ყველას აქვს ბლოგი

მე ანინა ვარ. ეს ჩემი პირველი ბლოგის პირველი პოსტია.  სანამ წერას დავიწყებდი, მეც ვყოყმანობდი: დავპოსტო- არდავპოსტო.. ხოდა, გადავწყვიტე დავპოსტო. თუ მკითხავთ _რატომ? მე მარტის კურდღელივით გიპასუხებთ (იხ. ალისა საოცრებათა ქვეყანაში, ლუის კეროლი, tea party) _რატომაც არა.

თუ ბავშვობაში დღიურებს წერდი და ბოქლომებს ადებდი,  თუ ლექსებს წერ და  ჭერში აწყობ, დროა, გაიგო, რომ არსებობს ბლოგებიც  _თქვა ერთმა ჩემმა მეგობარმა. და მიუხედავად იმისა, რომ მე კარგა ხანია ვიცი, რომ არსებობს ბლოგები, ისე გამიხარდა, თითქოს ბლოგი გუშინ  გამოიგონეს. არა, თითქოს გუშინ გამოვიგონე😀

ისე, ბლოგი გუშინ ნამდვილად არ გამოუგონიათ.  პირველი ბლოგი 1994 წელს გამოჩნდა და ჯასტინ ჰოლი ერთ-ერთი პირველი ბლოგერი იყო, თუ მართლა პირველი არა. აი, სწორედ ეს სათვალიანი ტიპი, სანდომიანი სახით.

ახალი ვირტუალური ერთეულისათვის სახელი მოიფიქრა ჯორნ ბარჯერმა, მან უბრალოდ აიღო ორი სიტყვა, ,,web” და ,,log” და ერთამანეთს მიაწება. ასე შეიქმნა სიტყვა ,,weblog”. ამ ტიპზე ,,იდეინნი” სხვა აღმოჩნდა, კერძოდ_ ევან ვილიამსი.  მან სიტყვა ,,weblog” ხუმრობით ასე დაშალა ,,we blog”, ანუ, ჩვენ ვბლოგავთ. აქედან კი სიტყვა ბლოგი. ჩვენი საყვარელი ბლოგი.

ისე, ამას წინათ  ყვავა  ცდილობდა დაედგინა, რამდენი ბლოგია მსოფლიოში, ხოდა ვერაფერიც ვერ დაადგინა. კაციშვილმა არ იცის, რამდენი ბლოგია მსოფლიოში. თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ (ვიკიპედიას კი ყოველთვის არ უნდა დავუჯეროთ) 2007 წლის დეკემბრისათვის მსოფლიოში 112 მილიონზე მეტი ბლოგი იყო. აბა გაიხედეთ უკან, 2007 წლის დეკემბრისკენ და მიხვდებით, რომ ეგ წინადადება გინდ ყოფილა, გინდ_ არა.

ხოდა, რაც შემეხება მე. ბლოგს უსაქმურობის გამო ვაკეთებ. სამაგიეროდ, მომწონს ის ფაქტი, რომ ვიღაცისათვის რაღაცას ვწერ. პირველად ვაკეთებ ამას ისე, რომ ფულს არ მიხდიან : )) მგონი, პირველი პოსტის პირობაზე არც არა უშავს.

მისურვეთ წარმატებული ბლოგინგი. ანინა

5 thoughts on “ყველას აქვს ბლოგი

  1. გადასარევია შენც რომ შემოგვიერთდი:*
    ველოდები ახალ ფოსტებს:*
    დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო იქნება : )

  2. მე კი მაქვს ბლოგი და ძალიან მომწონს… ასე რომ კარგია, აზრი რომ შეიცვალე ბლოგოსფეროს შესახებ… პოსტე და იყავი ახლა, რა გიჭირს, ხომ გინდოდა აუდიტორია?! მიიღებ!!! :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s