უფრო  დილა იყო, როცა დამირეკეს და რაღაც მომილოცეს.

_გმადლობ, _ ვლუღლუღებ ნახევრად მძინარი. რაღაცას გულით მეუბნება ბიჭი, რომელსაც ძლივს ვიცნობ და არც კი ვიცი, რას მილოცავს.

_შენც გილოცავ_ ვეუბნები. ამაზე ჩუმდება და ცოტა ხნის შემდეგ_

_მეკაიფები? მე 8 მარტს გილოცავ.

_აა. ჰო. _ მართლა? მე მეგონა, ახალი წელი იყო _ უკვე მეც ძალიან დაბნეული ვარ

თიშავს. აღარსდროს დარეკავს.

მოკლედ, ეგეთი 8 მარტი გათენდა და რაკი ამის გამო გამაღვიძეს, მზად ვარ მძულდეს კლარა ცეტკინი და ყველა, ვინც კი ასეთი სისულელის მოსალოცად კიდევ შემაწუხებს.

სხვათა შორის, უცნაური 8 მარტია. წელს საუკეთესო რეჟისურისათვის ოსკარი პირველად აიღო ქალმა. ასე მიულოცეს ქალებს კინემატოგრაფებმა დღე, რომლის არსებობის შესახებ მათ არც კი იციან.

მოკლედ, აქვე. ამ დღეს ყველა მამაკაცს ძალიან უყვარს თავისი ცოლი, და, დედა, ცოლისდაც, სიდედრიც, მოხუცი ბებიაც, მეზობლად მცხოვრები დაუკმაყოფილებელი შინაბერაც…

ან უყვარს, ან თავს იტყუებს, ან სხვებს ატყუებს..

სხვა დროს როგორ უყვართ მამაკაცებს ქალები? გთავაზობთ სურათებსა და ვიდეოს, ყველაზე არაფემინისტურ სურათებსა და ვიდეოს (ვერიდები სიტყვა სექსისტურს, მაინც არასწორად არ გაიგონ), რომელთა ავტორებიც, რა თქმა უნდა, მამაკაცები არიან…

ეს ამაზრზენად სასაცილო რეკლამაა : )

სხვათა შორის,  სტერეოტიპები უმეტესად ქალებზე იქმნება..

და ეს ჯერ კიდევ როდინდელი სტერეოტიპებია _ დედათა ბუნებაი იწრო არს…

ამას ემატება ისეთი სტერეოტიპები, როგორიცაა:

ფრთხილად, ქალი საჭესთან!

ქალი მე ვიცი სამზარეულოში .. და ასე შემდეგ.

8 მარტი ის დღეა, როცა ყველა ერთად ვივიწყებთ ამ სტერეოტიპებს და ქალი_ სამზარეულოში მოფუსფუსე არსება გარდაიქმნება ქალად_ რომელსაც გზა უნდა დაუთმო, ადგილი დაუთმო, დრო დაუთმო, ყურადღება დაუთმო და ხანდახან ფულიც…

და ბოლოს… მაინც.. ეს ფოტო.. ყურადღება მიაქციეთ თარიღს!

გკოცნით, გეხვევით..

ანინა

3 thoughts on “ყველაზე არაფემინისტური პოსტი ყველაზე ფემინისტურ დღეს

  1. კიდევ ერთი სტერეოტიპი: ”ქალს გრძელი თმა აქვს და მოკლე ჭკუა”. (ვერ ვიტან სტერეოტიპებს)

  2. ქალი “კუხნაში”?! მაგრამ ეს ერთი დღეც არ იფიქრონ ჩვენზე?! და თან ყველა კაცის ერთ ტაფაში მოშუშვის წინააღმდეგი ვარ!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s