Skip to content

ალკოჰოლი

May 23, 2011

ამ ბოლო დროს, როცა დალევა ყველაზე მოსალოდნელია,  არ ვსვამ ხოლმე და კითხვაზე: გინდა დავლიოთ? სულ არას ვპასუხობ, რაც რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ მიუხედავად ჩემი მრავალი მცდელობისა, სასმელი ცხოვრებიდან გამეძევებინა, მაინც ალკო-გოგონად ჩამოვყალიბდი. ახლა კი უბრალოდ უარს ვამბობ. იმის წარმოდგენა მეზარება, რომ უნდა დავლიო.

ცოტა რომ გავაანალიზე ეს სიტუაცია, დავასკვენი: დალევა ორი მომენტისგან შედგება: საკუთრივ დალევა (ანუ ალკოჰოლის მიღება და მოქმედება) და დალევის პონტი (მეგობრები, სიცილი, ,,ტალკაჩის” გადაწოდება-გადმოწოდება, ერთმანეთის სახეებზე კაიფი. დათრობა, უფრო ხმამაღალი საუბრები, გულისრევაც კი აქ  შედის და შეიძლება ოდესმე კარგად გაგახსენდეს). ჰოდა, ეს მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მომენტი საერთოდ აღარ მომწონს, არადა ვგიჟდებოდი ხოლმე. მიუხედავად ამისა, ალკოჰოლზე, როგორც სითხეზე, რომელსაც პირში ისხამ_ მოთხოვნილებას ისევ ვგრძნობ.

ამ ცოტა ხნის წინ ,,ლიგამუსში” გადავფურცლე წიგნი, რომელსაც ერქვა ,,როგორ გავთავისუფლდეთ ალკოჰოლისგან”. ვფურცლავდი იმ შეგრძნებით, რომ ეს ამბავი მე საერთოდ არ მეხება, რომ ეს რჩევები და დარიგებები მძიმე ავადმყოფებისთვისაა, რომლებიც ამ წიგნს  წაუკითხავად გადაცვლიან სამედიცინო სპირტში..  მაგრამ მერე გონება გამინათდა: რა თქმა უნდა, ეს წიგნი ჩემთვისაცაა. თუ დარწმუნებული ვარ, რომ  სასმელი ფეხებზე მკიდია,  რატომ, რატომ ვკითხულობ ამ წიგნს?

ასე თუ ისე, ახლა ნაკლებ რამეს ვეკითხები ჩემს ორგანიზმს. უბრალოდ, მის ალღოს ვენდობი. თუ დალევის შემოთავაზებაზე მხოლოდ უსიამოვნო ემოცია მოდის, ესე იგი ასეც არის საჭირო და ,,არას” თქმა საერთოდ არ ტეხავს.

I’m proud to say NO!

პ.ს.

12 Comments leave one →
  1. May 24, 2011 1:57 am

    ერთ დროს ვსვამდი თითქმის ყოველდღე. ფული რომ არ გვქონდა, რაღაც საზიზღარ ჩამოსასხმელ არაყს ვყიდულობდით მე და ჩემი მეგობრები . გომზე ბევრად უარესი გემო ჰქონდა. ახლა უკვე აღარ მხიბლავს “დალევის პონტები”, თავისით გადამიარა ამ სიყვარულმა :დ არაყს არ გავკარებივარ ძალიან დიდი ხანი. ხანდახან ლუდს თუ დავლევ ერთი-ორ ჭიქას :)

    • May 24, 2011 1:58 am

      ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, სად გაქრა ის სიყვარული ან რატომ? :) ) შევიცვალე ვითომ? :დ

  2. May 24, 2011 6:49 am

    შენ მერე უნდა ნახო, სექსზე რომ უსიამოვნო იმპულსები წამოვა ორგანიზმიდან :) )

  3. May 24, 2011 11:27 am

    ზოგჯერ ვსვამ, მაგრამ საერთოდ არ ვსვამს დავაჭირე, ასეთი ადამიანი არ მეგულება უბრალოდ. ანუ “ისეთ სიტუაციებში” რომ ვარდები, ჰა 1 ჭიქა. ჩემით არასდროს.

  4. giorgi permalink
    May 24, 2011 6:24 pm

    me mteli gazafxuli shemodgoma zamtari ar vsvam magram ai mteli zafxuli “batumeli var” yoveldge vbuxaob gonebis dakargvamde :)

  5. nuka permalink
    May 24, 2011 6:53 pm

    წყლის გარეშე ვიცოცხლებ და ლუდის გარეშე მოვკვდები!

  6. May 24, 2011 10:49 pm

    აუ, ერთი პერიოდი გოგო მევასებოდა და აი ყოველ დღე ხომ ვაცილებდი სახლამდე და მერე იმის სახლიდან ჩემ სახლამდე მთელი გზა ლუდს ვსვავდი.. მერე მივხვდი რომ ხელოვნური ოპიატები დამღუპავდა და გადავეჩვიე როგორღაც. არადა ცოტაც და პეწენიკა ლოთიდან კაი შეკრულ ლოთად ვიქცეოდი. :(

  7. eva permalink
    May 25, 2011 7:10 pm

    xandaxan martla mgonia rom alkoholizmis sashisroebis cin vdgevar. ra vkna, ak evropashi kvela ise svams luds rogorc cyals. tan germanuli ludii…. kovel dge vsvam 1 an 2 lits… jandabas xan 3 litrsac… dges gaachnia, magram ubediureba is aris rom ludi ukve chemtan alkoholtan argar asocirdeba, shualedshi gvinos, martins an viskis mivirtmev…

    da ra unda vkna?

  8. May 25, 2011 7:42 pm

    ზოგჯერ მახასიათებს ხანგრძლივი დალევა, ყოველდღე გამუდმებით….. შეჩვევა იცის.. ბოლო დროს ვცდილობ ნაკლები დავლიო და უკვე დამუღამებული მაქვს, როდის უნდა ვთქვა “სტოპ” … კაია თუ შეგიძლია “არას” თქმა.. ბევრს არ შეუძლია :) )

  9. eva permalink
    May 26, 2011 11:15 pm

    ეს აქ რა მოსატანია ,მაგრამ ერთმა მითხრა დღეს

    მე ვარ ანინისტი, მაშასადამე მე ვარ ანანისტიო!

    ნეტა ვიცოდიე ასე როგორ აგიჟებ ამ ხალხს :)

  10. July 2, 2011 10:12 pm

    ვაიმე :( ალკოჰოლი… ნეტა ვისწავლო “არა”– ს თქმა :) )))

Trackbacks

  1. 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 629 other followers