Skip to content

დაბადების დღე

July 22, 2012

ამასწინათ ჩემი ძველი დღიურები გადავათვალიერე და გამეცინა. რა ჯანდაბა მჭირდა? ყოველი დაბადების დღის წინ ცუდ ხასიათზე ვიყავი.  ახლა არც კი მახსოვს, რატომ.  იქნებ ის იყო მიზეზი, რომ ყოველი დაბადების დღე თავს მნიშვნელოვნად მაგრძნობინებდა და იმედი მქონდა, ჩემს თინეიჯერულ წუხილებსაც უფრო სერიოზულად მოეკიდებოდა ვინმე? ფაქტია, გამუდმებით ვწუწუნებდი.

,,აი, ხვალ ჩემი დაბადების დღეა, მე კიდევ ისეთი უბედური ვარ..

კიდევ ერთი წელი. სინამდვილეში კი არაფერი იცვლება.

ხვალ 17 წლის ვხდები. რატომღაც სულ არ მიხარია”

ადრინდელი მოწყენების მიზეზი ისიც შეიძლება ყოფილიყო, რომ დაბადების დღეს ყოველთვის სოფელში ვიყავი, ჩემი თბილისელი მეგობრებისგან მოშორებით და საჩუქრებსაც სულელურს ვიღებდი: ერთ თავ ყველს, რამდენიმე კილო პომიდორს, პლუშის სათამაშოებს, რომლებსაც ბეწვი სცვიოდა და ნალექიანი ყავის ჭიქებს. საჩუქრების გამოცნობა  არ მიჭირდა. საკმარისი იყო,  სოფლის ერთადერთ მაღაზიაში ცალი თვალით შემეხედა და უკვე ვიცოდი, რას მაჩუქებდნენ მეზობლები დაბადების დღეზე. ახლა, როცა ამ ამბებს ვიხსენებ, ისე არ მინდა გამოვიდეს, თითქოს ჩემს იქაურ მეზობლებს დავცინოდე. ისინი ძალიან ცდილობდნენ, მე თავი ბედნიერად მეგრძნო. მერე რა, რომ არ გამოსდიოდათ. ხანდახან მე თვითონაც არ გამომდის ჩემი თავის გაბედნიერება. საერთოდაც, ვინმეს დადანაშაულება იმაში, რომ  ბედნიერი არ ხარ, დიდი სისულელეა.

ალბათ,  მოწყენის მიზეზებიც უფრო ღრმა იყო, ვიდრე ახლა მეჩვენება. საქმე  მაინცდამაინც ბეწვგაცვენილ სათამაშოებში არაა. დაბადების დღის წინ მგონი ყველა სევდიანდება, იმიტომ, რომ  ეს დღე მტკივნეულად გვახსენებს ჩვენს ყველაზე მთავარ შიშებს. ჩვენ გვეშინია წლების, რომლებსაც დედამიწაზე ვატარებთ. გვეშინია, რომ ყოველ წელს ვხდებით უფრო დიდები და ამიერიდან მეტი მოგვეთხოვება. გვეშინია, რომ შემდეგ წელს ვიქნებით უფრო სევდიანები, ვიდრე წინა წელს,  რადგან დროთა განმავლობაში მაინც ყველა სევდიანდება. გვეშინია, რომ დრო გაგვირბის და მალე ჩვენც დავიწყებთ თავის მართლებას იმის გამო, რისი გაკეთებაც ვერ მოვასწარით.

ხოდა, ამხელა შესავლის მერე ვიტყვი, რომ ახლახან ოცდაერთი წლის გავხდი. ზოგიერთის აზრით, ეს სწორედ ის ასაკია, როცა ადამიანი გონს უნდა მოეგოს და სასწრაფოდ გადადგას რადიკალური ნაბიჯები. იშოვოს სამსახური, დაქორწინდეს, სამოგზაუროდ წავიდეს. მე კი არაფრის შეცვლას არ ვაპირებ. დაბადების დღეებსა და ახალ წელს საკუთარი თავისთვის მიცემული პირობები არასდროს სრულდება მაინც. ვიცხოვრებ ისევ ისე, როგორც ვცხოვრობდი და მერე დავწერ ამის შესახებ. ხანდახან შეიძლება სარეკლამო პოსტებიც ვწერო.  ესეც აუცილებელია, რომ ინტერნეტის ფული  ვიხადო. სხვანაირად არასარეკლამო პოსტებსაც ვერ გამოვაქვეყნებ :დ

ჰოდა, თუ ვინმე კიდევ კითხულობს ამ ბლოგს, ვეცდები, საქმის კურსში ჩაგაყენოთ ხოლმე. თორემ ისე გამოდის, რამე მნიშვნელოვანი თუ ხდება, ბლოგს მიღმა რჩება ზუსტად იმის გამო, რომ  მნიშვნელოვანია.

ამიტომაც მნიშვნელოვანი ამბების  გამოქვეყნებასაც იმით დავიწყებ, რომ ამ ბლოგს ამიერიდან 21 წლის ავტორი ჰყავს. არც ძალიან დიდი, არც ძალიან პატარა. ზომიერად ზრდასრული და ოპტიმიზმით სავსე.

19 Comments leave one →
  1. July 22, 2012 4:38 pm

    21 წლის ასაკში, რომ გადაწყვეტ დინებას გაყვე, მერე რაღა იქნება?! Go on big girl!

  2. ❥ Natsy permalink
    July 22, 2012 5:49 pm

    არარი 21 წელი დიდი..
    აი ეს ის ასაკია, როდესაც დაქორწინება და სამსახური კიარა (ნუ სამსახური სასურველია) სიგიჟე და მხიარულება “მოგეთხოვება”…
    წარმატებები, და ჰო, კიდევ გილოცავ ^^

    • Mr. Nomad permalink
      July 23, 2012 5:00 am

      ხო, გათხოვება ფანტასტიურია 21 წლის ასაკში :/

      • ❥ Natsy permalink
        July 23, 2012 8:41 am

        ცუდია -_-

  3. July 22, 2012 7:32 pm

    საშინელებაა დაბადების დღე. ჩემთვისაც მხოლოდ დაბერებასთან და გაფრენილ ბავშვობასთან ასოცირდება… ერთადერთი, რითაც შემიძლია განუგეშო, ისაა, რომ შენს ბლოგს ვკითხულობთ (სარეკლამო პოსტებსაც). შენი სტილი და ხასიათი ძალიან საინტერესო და მართლაც მარილიანია. ასე გააგრძელე… :)

  4. July 22, 2012 7:41 pm

    გილოცავ ! სხვათაშორის ჩემი დაბედების დღე არ მიყვარს და მეც დაახლოებით იგივე გრძნობა მეუფლება ხოლმე… როცა 17 წლის ვხდებოდი, მაშინ მხოლოდ ის მახარებდა, რომ ვიზრდებოდი, ახლა კი პირიქით ასაკის მატება აღარ მომწონს, თუმცა ეს ბუნებრივია…. ასაკის მატება ხომ ახალ პასუხისმგებლობებსაც გულისხმობს…

  5. July 22, 2012 7:52 pm

    ჰო, ოდესღაც მიეჩვევი, რომ ყველას არ შეუძლია შენებური ემოციების შენსავით შეგრძნება, მერე ეცდები, რომ შენსავით მოაზროვნე ან გამგები ადამინი იპოვო და შეიძლება ან ოჯახი შექმნა, ან იმედგაცრუებას და კაი ხოშიან დეპრესიას გამოკრა ხელი. მაგრამ ეგ არაფერი ;) გადაეჩვიე დაბადების დღეს, მიეჩვიე ყოველდღიურ ბედნიერებას :)

    • July 22, 2012 9:00 pm

      სასარგებლო რჩევაა ნამდვილად. რაც შეეხება იმედგაცრუებებს, შემდეგ პოსტში ნახეთ:დ

  6. July 22, 2012 7:54 pm

    am komentars vwer ise zaprosta :D

  7. July 23, 2012 5:56 am

    გილოცავ. არაჩვეულებრივი გოგო ხარ. არ შეიცვალო ♥

  8. July 23, 2012 12:05 pm

    გილოცავ :*

  9. July 24, 2012 6:53 am

    გილოცავ!!! : )

  10. July 25, 2012 5:27 am

    გილოცავ))) მეც სულ მოწყენილი ვარ ხოლმე დაბადების დღეზე : )

  11. July 26, 2012 7:13 am

    გასხვანაირდა ანინა.არმომწონსასეთი.მობედნიერო.

  12. August 2, 2012 1:34 pm

    ხო, მართალი ხარ. ასაკის მატებასთან ერთად შიშები მატულობს.

  13. Tengo. permalink
    August 14, 2012 2:31 pm

    chemi azrit sisulelea is rom mxolod imitom vart cud xasiatze ro clebi gvemateba da meti mogvetxoveba :D
    vpikrob rom amis mizezi aris is ro ai shishi imis ro kvelaperi ise ar gamova rogorc gulis sigrmeshi gvindoda.
    eseti postebi namdvilad jobs nataxtarze da nika gilaurtan shexvedraze romkm gvikvebodi imas.
    xshirad cere chventvis, sheni mkitxvelebistvis :D es motxovnaa :D

  14. Anano permalink
    October 11, 2012 3:11 pm

    კარგი გოგო ხარ!

  15. Anna permalink
    October 16, 2012 6:49 pm

    ვკითხულობ ამ ბლოგს და აბა შენ იცი ანინა .. სულ ასე კარგად და შენებურად წერე !

  16. candy permalink
    November 30, 2012 5:52 pm

    yovel wels ase var… megona chemsas vkitxulobdi…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,375 other followers

%d bloggers like this: