Skip to content

გოგონა დრაკონის ტატუთი

November 11, 2011

                                                                                         ეს არის საკონკურსო პოსტი 

დეტექტივები დიდად არ მიყვარს. არც სქელი წიგნები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” ერთიცაა და მეორეც, მე მაინც ძალიან მომეწონა.

უცნაურად კარგი წიგნია. ცოტათი ჯადოქრული. მე ჯადოქრულს ისეთ წიგნებს ვეძახი ხოლმე, თავს რომ არ განებებენ, სანამ ბოლომდე არ წაიკითხავ. ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” კი ძნელია, ამ კატეგორიას არ მიაკუთვნო. მის  გამო ორი კვირის განმავლობაში ავტობუსში ბილეთის აღება მავიწყდებოდა, ღამე_ დაძინება არ მინდოდა და დილით_ ლექციებზე მაგვიანდებოდა.

უნდა ვაღიარო, რომ ჯადოქრობის საიდუმლო წიგნის სიუჟეტში უფროა, ვიდრე მწერლის ენაში. სტიგ ლარსონი სადად წერს, სავსებით ჩვეულებრივად და მთავარ ფსონს აშკარად ამბავზე დებს.

სიუჟეტი ასეთია:

მიქაელ ბლუმკვისტი, ჟურნალისტი, რომელსაც სამხილების გაყალბებისთვის ციხე ემუქრება, უცნაურ შემოთავაზებას ღებულობს. მას მოხუცი ბიზნესმენი, ჰენრიკ ვანგერი ორმოცი წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიებას ავალებს. მიქაელმა უნდა გაარკვიოს, რა ბედი ეწია თექვსმეტი წლის ჰარიეტ ვანგერს, ჰენრიკის ძმის შვილიშვილს. სანაცვლოდ კი მას მოზრდილ თანხასა და  რეპუტაციის აღდგენას ჰპირდებიან. მიქაელი ჩადის კუნძულზე, საიდანაც გოგონა გაქრა და საქმის გამოძიებას იწყებს. ამის შემდეგ კი, მისთვისა და მკითხველისთვის მოულოდნელად, დავიწყებული და თითქოს დასრულებული ისტორია ისევ ცოცხლდება  და საიდუმლოს გამოაშკარავების პარალელურად, მკვლელიც აქტიურდება.

მწერალი კლასიკური დეტექტივის ერთ მთავარ წესს მიჰყვება. მკითხველს ეჭვმიტანილთა შეზღუდულ რაოდენობაში უწევს დამნაშავის ამოცნობა, მაგრამ პრინციპში,  ეს სულაც არ აადვილებს საქმეს. მე პირადად, მიქაელს ნამდვილად ვერ დავასწარი დამნაშავის ამოცნობა.

თავდაპირველად მეშინოდა, რომ 495 გვერდის განმავლობაში თუნდაც ყველაზე საინტერესო ამბის გამოძიების კითხვა ძალიან დამღლიდა, მაგრამ საბედნიეროდ, სტიგ ლარსონს ეს  არ გამორჩენია. მთავარი ხაზის პარალელურად სხვა მინი-სიუჟეტებიც ვითარდება.  მკითხველი მიქაელთან ერთად მხოლოდ ჰარიეტის ამბავს კი არა, უზარმაზარი შვედური კორპორაციის ფინანსური მაქინაციებსაც ააშკარავებს.

თუ არც ფინანსური დანაშაულები გაინტერესებთ და არც დაკარგულ გოგონაზე წუხხართ, წიგნი მაინც მოგეწონებათ ერთ-ერთი უჩვეულო გმირის, ლიზბეთ სალანდერის გამო. დიდი ხანია, ასეთ შთამბეჭდავ გოგონას წიგნის ფურცლებზე არ გადავყრივარ.  ლიზბეთი 24 წლის ჰაკერია, ბევრი ტატუთი და პირსინგით. ცოტა ასოციალური, ცოტა რთული და ძალიან ნიჭიერი. მისი ცხოვრება საინტერესოა, მისი პროფესიონალიზმი_ მომხიბვლელი. მოკლედ რომ ვთქვათ,  ლიზბეთი ძალიან ,,მაგარი” გოგოა; ზუსტად იცის, რა უნდა ცხოვრებაში და როგორ უნდა მიაღწიოს მიზანს. თუმცა სალანდერი ასეთი გამბედაობის მიუხედავად, გმირი სულაც არაა.  სალანდერიც ჩვეულებრივი გოგოა და  მისი ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ,  პირველ რიგში, შურისძიებაა წარსულის ტრავმების გამო. ეს გოგონა გარეგნობის გარდა, სხვა რამის გამოც მიიქცევს თქვენს ყურადღებას. მიქაელისა და ლიზბეთის ძალიან უცნაური სასიყვარულო ურთიერთობა წიგნის ,,ჯადოქრობის” ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

არ ვიცი, კიდევ რა უნდა ეწეროს ,,ღირსეულ” რეცენზიაში, მაგრამ იმედია, მთავარ აზრს მიმიხვდით. თუ კარგი საკითხავის აღმოჩენა გინდათ, ,,გოგონა დრაკონის ტატუთი” ნამდვილად არ გაგიცრუებთ იმედს. თანაც, ეს წიგნი ტრილოგიის მხოლოდ დასაწყისია და თუ კრიტიკოსებს დავუჯერებთ, შემდეგი ნაწილებიც ასეთივე შთამბეჭდავია.

პ.ს. წიგნის კითხვა რომ დავასრულე და ,,მოჯადოებამაც” გაიარა, ჩემს თავს ერთი კითხვა დავუსვი: ახლა რა ვაკეთო? პასუხის პოვნა არ გამჭირვებია.  ზუსტად ვიცი, რასაც გავაკეთებ. დევიდ ფინჩერის ეკრანიზაციას დაველოდები.  თქვენც იმავეს გირჩევთ : ]

14 Comments leave one →
  1. November 11, 2011 11:02 am

    ფილმი მომეწონა სხვათა შორის

  2. November 11, 2011 11:09 am

    მომეწონა : )

  3. November 11, 2011 2:36 pm

    ანინაა )) აღმოვაჩინე, თურმე როგორ მომნატრებია აქქ უცნობი პოსტის ხილვა… :D
    პოსტი მომეწონა ) წიგნსაც წავიკითხავ ალბათ.. როცა ხელში ჩამივარდება )

  4. November 11, 2011 3:05 pm

    აამმ 2 ადამიანმა მითხრა რომ ლიზბეთი მგავს :დდ
    ყვავამ და ანიმ (ჩემი მეგობარი)
    მე ნაგავი კი მაინც არ დავინტერესედი ამ წიგნით :დდ
    იმედია ვიშოვი და წავიკითავ :დ

  5. November 11, 2011 3:15 pm

    შემდეგ წიგნს დაელოდე,არანაკლებ საინტერესოა ლიზბეთის ისტორია.ფინჩერის ეკრანიზაციას კი მგონი უკვე მთელი სამყარო ელოდება,თუმცა შვედური ლიზბეთის და კალეს მერე არ მგონია ჰოლივუდის მსახიობები მომეწონონ.

  6. November 13, 2011 5:02 pm

    ამ პოსტმა უფრო მეტად მომანდომა ამ წიგნის წაკითხვა. აგერ მიდევს. ხოდა მურაკამის მოვრჩები და წავიკითხავ.

  7. მარიამი permalink
    November 14, 2011 6:54 am

    http://www.imdb.com/title/tt1132620/
    მე წიგნი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ფილმი ძალიან მომეწონა, მართალია 3 საათი გრძელდება მაგრამ ვერც შევამჩნიე ისეთი ჩამთრევი იყო, თუმცა შეიძლება Fincherის ეკრანიზაცია უკეთესი იყოს :)

  8. November 16, 2011 6:32 am

    მშვენიერი სტაიაა ლიქსსს :-)

    http://www.facebook.com/note.php?note_id=10150355123197633

  9. November 26, 2011 8:03 am

    დამაინტერესა, იმედია სადმე გადავეყრები მაგ წიგნს)))

  10. November 28, 2011 12:21 pm

    საყოველთაო ტატუიზმში შენც გაეხვიე?

  11. Nimpa permalink
    November 30, 2011 7:49 pm

    ყველა ამ წიგნზე რატომ წერს? თუმცა შენი პოსტი ყველაზე საინტერესოდ იკითხებოდა.

  12. December 2, 2011 8:45 pm

    საიდან გადმოცწერო ეს წიგნი?

  13. kudi permalink
    January 26, 2012 2:45 pm

    Shveduri variantebi aris zalian magari, amerikuli arc ise kargia, uazro holovuduri romantika apuchebs pilmis mtavar azrs da mughams, shveduri anxet 3 saeria da iq gagigebt nadil gogos drakonis tatuti.

Trackbacks

  1. 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 629 other followers