Skip to content

გოგონები

January 25, 2012

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების დაკვეთაა, ბიჭები მაინტერესებდეს, მე გოგონებზე დაკვირვება ყოველთვის უფრო მეტად მომწონდა. იმიტომ, რომ გოგონები საყვარლები არიან.

გოგონები საყვარლები არიან მაშინ, როცა ცდილობენ, ნაძირლები არ შეუყვარდეთ და არაფერი გამოსდით.

გოგონები მაშინაც საყვარლები არიან, როცა ცდილობენ, იმ  ნაძირლებს არაფერი უთხრან, არასდროს მისწერონ და იშვიათად გაუღიმონ

მერე უცებ გადაწყვეტენ ხოლმე, რომ მიწერა შეიძლება, მაგრამ ძალიან ცივები უნდა იყვნენ მიწერის დროს.

მაგრამ როგორც წესი, რიგითი ნაძირალა ამდენს არ ფიქრობს და  შეიძლება, უეცრად შესთავაზოს გოგონას, არ გინდა ჩემთან მოხვიდეო?

გოგონები ფიქრობენ, რომ ეს რაღაცას ნიშნავს, ამიტომ პასუხს ძალიან ჭიმავენ. არადა პირველივე წუთიდან იციან, რომ კი, აუცილებლად მივლენ ნაძირლებთან სახლში და მეტიც, სიგარეტსაც მიუტანენ.

გოგონები თავს აჯერებენ, რომ სექსი არ ექნებათ. უბრალოდ, ისაუბრებენ.

მაგრამ სექსი რა თქმა უნდა, ექნებათ. ძალიან საოცარი სექსიც არა.  აი, ისეთი, გოგო რომ მინეტს აკეთებს და ბიჭი რომ არ აკეთებს კუნილინგუსს.

სექსის მერე გოგონები  ძალიან შეეცდებიან, ცივები იყვნენ და გამოუვათ კიდეც.

ნაძირლები არაფერს შეეცდებიან. საერთოდ არაფერს.

გოგონები ადგებიან და სწრაფად ჩაიცვამენ. ტუჩებში კოცნით დაემშვიდობებიან ნაძირლებს და წავლენ მეტრომდე ფეხით.

მეორე დღეს იმედი ექნებათ, რომ ნაძირლები დარეკავენ.

მესამე დღესაც.

მეოთხე დღეს მისწერენ.

მერე ისევ გავლენ ნაძირლებთან სახლებში და სიგარეტსაც მიუტანენ.

და ასე განმეორდება ბევრჯერ.

სანამ ნაძირლები ბოლოს და ბოლოს სითბოს არ იგრძნობენ გოგონებისგან და არ შეშფოთდებიან

მერე გოგონებს მისწერენ, მოდი დავიშალოთ, ოღონდ არ გამებუტოო.

გოგონები მხოლოდ ოკ-ს  უპასუხებენ.

მერე კი გოგონები ბევრს იტირებენ და ეგონებათ, რომ love-story ჰქონდათ.

მერე ნაძირლების ჯინაზე, გოგონებს კიდევ უფრო დიდი ნაძირლები შეუყვარდებათ და ეცდებიან, უფრო ცივები იყვნენ, ვიდრე ადრე. ნაძირლებმა რომ რამე არ იფიქრონ. რამე თბილი და სასიამოვნო.

არა რა, გოგონები ძალიან საყვარლები არიან

86 Comments leave one →
  1. January 25, 2012 11:31 pm

    (ამ პოსტიდან გამომდინარე) ან ძალიან საყვარლები ან ძალიან მაზოხისტები :)

    • ალექსანდრე permalink
      February 8, 2012 9:15 pm

      გოგოებს თუ გონიათ ცივობით თავს მაწონებენ მიიღებენ ცივ მინეტს და თუ თბილი და მოსიყვარულეები იქნებიან მიიღებენ სიყვარულს.

  2. Kato permalink
    January 25, 2012 11:38 pm

    Anina ,sad naxe amdeni nadzirala da amdeni shteri gogo ,ase rom ganazogadodve?:)))

    • January 25, 2012 11:50 pm

      რამდენიც გინდა იმდენი მინახავს :დ ყველა გოგო ეგეთი არაა და არც ყველა ბიჭია ნაძრალა, მაგრამ იმდენი ნამდვილად არიან, რომ პოსტს იმსახურებდნენ :)

  3. January 25, 2012 11:44 pm

    დავიგრუზე მე :/

  4. ikako permalink
    January 25, 2012 11:49 pm

    anu chven yvelani nadzirlebi vart?

    • January 25, 2012 11:55 pm

      არა, უბრალოდ გოგონებს აქვთ ერთი ეგეთი შესანიშნავი ნიჭი: კარგი ბიჭებიდან მაინცდამაინც ნაძირლების ამორჩევის :)

      • January 28, 2012 9:03 pm

        გამოდის რომ იყო ნაძრალა – ესეც საზოგადოების დაკვეთაა.

  5. kvlivi permalink
    January 25, 2012 11:54 pm

    მაგრამ როგორც წესი, რიგითი ნაძირალა ამდენს არ ფიქრობს და შეიძლება, უეცრად შესთავაზოს გოგონას, არ გინდა ჩემთან მოხვიდეო?

    გოგონები ფიქრობენ, რომ ეს რაღაცას ნიშნავს.- აი ძაღლის თავი :) )))

  6. ikako permalink
    January 25, 2012 11:59 pm

    samwuxarod imat vinc rigiti nadzirala ar aris ar gvaqvs magis nichi :( :) ))

  7. January 26, 2012 12:11 am

    arada magari ponti yopila nadzirloba )

  8. ლაშა permalink
    January 26, 2012 12:17 am

    ესე ერთმნიშვნელოვნად არ იყოფიან სულელ გოგონებად და ნაძირლებად.
    ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველას უწევს მეორე ნომრად თამაში.
    და ისე მკერდზე ხელი რომ დაიდოთ დეზლა ბიჭები უფრო გევასებათ ვიდრე სულგრძელი და კეთილი ყმაწვილები. :D

  9. January 26, 2012 12:20 am

    ყველა ქალს ნაძირალა უფრო ევასება ვიდრე ჩვეულებრივი ტიპი, ჩემი ცხოვრებისეული დასკვნაა

    • lana permalink
      January 26, 2012 7:52 pm

      ნაძირალა ხარ ირაკლი?:)

      • January 30, 2012 11:26 am

        არა, მთლად ნაძირალა ვერ ვარ, არასტანდარტული ნაძირალა ვარ

  10. January 26, 2012 12:20 am

    თრუ სთორი )

  11. January 26, 2012 12:45 am

    მაგრამ სექსი რა თქმა უნდა, ექნებათ. ძალიან საოცარი სექსიც არა. აი, ისეთი, გოგო რომ მინეტს აკეთებს და ბიჭი რომ არ აკეთებს კუნილინგუსს.

    ამაზე გამეცინა ყველაზე მაგრად. :D მომეწონა პოსტი :)

  12. qvixmeee permalink
    January 26, 2012 1:13 am

    :D DD karqia

  13. January 26, 2012 2:48 am

    ბულგარეთი რა მაგრად აფრენ :D .

  14. ARARAOBA permalink
    January 26, 2012 3:35 am

    ყველაფერი გაუკუღმართებულია, რელიგიურად და ღვთის შიშით არ ვცხოვრობთ ხალხი და უმრავლესობა არ გაზრდილვართ ესე…
    ბიჭები იმდენ პორნოგრაფიას და ძალადობას უყურებენ რომ მინეტი რომ თავში მოდით ძალიან ჩვეულებრივი ამბავია…
    არც გოგონები არიან ამ კუთხით ”განათლებისგან” შორს…
    სულიერი სიმტკიცე არავის არ აქვს, დღევანდელი საზოგადოების სენი ესაა… (ყოველშემთხვევაში მეტად ვიდრე წინა თაობების).
    ყველაფერ უმსგავსოს თვალი და ყური უნდა არიდოს ადამიანმა, როგორც ყველაფერს არ ჭამს ისე ყველაფერს არ უნდა უყუროს და მოუსმინოს…
    თუ რეკლამას აქვს გავლენა ადამიანზე, უმსგავსო ამბავს რატომ არ ექნება გავლენა ფსიქიკაზე და მორალის რღვევაზე?!
    მოკლედ, ეს ალბათ დიდი ძირეული მიზეზების ერთ-ერთი კონკრეტული უმსგავსო შედეგია…
    წრფელი სიყვარული ღვთისა, ქვეყნისა და მოყვასისა თუ გადაგვარჩენს თორემ, ყველაფერი უკუღმართი სტანდარტად იქცა და თვალიც ისე გვაქვს შეჩვეული და ისე ჩვეულებრივ ამბად აღვიქვავთ რომ გაგიჟდები კაცი…

    არადა რამდენი ხნის წინათ აწუხებდა მსგავსი უკუღმართობა შექსპირს…

    აგერ ბატონო დასტურად…

    სონეტი 66
    უილიამ შექსპირი
    მთარგმნელი: რეზო თაბუკაშვილი

    ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა,
    რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
    რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
    რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,

    რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
    რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
    რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
    რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ.

    რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
    რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
    რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
    რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.

    ასე დაღლილი, ამ ქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
    მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.

    მაგრამ ქართველეები თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, როდესაც ერი სულიერად ფეხზე იდგა, მაშინ იყო საქართველო მატერიალურადაც ძლიერი და ღმერთს რომ ვივიწყებდით მაშინ იყო ჩვენს თავს მოვლენილი განსაცდელი…
    იმედია ამას გავიაზრებთ თითოეული ქართველი, მივუბრუნდებით თითოეული ღმერთისკენ მიმავალ გზას, თითოეულ ჩვენგანში დიდი სიყვარულით გამთლიანდება და აღორძინდება სულიერება, ჩვენი ოჯახები, ჩვენი ერი და

    იბერია გაბრწყინდება…

    • January 26, 2012 7:05 pm

      შანსი არ არი!

    • January 27, 2012 7:27 pm

      წრფელ სიყვარულში მინეტი არ მოსულა? :დ

      • January 29, 2012 9:34 am

        გეკადრება? :დ

      • January 29, 2012 4:13 pm

        SUCKართველოში არა :D :D

      • giorgi permalink
        February 6, 2012 11:36 am

        წრფელში თუ არა ღრმა იყოს :) ))

  15. January 26, 2012 4:06 am

    მე usually მირჩევნია მეგონოს რო ქალებს ეს თამაში სინამდვილეში – მოსწონთ და სინამდვილეში იაზრებენ რო ის ბიჭი ნაძირალაა და მასში ეს ნაძირლობა ევასებათ.

    otherwise it’s just stupid

  16. January 26, 2012 5:13 am

    ანინა ARARAOBA-ს ყლე კომენტარი წაშალე, ადამიანებს გვთრგუნავს.

    • January 26, 2012 8:15 am

      საღოლ მომეწონა ეს კომენტარი, სრულიად გეთანხმები :D

    • January 26, 2012 9:19 am

      რატომ დურმიშხან, ფიქრს გაუძულებს? ))))))))))))

      • January 26, 2012 9:20 am

        გაიძულებს ანუ )))))

  17. January 26, 2012 6:34 am

    უბრალოდ, გოგოებს კარგად ეხერხებათ იმაზე თვალის დახუჭვა, რისი დანახვაც არ უნდათ და “მნიშვნელოვანი დეტალების” შემჩნევა და არაფრისგან გამოძერწვა.

  18. January 26, 2012 6:51 am

    მე რაზე ვყლევდები იცით? :დ

    გოგოები ამბობენ რომ ნაძირებლთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა და კაი ტიპები ძალიან ერთფეროვნები არიან და ა.შ.

    ეს დედამოტყნული, ამ ნაძირლებთან ყოველთვის ერთი და იგივე მეორედება და რაღანაირად არიან მრავალფეროვნები, შეგიძლიათ გამაგებინოთ? :)

  19. January 26, 2012 6:54 am

    საკუთარ ისტორიას ვკითხულობდი, გამაჟრჟოლა, როგორ ემთხვევა…

  20. January 26, 2012 6:56 am

    true story

  21. January 26, 2012 7:18 am

    ჰა ჰა, მე გამონაკლისი ვარ :დ ჩემს შეყვარებულთან ავდივარ კიდეც, ხან ჭადრაკს ვთამაშობთ, ხან კინოებს ვუყურებთ, ხან ვხატავთ,ხან ვკითხულობთ, ხან ისე ვართ, ხან ასე, ხან უბრალოდ ვლაპარაკობთ და მოკლედ, იდეალური ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება იმიტომ, რომ ნაძირალა არ არის და ერთი უსაყვარლესი ჭკვიანი ბიჭია + ძალიან მომხიბვლელი. :დ სახლში ასვლა აუცილებლად მინეტის გაკეთებას ან თუნდაც სექსს არ გულისხმობს, ჩემი აზრით მეტი ინტერესი და “გაქანება” არ აქვთ მაგ წყვილებს. პ.ს. ისე ვატყობ, რომ მის უბანში რაღაცნაირად მიყურებენ, “დაბარებული ნაშის” იმიჯი მომაკარეს ალბათ. :დ თუმცა მკიდია, ეგ უკვე საზოგადოების პრობლემაა და ჩვენ ორს საერთოდ არ გვეხება. .

  22. January 26, 2012 7:21 am

    ჰა ჰა, მე გამონაკლისი ვარ :დ ჩემს შეყვარებულთან ავდივარ კიდეც, ხან ჭადრაკს ვთამაშობთ, ხან კინოებს ვუყურებთ, ხან ვხატავთ,ხან ვკითხულობთ, ხან ისე ვართ, ხან ასე, ხან უბრალოდ ვლაპარაკობთ და მოკლედ, იდეალური ურთიერთობა გვაქვს. შეიძლება იმიტომ, რომ ნაძირალა არ არის და ერთი უსაყვარლესი ჭკვიანი ბიჭია + ძალიან მომხიბვლელი. :დ სახლში ასვლა აუცილებლად მინეტის გაკეთებას ან თუნდაც სექსს არ გულისხმობს, ჩემი აზრით მეტი ინტერესი და “გაქანება” არ აქვთ მაგ წყვილებს. პ.ს. ისე ვატყობ, რომ მის უბანში რაღაცნაირად მიყურებენ, “დაბარებული ნაშის” იმიჯი მომაკარეს ალბათ. :დ თუმცა მკიდია, ეგ უკვე საზოგადოების პრობლემაა და ჩვენ ორს საერთოდ არ გვეხება. .

    • January 26, 2012 8:20 am

      კი მარა სექსი სიყვარულის გარეშე სხვა არის და შეყვარებულთან სულ სხვა. სექსი სიყვარულის ფიზიკური გამოვლინებაა, როგორც თუნდაც კოცნა და ჩახუტება. მაგიტომაა ერთი და იგივე მოქმედების 2 სახელწოდება რომელიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან “fuck” და “make love”. :) )

  23. January 26, 2012 7:25 am

    ვაიმე, შტერები : ))

  24. January 26, 2012 7:48 am

    მესმის ამ გოგონების : (

  25. თინათინ permalink
    January 26, 2012 8:04 am

    აუ თუ დავწვე კაცთან ვისაც სიგარეტს მე მივუტან :) ეგ არის მართლა უკვე სიყვარულისგან გამოტვინებული ხალხის საქმე..:)

  26. Dave permalink
    January 26, 2012 8:14 am

    კი უეჭველი მასეა, მეც რაღაც მომენტში მივხვდი თუ არ გავბოროტდები არც არავინ მომცემს :D კიდევ კარგი დროზე ვქენი, თორემ პსიქოლოგიური პრობლემები მეწყებოდა…

  27. papatasi permalink
    January 26, 2012 8:44 am

    მე კი ასე მგონია, რომ ცხიოვრებაში ერთხელ მაინც ყოფილა ნებისმიერი ბიჭი ნაძირალა და გოგო შტერი :) ))
    როგორ ვთქვა და ჩემს ერთ–ერთ ისტორიას აუცილებლად გავს, რატომ შევიყვარე ნაძირალა? მეგონა ჩემს ნამდვილ გრძნობას დააფასებდა, შეიცვლებოდა და დანარჩენი მსგავსი სულელური ბლაბლაბლა :) ხო რატომ არის საინტერესო და იმიტომ, რომ ჩვენნაირ სულელ გოგოებში არის ერთი რწმენა ასეთი, რომელიც მითხს უფრო გავს, რომ თუ იმ ნაძირლას მართლა შეუყვარდები ჯეკ პოტის მოგებას გავსოო, თუმცა ამის შანსები რამენად გაქვს კაცმა არ იცის და რომელიმე ნაძირალას ვინმე საკუთარი თავის გარდა ყვარებია კიი? :) ))

    • January 26, 2012 9:40 am

      და ნორმალურ ადამიანს რო შეუყვარდე თავის თავზე მაგრად ეგ არაა ჯეკპოტი? :) )

      • papatasi permalink
        January 26, 2012 9:45 am

        ოო, აი ნაძირალას გემო უნდა გაიგოს ჩემნაირმა სულელმა, რომ ნორმალური ბიჭის სიყვარული დააფასო :) ) სინამდვილეში ეგ ზოლუსკასნაირი გამართლებასავაითაა, რომელიც მე ჯერ არ მღირსებია (ახლა საკუთარი თავის შეცოდებას დავიწყებ :) )))

      • January 26, 2012 10:01 am

        :D მდაააა…. :D

  28. January 26, 2012 9:55 am

    expectations fuck us… :) ხდება ხოლმე… კანონზომიერების შესანარჩუნებლად კი არსებობენ bitch ოღონდ არა პატარა ვონაბი გოგოები არამეტ ნამდვილი praying mantis ის ფიმეილები აი კოიტუსის შემდეგ “თავს რომ აგლიჯავენ” კაცებს…


    სამწუხაროა ეს ყოველივე… :/ ბუ …

  29. January 26, 2012 10:37 am

    გოგოებს ნაძირლები იმიტომ მოწონთ რომ არ სიამოვნებთ ბიჭებთან ურთიერთობა, რომლებიც ასე ვთქვათ გოგოების დაკრულზე ცეკვავენ :)

    • January 26, 2012 10:48 am

      არაა აუცილებელი გოგოს დაკრულზე ცეკვავდე თუ ნაძირალა არ ხარ. :)

      • January 26, 2012 12:29 pm

        kargi mashin albat moswont roca amchneven ro mamakacebze sustebi arian :D

      • January 26, 2012 4:34 pm

        მაშინ ხელი გადაუწიე ვახ :D შენ ნაძირლები კი არა “უხეშები” მოგწონს :D

  30. THISain't permalink
    January 26, 2012 10:39 am

    :) )
    აქედან მორალი:
    მინეტი კარგად ისწავლეთ და ნაძირალა ბიჭები უფრო ხშირად დაგიძახებენ.
    ხშირად დაგიძახებენ – მაზოხისტობის უფრო ხშირი მომენტი გექნებათ.

    აბა კეთილ და “სულგრძელ” ბიჭებს ფეხებზე რომ იკიდებთ “კანონზომიერება” ხომ უნდა შენარჩუნდეს.

    მერე ის კეთილი და სულგრძელი ბიჭები ხდებიან “ნაძირლები” და ა.შ.

    მუაჰაჰაჰა

    • January 26, 2012 10:49 am

      მაგარი მორალი გამოიტანე :D

  31. mzime) permalink
    January 26, 2012 10:56 am

    me mainc miyvarxar razec ar unda wero,dietaze tu kuniligusze :)

  32. January 26, 2012 6:46 pm

    ამმმმ….ამ პოსტიდან გამომდინარე მგონი არც გოგო ვარ და არც საყვარელი :) ))

  33. January 26, 2012 8:57 pm

    :)

  34. January 26, 2012 9:43 pm

    გოგოების ამგვარ ქცევას რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს:
    1) სულელები არიან
    2) აქვთ ბიჭის “გამოსწორების” იმედი
    3) მაზოხისტები არიან
    4) ბიჭის მიმართ აქვთ ძლიერი გრძნობა და ამიტომ ყველაფერზე თვალს ხუჭავენ
    პ.ს ნერვებს მიშლიან ასეთი გოგოები, “ნაძირალა” ბიჭებს ხომ საერთოდ ვერ ვიტან :/

  35. January 26, 2012 9:44 pm

    ზნაჩიტ, მე ვარ ნაძირალა გოგო :დდ

    • January 27, 2012 8:36 am

      რატო? ბიჭები აგყავს სახლში და მერე შენ შორდები? და არ გამებუტოო ეუბნები? :D

  36. January 27, 2012 10:08 am

    dziritadad xo debil gogoebs uperspeqtivo dzveli bichebi evasebt:) sayvarloba kiara idiotizmia roca ici ro siria da mainc gikvars :) )

  37. ikaloko permalink
    January 27, 2012 12:29 pm

    jer kidev instiktebi gvamodzravebs da imitom!! mdedrebi ganakofierebistvis alfa men edzeben da alfa ver ikneba tavaziani da ketili mas kali ganakofierebistvis jirdeba!!

    tavebs nu igruzavt gogoebi sakvarlebi xart!! bijebi kide vinc ahfrtovanda da guli autshukda alfa ar aris (alfa arc caikitxavda da kleze daikidebda) ase rom tkveni shansebi kaltan dabalia vidre nadzirlebis!!

  38. January 27, 2012 7:07 pm

    უსაყვარლესი ვყოფილვარ :|

  39. January 27, 2012 8:06 pm

    რა საყვარლები ვართ ეს გოგოები რა :) ) მარტო ჩვენ შეგვიძლია ასეთი სისულელის გამეორება ათასჯერ. თან ათასჯერვე ისეთი განცდით თითქოს პირველად ვაკეთებდეთ :დ

  40. January 29, 2012 9:41 am

    აი როგორ იცი ხოლმე ზუსტად იმ ადგილზე ფეხის დაჭერა.

    მაგრამ კიდევ კარგი ურთიერთობა ჩემსა და ნაძირალას შორის მაქამდე არ მისულა.
    თუმცა ტირილები მაინც იყო.

    ახლა რომ ვუფიქრდები, რა მატირებდა, ერთი ვიცოდე რა. დებილი ვიყავი და ის.

    “არა რა, გოგონები ძალიან საყვარლები არიან” – ამაზე ფრიად ვიხალისე.

  41. January 29, 2012 9:59 am

    უიმეე, ისე რა დალევს შტერ გოგოებს და ნაძრალა ბიჭებს, მაგრამ მგონი ნაძირალა ბიჭების დრო წვაიდა უკვე ის ეროგორც ძველი ბიჭები თუ ქუჩის ბიჭები ჩაბარდნენ ისტორიას.
    ჰოდა ნაძირალა ბიწებო აღარა ხართ ა ლა მოდ :)

  42. January 29, 2012 1:13 pm

    ეგეთი ბიჭები მე არასდოს მიზიდავდნენ :) )

  43. February 3, 2012 1:17 pm

    იქნებ ზოგჯერ მეილიც შეამოწმო.. :(

  44. February 4, 2012 6:09 pm

    რა ნაძირა ბიჭების დრო წავიდა, ახალამოსული ჯეჯილივით ბიბინებენ :დ

  45. February 5, 2012 1:47 pm

    shen ratom evlebi tavs iset kacs,romelic shen tavad gkidia

    da sul ar gadardebs kacia tu usulo nivti??
    kacerbs goniat rom kvelaferi kargad gaqvs da tu miendobi.eseigi shen amaze camsvleli ikavi..ra problema unda gqondes..gikvars tu ra.magram aba tavad moeqeci uxeshad.kivilcivils ickeben.xoda..daikide ra,vinc ginda imas gulaxdilad unda daelapareako da utxra romachqarebs movlenebs. da a sh.

  46. February 7, 2012 8:54 am

    ანინა
    მშვენიერიწასაკითხიიყო,მაგრამსტილი შეგიცვლია.
    ეს არ არის ლუდთან და ჩიფსებთან წასაკითხი პოსტი
    რაც შეეხება პოსტს – ვერ აღვიქვამ მსგავს გოგოებს საყვარლებად. ვერანაირად. ისინი უბრალოდ რაღაცის შექმნას ცდილობენ ახლიდან,თავიანთი გამორჩეულობისთვისდა ბოლოს იმაზე წუწუნისთვის, რომნაძირალა შეხვდათ.. ეს არარის საყვარლობა.

  47. pikasos mewyvile permalink
    February 8, 2012 1:34 am

    “სექსი რა თქმა უნდა, ექნებათ. ძალიან საოცარი სექსიც არა. აი, ისეთი, გოგო რომ მინეტს აკეთებს და ბიჭი რომ არ აკეთებს კუნილინგუსს.”
    “გოგონები ადგებიან და სწრაფად ჩაიცვამენ. ტუჩებში კოცნით დაემშვიდობებიან ნაძირლებს და წავლენ მეტრომდე ფეხით.”

    minetis shemdeg iqneba agar akocninos tuchebshi “nadzirlebma” ?

  48. ხოზე permalink
    February 8, 2012 1:02 pm

    მამრის მხრიდან ურთიერთობა მხოლოდ ვნებით თუ არის მოტივირებული აუცილებლად ნაძირალის სახელს იმსახურებს? იმის გამო არიან ნაძირალები, პირდაპირ რომ არ მიახლიან – “მე შენ მხოლოდ სექსისთვის მაინტერესებ”-ო?

  49. iazva permalink
    February 18, 2012 3:23 pm

    იმედია “საყვარელი გოგო” და “ნაძირალა” სარკაზმითაა დაწერილი

Trackbacks

  1. ნაძირლები « პაკ ჩალანიკი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 629 other followers