Skip to content

დედამიწის უკანასკნელი ზამთარი

December 24, 2011

ეს არის საკონკურსო ნამუშევარი imho.ge-სთვის

პოსტი ეძღვნება დედამიწის უკანასკნელ ზამთარს, როცა არ უნდა დადგეს იგი 

რატომღაც მგონია, რომ დედამიწა უახლოეს ერთ წელიწადში  არ განადგურდება, თუმცა, თუ მაინც დაიწყო განადგურება, ალბათ, არც არავინ ააშენებს კოსმოსურ ხომალდებს კოსმოსში გასაქცევად. უფრო სავარაუდოა, რომ ყველანი წრეზე ვირბენთ და ვიყვირებთ მანამდე, სანამ გვექნება სარბენი წრე. მერე კონტინენტები გაიყოფა, ცათამბჯენები დაინგრევა, ვულკანები ამოიფრქვევა..  ძალიან რთული გახდება, რომ გული არ გვერეოდეს. რა სამწუხაროა, რომ გოგოები, რომლებმაც სიწმინდე ქმრებისთვის შემოინახეს, ქალიშვილებად მოკვდებიან.  არც ისაა მაინცდამაინც სასიამოვნო, რომ ჩვენი მშენებარე ბინები მანამდე დაინგრევა, სანამ აშენდება.

(აქვე გადახვევა:  ეიჩარის კითხვა გასაუბრებაზე  ( 2002 წელი ):
_ როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ?
_ მკვდარი)

მე რას გავაკეთებდი ამ დროს? საოჯახო ალბომს გადმოვიღებდი და დავათვალიერებდი ძველ შავ-თეთრ სურათებს.
მშვიდად. აუღელვებლად. არაადეკვატურად.

აი, მე, ლელა, ლევანი და მშობლები. ლელას ის ჯემპრი აცვია, რომელიც მე მეცვა პირველ კლასში. თუმცა ამ სურათში მხოლოდ თვეების ვარ. რა ძველი ჯემპრი  ყოფილა.

აი, მე და ლევანი სოფელში. სკოლის ეზოში. მე გაღუნული ფეხები მაქვს. ლევანი ძალიან სასიამოვნოდ  იღიმის.

ეს _მე და ლელა ყრუ გზაზე. სასაფლაოს წინ.  აღდგომაა.  ეს სასაფლაო უკვე განადგურებული უნდა იყოს. თუ ნიუ-იორკი დაინგრა, ალბათ, ვერც ლაგოდეხი გადარჩებოდა.

ეს მე ვარ ცხენზე. 5 წლის. კარგად მახსოვს, ჩემს შარვალს დიდხანს არ გასცილებია ცხენის სუნი.

და ეს მე პირველი კლასის ზეიმზე. ფეხები ცოტა გამსწორებია. თეთრი კაბა მაცვია.

სხვა რა უნდა ვაკეთო?
ევროებს ხომ არ გადავცვლი ეროვნულ ვალუტაში ან ბრაუზერის ისტორიას ხომ არ წავშლი. უბრალოდ, კიდევ ერთხელ გადავამოწმებ, ხომ კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ რამდენიმე საათში ყველაფერი დასრულდება. ყველაფერი, რაც ფოტოებზეა გამოსახული და ყველაფერი, რაც მომავალ ფოტოებზე უნდა გამოსახულიყო. ესაა და ეს.

Brace yourselves! World’s last winter is coming : ]

12 Comments leave one →
  1. December 24, 2011 12:20 am

    I’m lovin’ it <3

  2. chikius permalink
    December 24, 2011 12:42 am

    and only first hobbit movie :(

  3. December 24, 2011 7:10 am

    ძალიან… სამყაროს დამასრულებლად ჟღერს ეს პოსტი.

  4. ninia permalink
    December 24, 2011 3:38 pm

    მე მინდა, ძალიან მინდა, შენ ყოველ დღე წერო :)

  5. December 24, 2011 6:38 pm

    იდეაში ყველასთვის დასრულდება.
    ზოგისთვის 2012-ში, ზოგისთვის 2032-ში.
    who knows :)

    პოსტი კი ძალიან კარგია, როგორც ყოველთვის.

  6. Mr.VaXXL permalink
    December 24, 2011 8:49 pm

    daikidet….tbilisshi zamtar mainc ar icis

  7. December 24, 2011 10:09 pm

    ძალიან მომეწონა :)

  8. December 25, 2011 12:14 pm

    რა “ფეხებზე მკიდია” პოსტია :) მიუხედავად იმისა რომ არ მჯერა სამყაროს აღსასრულის და ა.შ მაინც მგონია რომ მეც ასე მოვიქცეოდი :დ

  9. December 28, 2011 4:30 pm

    cota xshir-xshirad cere xolme ra gtxoooov <3<3<3

  10. Sophie permalink
    January 2, 2012 7:39 pm

    dzalian LIKE! <3

  11. January 3, 2012 9:19 am

    რა სასიამოვნო პოსტია :)
    თუ დედამიწას განადგურება ემუქრება, იმედი მაქვს, ეს მოულოდნელად მოხდება. თუკი მაინც წინასწარ იქნება ცნობილი აღსასრულის ჟამი, მაშინ მეც სწორედ ასე მინდა შევხვდე მას. გმადლობ იდეისთვის :)

Trackbacks

  1. 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 629 other followers