Skip to content

ჩანაწერები

November 24, 2011

** რაც რეგულარულად დავიწყე ვარჯიში, მივხვდი, რატომ არიან სპორტსმენები შტერები. ვარჯიშის დროს ფიქრი თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ ითვლი და მოძრაობ, ან უბრალოდ მოძრაობ. ვარჯიშის დროს ვერაფრით დაფიქრდები იმაზე, რომ სამყარო უზარმაზარია და შენ _ ძალიან პატარა.

ამიტომაც ვარჯიშის დროს ყველა თვითკმაყოფილია. ოფლიანი და თვითკმაყოფილი.

 

** არ მომწონს სტატუსები, ფრაზები და ხუმრობები, რომელთა მთავარი ხაზიც ისაა, რომ ჩვენს დასაბადებლად უამრავი ფაქტორის დამთხვევა იყო საჭირო.. რასაც მოჰყვება ამბავი სპერმატოზოიდებზე და კვერცხუჯრედზე. მგონი, არ ღირს ადამიანთა ეგოცენტრიზმის ამ აბსურდით გამოკვება. ჩვენი დაბადება არც ისე დიდი სასწაულია იმ სასწაულებთან შედარებით, რომლებსაც სამყარო გვთავაზობს ხოლმე. აი, მაგალითად, ის უფრო დიდი სასწაული არაა, რომ ატმოსფერო გვაქვს?  ატმოსფეროს გარეშე ყველა სასწაულებრივად განაყოფიერებული კვერცხუჯრედის არსებობა დაკარგავდა აზრს.

**


იმისთვის, რომ ნასას ასტრონავტი გახდეთ, საჭიროა:

ამერიკის მოქალაქეობა

წნევა 140/90

სრულყოფილი მხედველობა

ბაკალავრის ხარისხი ინჟინერიაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, მათემატიკაში ან პროგრამირებაში

უწონადობაში გატარებული 1000 საათი

თუ თქვენ ამ პირობებს აკმაყოფილებთ, მაგრამ ნასას  არ მოეწონეთ, მე მაინც მეყვარებით.

** ჩვენი სამყაროს მთავარი პრობლემა არც უსიყვარულობაა და არც გულწრფელობის ნაკლებობა. მთავარი პრობლემა არის მაუსზე მიყინული ხელი ზამთრის ცივ ღამეებში.

12 Comments leave one →
  1. skiron permalink
    November 25, 2011 12:14 am

    პრინციპში წნევა მგონი მასე მაქვს, ოდესღაც რომ გამიზომეს კოსმონავტისააო მითხრეს.
    მხედველობასაც არ ვუჩივი, კოლმეურნეობის მოედნიდან ბარათაშვილის ხიდზე ვარჩევ მარშრუტკის ნომერს.
    რომ მოვინდომო ბიოლოგიურს კი დავამთავრებ. ვისაც არ დაეზარა ყველამ ეგ დაამთავრა თსუ-ში.
    ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმოძრაობ და 1000 საათი უწონადობაში რა მოსატანია…
    ეს მოქალაქეობა სადღა ვიჩალიჩო… :(

    P.S. მე ფეხები მეყინება ხოლმე, კომპიუტერის მაგიდას რკინის ტიხარი აქვს და ზედ მიწყვია. ლეპტოპთან კიდევ კისერი მეღრიცება…

    • November 25, 2011 7:40 am

      Green Card-ზე შეგიძლია იჩალიჩო :) მითუმეტეს სხვა მონაცემები აშკარად გიწყობს ხელს, აი ეს წნევა რომ არა მეც ვიფიქრებდი :დ :დ :დ

  2. skiron permalink
    November 25, 2011 4:05 pm

    green card-ით არჩევნებზე არ გიშვებენ და კოსმოსში ვინ გაგიშვებს? :) თან მაგას იმდენი ჩალიჩი უნდა, წნევის პროპორიები დამერღვევა მანამდე. :)))

    • November 29, 2011 6:39 am

      :D :D :D მე კიდე ამის იმედით წნევის დარეგულირება დავიწყე

  3. November 26, 2011 5:58 pm

    ბლინ, მხედველობა არ მიწყობს ხელს, ამერიკის მოქალაქეობა და უწონადობაში გატარებული სტაჟი. :(

  4. booom permalink
    November 28, 2011 4:08 pm

    ანინა სულ გაფუჭდი

  5. November 30, 2011 7:51 pm

    რაღაცნაირად მიყვარხარ.
    ოღონდ მართლა.
    ეს ბლოგი მე მავსებს ხოლმე.
    მადლობა. :**

  6. December 3, 2011 12:44 pm

    ამ ილუსტრაციებს სად ჩითავ O.o

  7. December 5, 2011 7:59 am

    სწორედ მაგიტომ მიყვარს სპორტი. დილით ვარჯიში ნარკოტიკივითაა, მამშვიდებს და ენერგიას მმატებს.

  8. December 5, 2011 4:49 pm

    ვერ დაგეთანხმები პირველ ნაწილზე. ვარჯიში არის ზუსტად ის დრო, როცა ყველაფრისგან თავისუფალი ვარ, ჩემი თავი მხოლოდ მე მეკუთვნის და რასაც სამსახურში, სხვა საქმეების კეთების დროს ვერ ვასწრებ რომ ვიფიქრო,გადავწყვიტო,დავგეგმო, ვარჯიშის დროს ვახერხებ.ვარჯიშსაც გააჩნია რა თქმა უნდა.

  9. December 8, 2011 12:15 pm

    ჩემთვის პირიქითაა ზუსტად ვარჯიშის დროს ვაზროვნებდი ყველაზე კარგად..და მეხსიერებაც ბევრად უკეტესი მქონდა:დ ეჰ მაინც რა არის ახალგაზრდობა

  10. ნაცი permalink
    December 15, 2011 1:11 pm

    ** რაც რეგულარულად დავიწყე ვარჯიში, მივხვდი, რატომ არიან სპორტსმენები შტერები. ვარჯიშის დროს ფიქრი თითქმის შეუძლებელია. მხოლოდ ითვლი და მოძრაობ, ან უბრალოდ მოძრაობ. ვარჯიშის დროს ვერაფრით დაფიქრდები იმაზე, რომ სამყარო უზარმაზარია და შენ _ ძალიან პატარა.—მართალია.. :) გეთანხმები.. თუმცა ეს მოდელებზეც ვრცელდება, არა?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,378 other followers

%d bloggers like this: