უკომპლექსოა, მხიარული, საცვლებს საერთოდ არ იცვამს, მაგრამ ყოველთვის გემოვნებით აცვია, შესანიშნავი ფორმები აქვს. ერთი ეგაა, რომ _ 50-ზე მეტი წლისაა, სამაგიეროდ სულ არ ეტყობა…
საუბარია ფემლინზე.
თუ ფლეიბოი გიყიდია, ჩაკეტილ კარს მიღმა დაგითვალიერებია, და მეტიც_ წაგიკითხავს კიდეც, გეცოდინება, რომ ფლეიბოის აქვს ასეთი გვერდი party jokes, ხოლო ამ გვერდს ჰყავს თავისი მშვენიერი დიასახლისი, ფემლინი.
იგი 1957 წელს დახატა ლეროი ნეიმანმა, ჰიუ ჰეფნერის დავალებით და უამრავი მამაკაცის ხორცშესხმულ (ქაღალდშესხმულ) ოცნებას წარმოადგენს.
მხატვარმა ,,თავის გოგოს” წიგნიც მიუძღვნა. წიგნი თავის ქმნილებაზე უგონოდ შეყვარებული კაცის ისტორიაა.
ჰიუ ჰეფნერმა, ფლეიბოის რედაქტორმა ეს კეკლუცი ქალბატონი პირველად რომ ნახა, წამოიძახა _ აი, გრემლინი! (ანცი გნომი). ფემინა! _ შეუსწორა მხატვარმა და მიუთითა, რომ ქმნილებას ქალური სახელი უნდა ჰქონოდა.
მაშინ ფემლინი_ დაასკვნა ჰიუმ.
იმ დღიდან ფემლინი ფლეიბოის ყველა ნომრის უცვლელი ფლეიმეითია.
პ.ს. პოსტი რომ ძალიან მშრალი არ გამოსულიყო, ქართული ,,ფლეიბოის” ხუმრობები გადავათვალიერე. უმრავლესობა სრული სისულელე იყო, მაგრამ რამდენიმეს ამორჩევა მაინც შევძელი:
5) კარგია, როცა ცოლი კართან გხვდება და სექსუალური საცვლები აცვია. ცუდია, თუ სახლში ბრუნდება ასე ჩაცმული 😀
4) გოგონა სოფლიდან ქალაქში ჩამოდის სასწავლებლად. ერთი თვის შემდეგ დედა ურეკავს:
_ როგორ ხარ, რას შვრები? იცი, ძალიან ვღელავ, ამბობენ, რომ სულ გაირყვნა ახალგაზრდობა ქალაქში, მთელი დღე სვამენ, პლანს ეწევიან, ვინ ვისთან წევს, ვერც გაიგებ, სექტებში შედიან.. მართალია?
_ არა, რა სექტებში_ პასუხობს გოგო 😀 😀
3) ტიპი გასახდომ კლინიკაში მივიდა. კლინიკამ გარანტია მისცა, სამ დღეში 10 კილოს დაგაკლებინებთო. მეორე დილას კაცის კარს მშვენიერი ქალი მიადგა, ეცვა მხოლოდ სპორტული ფეხსაცმელები და გულზე ეკიდა წარწერა: ,,თუ დამიჭერ, შენი ვარ”. ქალი გაიქცა, კაცი გამოეკიდა. ბოლოს დაეწია და სექსიც ჰქონდათ. ასე განმეორდა კიდევ ორ დღეს და კაცმა მართლაც დაიკლო 10 კილო. კაცმა კლინიკაში კიდევ დარეკა და მოითხოვა, კიდევ 20 კილოს დაკლება მინდაო.
_დარწმუნებული ხართ?_ჰკითხეს კლინიკაში, _ მაგარი სირბილი მოგიწევთ.
_დარწმუნებული ვარ, მიუგო კაცმა.
მეორე დილას ზარია კარზე. კაცი აღებს და ხედავს.
კარში დგას ზანგი, უზარმაზარი ასოთი. სპორტული ფეხსაცმელები აცვია და მკერდზე ჰკიდია წარწერა: ,,თუ დაგიჭირე, ჩემი ხარ” 😀 😀
2) იყო და არა იყო რა. იყო ერთი ჭაბუკი. ერთხელ ჭაბუკმა მზეთუნახავი ნახა.
_ გამომყვები ცოლად? _ ჰკითხა მან.
_ არა_ მიუგო მზეთუნახავმა და ცხოვრობდა ჭაბუკი ტკბილად და ბედნიერად უკუნითი უკუნისამდე. ჭირი იქა, ლხინი აქა…
ეს კი ნომერი პირველი !
1) (ქალის ფიქრები) რა მაგარი იყო გუშინ… არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ თითქოს მთლიანად გარდაქმნესო. ჯერ იმდენ ხანს მეფერა, ნელა მხდიდა. ისეთი ნაზი იყო, როგორც არასდროს, თან არ ჩქარობდა… შემდეგ დამეუფლა და ვიყავით ერთად ასე ძალიან დიდხანს.. დრო თითქოს გაჩერდა და მეც ყველაფერი დამავიწყდა. მიყვარს, ძალიან მიყვარს..
(კაცის ფიქრები) ხოოო.. გუშინ მაგრად დავთვერი… ჯერ იყო და, არ მიდგებოდა, მერე კიდევ ძლივს გავათავე… 😀 😀 😀
ახლა წავედი. დავიძინებ : )
:d Sasaciloa 🙂