Skip to content

ძველი მეგობრის ბლოგი

January 22, 2012

რაც უფრო მეტ დროს უთმობ სხეულს, მით ნაკლებ დროს უთმობ სულს და პირიქით. მთელი ხელოვნებაც იმაშია, რომ როცა ვარჯიშობ, შტერი არ გახდე და როცა ბევრს კითხულობ, არ გასუქდე.

ჯერჯერობით მხოლოდ ის გამომდის, რომ საღამოობით, როცა ვწევარ და თითებით ნეკნებს ვითვლი, გავიხსენო ძველი და სასიამოვნო ამბები. აი, იმ დროინდელი, როცა  გაყინულ ქალაქში ვბოდიალობდი, ბევრს ვსვამდი და ღმერთს ვეჩხუბებოდი ხოლმე სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე.  ჩხუბი მინდოდა, თორემ ახლა რომ ვუკვირდები, ძალიან ადვილად შევთანხმდებოდით, რო რამე.

მაშინ, რა თქმა უნდა, მეგობრებიც მყავდა. ჩემნაირები. არაფხიზლები. მეტ-ნაკლებად განათლებულები  და უფულოები. მოგვწონდა ერთად დალევა.  ერთნაირი ჭიქებით ვსვამდით,  ერთსა და იმავე დროს გვტკივდებოდა თავები და ერთნაირად ვითიშებოდით. მეორე დღეს კი  ჩვენ-ჩვენს პახმელიებზე ვიყავით, რომლებიც საერთო მოგონებებით იყო სავსე.

მერე ისე მოხდა, რომ მომბეზრდა, ანდა ფულის შოვნა დავიწყე. რომელიმე მიზეზი აქედან. მოკლედ, პეიზაჟიდან გავქრი.  ისინი კი  ისევ იქ დარჩნენ, არყებითა და მაუნთინ დიუებით ხელში, მოწყენილები და თავატკიებულები. იმას არ ვამბობ, რომ არ განვითარებულან, ან რამე მსგავსი. ახლა ფულიც აქვთ და სახლებიც, სადაც ი***აურებენ, უბრალოდ, მე მათ ვეღარ ვხვდები ხოლმე. მათგან განსხვავებით, ჩემი მარშრუტი დასაზღვრული გახდა.

დღეს ერთი  ძველი მეგობრის ბლოგს გადავაწყდი და გაოცებულმა აღმოვაჩინე, რომ ადამიანები ისევ წერენ ლექსებს. წერენ სამყაროსთან ინდივიდის კონფლიქტზე, დაუკმაყოფილებელ ეგოებზე და დაუკმაყოფილებელ გოგოებზეც, მოკლედ, ბევრ რამეზე წერენ. მე კიდევ რაც დრო გადის, უფრო მიმყარდება ის აზრი, რომ პოეზია ძალიან ძველმოდური რამეა. იმდენად ძველმოდური, რომ უხერხულიც კია, სამგანზომილებიან ფილმებთან  და ელექტრონულ რიდერებთან ერთად არსებობდეს სამყაროში. თან ხშირად საერთოდ  მავიწყდება მისი არსებობა. მახსოვს კომუნალური გადასახადები, მახსოვს რამდენი კალორია იწვება სარბენ ბილიკზე 15 წუთში, მაგრამ პოლ ცელანის ვერც ერთი ლექსის სათაურს ვერ ვიხსენებ. არადა, ერთ დროს ძალიან მიყვარდა.

ისე, ხანდახან კარგი ყოფილა ძველი მეგობრის ბლოგის კითხვა. შესაძლოა,  უცებ გული  მოგეწუროს და  მიხვდე, როგორ გენატრება ყველაფერი, რაც უკვე მოხდა.

ტკბილი ძილი მე.
05:37

22 Comments leave one →
  1. January 22, 2012 2:54 am

    “მერე ისე მოხდა, რომ მომბეზრდა, ანდა ფულის შოვნა დავიწყე. რომელიმე მიზეზი აქედან. ”
    მე მგონი უფრო მეორე. მე ასე ვფიქრობ.

    პოეზიაზე გეთანხმები. არასოდეს მიზიდავდა. თუმცა ზუსტადაც, რომ პოლ ცელანის წიგნმა მიმიზიდა 2008 წელს და ვიყიდე. ჯერ არ გადამიშლია.

    ტკბილი ძილი ნინაჩკას.

  2. January 22, 2012 7:19 am

    aninas, romelic fitnes klubebs areklamebs es anina mirCevia, calsaxad.

    • January 22, 2012 9:10 am

      ერთმანეთს მაინცდამაინც არ გამორიცხავს :)

  3. villie permalink
    January 22, 2012 7:46 am

    მომენატრე,მომენატრე

  4. January 22, 2012 8:10 am

    au poezia xo yleobaa da ai simghera rom teqstis gamo evasebaT xolme eg ra movlenaa?

  5. January 22, 2012 12:01 pm

    არ მიყვარს პოეზია :/

  6. January 22, 2012 4:15 pm

    :) )

  7. January 22, 2012 4:16 pm

    Cool !!! :) )

  8. January 22, 2012 5:16 pm

    პოეზიის შესახებ აბსოლუტურად გეთანხმები.

  9. Ana permalink
    January 22, 2012 5:17 pm

    შეიცვალე თუ განვითარდი არ ვიცი მაგრამ ძველი ანინა უფრო მომწონდა. ბევრად კარგი იყო. კარგი, განსხვავებული. 134654354 ფიტნეს გოგოა დღეს. ”ნამდვილი ანინა” ერთი იყო :(

    • January 22, 2012 5:57 pm

      ნუ უდგებით ასე სერიოზულად ყველაფერს. იგივე გოგო ვარ, უბრალოდ სხვა პროექტსაც ვაკეთებ. :) ) აუცილებელია, ფსიქოტროპულ აბებზე ვიჯდე, რომ ,,ძველი ანინა” ვიყო? :) )

      ანინა :)

      • Ana permalink
        January 22, 2012 6:14 pm

        ფსიქოტროპული აბები არ არის აუცილებელი, მაგრამ… ისე აღარ წერ რა. მაპატიე თუ ვცდები და იმედი მაქვს, რომ ვცდები. მე გული მწყდება ყოველ შემთხვევაში. მოკლედ არ ვიცი როგორ გითხრა…

      • January 22, 2012 7:09 pm

        სთივენ ქინგის “მიზერი” წაკითხული გაქვს, ანინა? :)
        ფრთხილად იარე ქუჩაში.

      • January 22, 2012 9:09 pm

        წაკითხული მაქვს და ძალიან მაშინებს ეგ პერსპექტივა :დ

  10. January 22, 2012 5:53 pm

    რაღაც ნამეტნავად მწუხრის პოსტია.

  11. January 22, 2012 6:24 pm

    ვინმემ უნდა გითხრას, რომ ასეთიც კარგი ხარ და წონის დაკლებას დიდი მნიშვნელობა არა აქვს. ალბათ გითხრეს კიდეც.

  12. usefhoks permalink
    January 22, 2012 8:05 pm

    პოეზიის შესახებ არ გეთანხმები. თუ პოეზია საშუალებაა express yourself, და ზუსტადაც ეგაა, რატომ არ უნდა არსებობდეს.

    ” მე კიდევ რაც დრო გადის, უფრო მიმყარდება ის აზრი, რომ პოეზია ძალიან ძველმოდური რამეა. იმდენად ძველმოდური, რომ უხერხულიც კია, სამგანზომილებიან ფილმებთან და ელექტრონულ რიდერებთან ერთად არსებობდეს სამყაროში.” – ჰმმ I’m old-fashioned girl. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი იმ ყველაფრის გარეშე რაც ჩამოთვალე სადმე ტბის პირას მშვიდად ბევრ წიგნთან და ლუდთან ერთად. : )

  13. January 27, 2012 7:30 am

    წარმატებით შეიძლება ითქვას იგივე პროზაზეც, რომ ძველმოდური რამ არის და ზოგადად, ლიტერატურაზე. რა აზრი აქვს ამ აჩქარებულ დროში, როცა წინა თვის სიახლე მომდევნო თვეში უკვე ძველია, იჯდეს ტიპი და წერდეს ვრცელ ტექსტებს იმ ამბებზე და განცდებზე, რომლებიც ნაწარმოების გამოქვეყნების პერიოდისთვის არამოდური და უინტერესო იქნება? ან განა სცალიათ ადამიანებს იმისთვის, რომ იკითხონ ვიღაცის ნააზრევი და შეგონებანი ცხოვრებისეულ საკითხებზე? ძალიან უხერხულია სამგანზომილებიანი ფილმების და ელექტრონულ რიდერების გვერდით ეს ყველაფერი :)

  14. January 28, 2012 5:14 pm

    არასდროს მიყვარდა ლექსები…

  15. February 2, 2012 8:38 am

    პოეზიის 55 სახეობა არსებობს და ესე განზოგადება, რომ საერთოდ ყველანაირი პოეზია ძველმოდურია, ცოტა არასწორედ მეჩვენება. ჩემი აზრით პოეზიაში, როგორც საქმიანობის ნებისმიერ დარგში “up to date” ყოფნა ძაან მნიშვნელოვანია. აი მე მაგალითად “contempo” ყარაჩოღელებზე გული მერევა და ის პოეტები რომლებიც წლების წინ აღმაფრთოვანებდნენ ახლა ეგ რომანტიკა მეპაპსავება, მაგრამ ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ საეროდ პოეზიაზე გული მერევა ან მეპაპსავება?
    ეს ლიმერიკი კი მაგალითისთვის : )

    ****
    Don’t try to fix
    My desktop mix,
    My papers set
    Is well as yet,
    I love my dust,
    Don’t touch my past,
    Don’t try to get
    My box of bricks.

    S.M.

  16. February 2, 2012 12:15 pm

    შენს პოეზიისადმი დამოკიდებულებას არ ვეთანხმები, პოეზია ყველა ადამიანის ქვეცნობიერშია და გარკვეულ დონეზე მაინც, ყველას გააჩნია კარგი დამოკიდებულება. თუმცა არისპოეზიის სახეობები რომელზეც მე პირადად ძალიან მეშლება ნერვები.

  17. vinFroyd permalink
    February 24, 2012 11:26 pm

    ერთ წელში ძალიან გაზრდილხარ! სწორი გზით მიდიხარ და მომწონს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 629 other followers