მუჰამედისა და მთის სევდიანი ისტორია

ფრაზა მუჰამედისა და მთის შესახებ ყველას თუ არა, ბევრს მოგვისმენია. აქამდე მეგონა, რომ ეს ფრაზა ასე ჟღერდა: ,,თუ მუჰამედი არ მივა მთასთან, მთა მივა მუჰამედთან”

პირიქით ყოფილა😮

მოკლედ, ყველაფერი იწყება ამ ლეგენდიდან. როცა მუჰამედს სთხოვეს თავისი მოძღვრება რაიმეთი გაემყარებინა, მუჰამედმა მთა საფას სთხოვა, დაძრულიყო და მისულიყო მასთან. ეს რომ არ მოხდა, ხალხმა აღარ ირწმუნა მუჰამედის სიტყვა.  მაშინ მუჰამედმა თქვა: მადლობა გადაუხადეთ ალაჰს, მან არ მისცა მთას მოსვლის ნება, თორემ თქვენი მოდგმა გაითელებოდაო. შემდეგ მუჰამედი თავად  მივიდა მთასთან და ლოცვა აღუვლინა ალაჰს.

ფრაზა იმ სახით, როგორითაც ჩვენ ვიცით, ფრენსის ბეკონმა, ფილოსოფოსმა ფრენსის ბეკონმა შეატრიალა (როგორი გემრიელი გვარი აქვს ამ კაცს : )).

ხოდა, აი, ისტორიაც მუჰამედზე და მთაზე:

კარზე ყოველ დილით არის ზარი. მუჰამედი ყოველ დილით მიდის კართან.
კარს გააღებს და მთა დგას.
ისევ მოხვედი ხო, ისევ მოხვედი_ დაღლილი და თავმობეზრებულია მუჰამედი.
მთა კი შეწუხებულია. არ შეუძლია, სხვაგვარად მოიქცეს:
აბა შენ არ მოდიხარ და…
ხმაში ხრინწი
მოქმედების დასასრული.

3 thoughts on “მუჰამედისა და მთის სევდიანი ისტორია

  1. არ ვიცოდი ეს ისტორია. გამონათქვამი კი ძალიან მიყვარს. საინტერესო პოსტი იყო.🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s