Skip to content

როგორ ავიღოთ პასპორტი

May 18, 2011

რატომ დამჭირდა პასპორტი

გადაწყდა. აგვისტოში ლიტვაში მივდივარ 1 კვირით. აი, ასე, ერთ არაფრით გამორჩეულ დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ლიტვაში მაგზავნიან, რადგან ვარ ქართველი, ვარ მწერალი, ვარ ქალი და მოვხვდი ბედნიერ ხუთეულში. თრიფის  მიზანია, რომ იქაური მწერლები გამაცნონ და ჩემი მოთხრობა თარგმნონ.

მითხრეს, რომ ფული საჭირო არაა, უბრალოდ უნდა გავუგზავნო 1 მოთხრობა, რამდენიმე სურათი, ბიოგრაფია და.. საპასპორტო მონაცემები.

_ უპს. პასპორტი არ მაქვს_ ვუთხარი და ოდნავ შემეშინდა, რომ ამის გამო ვინმეთი ჩამანაცვლებდნენ.

_ სასწრაფოდ უნდა აიღოთ_ იყო პასუხი.

უნდა ავიღო და ავიღებ :]

პასპორტის ასაღებად მზადება თმის მოწესრიგებით დავიწყე. [მინდა, რომ კარგი სურათი მქონდეს პასპორტში]ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ჩემი წელამდე თმა ამ ცოტა ხნის წინ მხრებამდე შევიმოკლე და თავს ახლა უფრო ბედნიერად (და მსუბუქადაც) ვგრძნობ.

მერე წარბები გავიკეთე, რაც ძალიან-ძალიან უსიამოვნო პროცედურაა და მსუბუქი მაკიაჟიც მინდოდა, სანამ გავიგებდი, რომ 25 ლარი ღირს.

მერე სელფ-შოთი გადავიღე, რაც იმდენად ნარცისიზმით არ იყო გამოწვეული, რამდენადაც იმით, რომ დედაჩემს ჩემს ფოტოაპარატთან ურთიერთობა არ მოსწონს.

ახლა გამოვიყურები ასე და ვაპირებ წავიდე სამოქალაქო რეესტრის უახლოეს სააგენტოში, რომელიც მდებარეობს ქ. წამებულის 65-ში, მე კი ქ. წამებულის 10-ში ვცხოვრობ. (  პროცედურის შესახებ ინფორმაცია ნახეთ აქ )_

თან მიმაქვს პირადობის მოწმობა და 100 ლარი. როგორც მითხრეს, დანარჩენი საბუთები ადგილზევე უნდა მოვიპოვო.
აფდეითები, რა თქმა უნდა, იქნება : ]

update: 104 ლარი უნდა წამეღო.

3 ლარი სურათის გადაღებისთვისაა საჭირო. 1ლარიც ბანკის მომსახურებისაა. სამოქალაქო რეესტრის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ძალიან სასიამოვნო თანამშრომლები ჰყავთ. ეგრევე მომცეს მიმართულება და ღიმილიც არ დავიწყებიათ. თავდაპირველად  ფოტოსურათის გადამღებ აპარატთან მივედი, თვალი გავუსწორე და გა-ვი-ღი-მე. მერე 3 ლარი ჩავყარე და ძალიან მალე სურათი ავიღე. სურათითა და პირადობის მოწმობით ხელში სხვა ფანჯარასთან გადავინაცვლე, სადაც 101 ლარი გადამახდევინეს და ფურცელი მომცეს, რომელზეც ხელი მოვაწერე. ბოლოს კი მესამე პუნქტში გამაგზავნეს, სადაც ხალისიანი ბიჭი დამხვდა, რომელმაც რაღაც ხელსაწყოზე ელექტრონული ხელისმოწერა დამატოვებინა, ანაბეჭდები ამიღო და მომცა ფურცელი, რომლითაც 10 სამუშაო დღეში მომცემენ პასპორტს.

და ამან წაიღო სულ 10 წუთი

ჰოდა, ახლა აღფრთოვანებული ვარ და არ მჯერა, რომ ეს ამბავი მოვაგვარე. ველ დან, მთავრობა : ]

25 Comments leave one →
  1. May 18, 2011 8:57 am

    კაი, რომ მიხვალ, აღმოაჩენ, რომ ეგ შენი ლამაზი თმა უნდა გადაიწიო და ყურები გამოაჩინო და ბიომეტრიული ფოტო უნდა გადაიღო, რომელშიც შეიძლება ყურებიც მოგეჭრას :D ჰოდა, მერე ველოდები აფდეითს :D

    • May 18, 2011 8:58 am

      ჰო, და რაც მთავარია, გილოცავ, ეს ერთი და სხვა მრავალი ;)

  2. May 18, 2011 9:00 am

    წინა პოსტი axe-ზე ვერ წავიკითხე პაროლი მომთხოვა :( არადა მაინტერესებდა :(

  3. May 18, 2011 9:19 am

    გილოცავ, კარგია გამიხარდა კიდევ ერთი ბლოგერის წარმატება:)

  4. May 18, 2011 9:22 am

    გილოცავ ანინა, წარმატებები. მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდა ხარ და იმსახურებ წარმატებებს

  5. May 18, 2011 10:18 am

    კარგი ამბავია. ბევრი გქონოდეს ასეთი და უკეთესები ;)

  6. May 18, 2011 10:50 am

    104 ლარი დაგჭირდება და გედოს ის 4 ლარიც ^_^

  7. May 18, 2011 11:26 am

    გილოცავ ანინა. წარმატებებს გისურვებ

    პ.ს. რეესტრში რომ მიხვალ აღმოაჩენ, რომ სურათში გაღიმებაც კი არ შეგიძლია :)

  8. eva permalink
    May 18, 2011 11:50 am

    ანინ , გინდა გნახო? არც ისე შორს იქნები როცა ჩამოხვალ . :)

  9. May 18, 2011 12:32 pm

    წარმატებები ^_^

  10. May 18, 2011 2:11 pm

    წარმატებები. გიხდება ახალი ვარცხნილობა :) თმის შემოკლებაზე მეც ვფიქრობ, თუმცა, ჯერ არ გადამიწყვეტია. თან მომწონს გრძელი თმა, თან მოკლე თმით მონიჭბული სიმსუბუქის შეგრძნება მომენატრა :დ

  11. May 18, 2011 5:18 pm

    გილოცააავ, მაგარია :) რაც შეეხება პასპორტს, პირადად მე ფოტო მძლივს გადავიღე, საკმაოდ უხერხული პროცედურაა და სულ მეცინებოდა, რამდენიმე ცდის შემდეგ გამომივიდა მხოლოდ :D

  12. May 18, 2011 9:57 pm

    ვაჰ, დროული პოსტი იყო ჩემთვის, პასტორტთან დაკავშირებით.

  13. eva permalink
    May 18, 2011 11:15 pm

    ui , ase gaadzvires? me 2 wlis ukan avige zustad da 40 laramde damijda …

  14. May 18, 2011 11:59 pm

    ყველაზე გემრიელი მომენტი 3 წლის წინ ჩემი სახლში ყოფნისას იყო მიღებული sms: “თქვენი პასპორტი მზადაა. შეგიძლიათ მობრძანდეთ ამა და ამ საათებში”.
    ისე ვიამაყე პროგრესით. :D

    მაგრამ აშკარად გაუძვირებიათ, მე ნაკლები გადავიხადე, როგორც მახსოვს.

    • May 19, 2011 8:15 am

      ბიომეტრიულ პასპორტებს გასცემენ ახლა და იმიტომ :)

  15. May 19, 2011 6:14 am

    სად შეიძლება შენი მოთხრობების წაკითხვა ?

  16. May 19, 2011 7:11 am

    Bravo! Respect! We are proud for you!

  17. mzime) permalink
    May 19, 2011 8:57 am

    დავიჯერო რიგი არ იყო? :ურწმუნო თომა:

  18. May 19, 2011 4:10 pm

    რასაც რეესტრები “სერვის +”-ზე მუშაობენ… კარგი ბიჭები და გოგოები არიან – არ გაგიღიმონ… :)

  19. eva permalink
    May 19, 2011 5:32 pm

    dzalian rbili da nazi kani gaqvs! :* love u ….momenatrsavit..

    modi ra, rom chamoxval gnaxav ok?

  20. May 21, 2011 1:32 pm

    ანინა
    აქვე დავამატებ, რომ შენი პასპორტი უკვე გადავაგზევნეთ დასაბეჭდად და გელით 1-ში :) ))
    მეგონა წამებულზე მიხვიდოდი..

  21. Gia Rcheulishvili permalink
    June 4, 2011 3:06 pm

    გუშინ აღმოვაჩინე შენი სტატიები ტაბულაზე, შემდეგ ბლოგის გვერდი ფეისბუქზე და ბოლოს – ბლოგი. თითქმის ყველაფერი წავიკითხე და დილას დედაჩემს ვკითხე – დე, აარჩიე ხუთივე მწერალი ლიტვაში წასასვლელად? დედამ მიპასუხა, კიო და თითქოს გული დამწყდა, რომ შენი კანდიდატურა ვერ შევთავაზე. თურმე, სადა ხარ!?!?!? :D ჩათვალე, რომ ორჯერ გაგიმართლა, რადგან შენთვის, რომ არ დაერეკათ გასულ დღეებში, დღეს ან ხვალ აუცილებლად დაგირეკავდნენ! :)

Trackbacks

  1. 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 629 other followers