Skip to content

ცოლიანი კაცი

May 15, 2011

მგონი, რაც 15 წლის გავხდი, დედაჩემი იმის მერე მეუბნება, რომ ცოლიან კაცებს უნდა ვერიდო. ჩემი და ამბობს, რომ შემიძლია, არც ვერიდო, მაგრამ სერიოზულს არაფერს უნდა ველოდო. დარწმუნებული ვარ, დაქალები რომ მყავდნენ, ისინიც მეტყოდნენ, რომ კაცს ჯერ ხელზე უნდა შეხედო და მერე სახეზე.

მაგრამ მე მაინც არ მესმის, რა სჭირთ ასეთი საშინელი ცოლიან კაცებს და რატომ უნდა ვერიდო მე მათ და არა ვთქვათ, ისინი მე?

რატომაა ამორალური ფლირტზე ფლირტით უპასუხო ცოლიან კაცს? ან მე რატომ უნდა ვიფიქრო მის მცირეწლოვან შვილებსა და სუსტგულიან ცოლზე? არ ჯობია, ცოლმა იფიქროს ჩემზე და ჩემნაირებზე  და უფრო მიმზიდველი, სექსუალური, მზრუნველი და საინტერესო გახდეს ქმრისათვის?

: ]

57 Comments leave one →
  1. tornike orbeladze permalink
    May 15, 2011 9:16 pm

    vafaseb shens gulcrfelobas

  2. May 15, 2011 9:18 pm

    რათქმაუნდა. კონკურენცია აუმჯობესებს ხარისხს და ცოლიანი კაცი ყოველთვის მოგებული რჩება.

  3. May 15, 2011 9:30 pm

    არა, არ ჯობია. იმიტომ, რომ ოდესმე შენც (ალბათ) გახდები ცოლი და თუ ა პრიორი აიღებ იმას, რომ ქმარი იქნება მუდმივ ძიებაში და შენ მუდმივად კონკურენციაში იქნები 3 მლრდ ქალთან, ამაზე თუ სულ საფიქრი გექნა, მასეთი ურთიერთობის დედა ვატირე :) ოდესმე ყოველთვის გამოჩნდება შენზე უკეთესი. ამიტომ, უნდა ეცადო არ გააკეთო ის, რაც არ გინდა რომ გაგიკეთოს სხვამ, თუ არ გაგიჟდი, გადაირიე და შეგიყვარდა და შეუყვარდი. “ძიშოვი” ფლირტაობის დროს კი, დღეში რომ ათობითაა, არა მგონია ყველა უყვარდებოდეს ადამიანს :)

    თუმცა, ცოლი, რასაკვირველია ყოველთვის უნდა ეცადოს იყოს სასურველი/საყვარლი ქმრისთვის და ანალოგიურად ქმარი.

    • May 15, 2011 9:36 pm

      ნუ, დასაწყისისთვის ვიტყოდი, რომ ყველაზე გიჟური სიყვარულიც კი ფლირტით იწყება. ასე რომ, დასაწყისში არასდროს იცი, რა გელის ბოლოს.
      რაც შეეხება მეორე საკითხს. ტეხავს, თუ მხოლოდ სხვა ქალების კეთილსინდისიერებაზე ხარ დამოკიდებული და იმაზე, რომ როცა შენი ქმარი მათ ფლირტს გაუბამს, მათ ქალური სოლიდარობა გაახსენდებათ.
      რა თქმა უნდა, უკეთესი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის, რაც ქმარს ამაზე ფიქრის საშუალებას არ უნდა აძლევდეს, სიყვარულია.
      თუ ქმარი მაინც ეძებს უკეთესს, რა ,,უკეთესის” ბრალია. ესე იგი, სიყვარული გამქრალა : ]

      • May 15, 2011 9:41 pm

        ქმარს გააჩნია.

        არსებობენ ბუნებით “ოდნოლიუბი” ადამიანები, მასეთებს რომ სხვაგან გააქცევ, ის მართლა ცოლის ბრალია :D

  4. May 15, 2011 9:45 pm

    “ჯობია, ცოლმა იფიქროს ჩემზე და ჩემნაირებზე და უფრო მიმზიდველი, სექსუალური, მზრუნველი და საინტერესო გახდეს ქმრისათვის?” – მკვლელი აზრია! უფრო მომწონს ეს გოგო. ერთი რისკფაქტორი ისაა, რომ “კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა..”

  5. eva permalink
    May 15, 2011 10:01 pm

    uf, rac tavi maxsovs, mgoni mec 15 clidan, coliani kacis gverdit var da tavs mshvenivrad vgrdznob. mec , chemi kacic da misi colic!

    • May 16, 2011 11:08 am

      სულგრძელობის და სოლიდარობის ზეიმია :)

    • 10,000 სოფლელი permalink
      May 16, 2011 4:54 pm

      misery wants loves company

  6. May 15, 2011 10:20 pm

    “რატომაა ამორალური ფლირტზე ფლირტით უპასუხო ცოლიან კაცს? ან მე რატომ უნდა ვიფიქრო მის მცირეწლოვან შვილებსა და სუსტგულიან ცოლზე? არ ჯობია, ცოლმა იფიქროს ჩემზე და ჩემნაირებზე და უფრო მიმზიდველი, სექსუალური, მზრუნველი და საინტერესო გახდეს ქმრისათვის?”

    ერთი მხრივ მიდგომა სწორია, აშკარაა მოწოდება ქართველი ცოლბისთვის, რომ ისინი უფრო ყუადღებიანები იყვნენ და თავსაც მოუარონ. . . მშვენიერია ასეც უნდა იყოს, მაგრამ აი მოეორე მხრივ აქ ისევ ქალები იჭყლიტებით. . .))) კაცი არაფერს კარგავს, შეინარჩუნებს სექსუალობას მისი ცოლი დარჩება მასთან, ვერ შეინარჩუნებს და კაციც დაიკიდბს ამ უკანასკნელს, დაიობრუნებს ცოლი სექსუალოურობას და ქმარი ახლა საყვარელს იკიდებს. . )))))) ამიტომ როდესაც ქალი ხედავს, რომ მეუღლეში ვეღარ აღძრავს ძველ გრძნობებს, ჩალიჩი კი არ უნდა დაიწყოს, რომ რამენაირად შეინარჩუნოს, არამედ დაიკიდოს და თავად უღალატოს პირველმა. . .)))))))

  7. May 15, 2011 11:20 pm

    კი ნამდვილად სჯობს რომ მათ იფიქრონ, და გერიდონ ასე რომ ცოლიანი კაცი რომ გამოჩნდება მის ცოლზე გადი და უთარი რომ უფრო სექსუალური გახდეს : )

  8. მაია ასათიანი permalink
    May 16, 2011 12:42 am

    ძალიან მომწონს შენი ეს პოსტი, აუცილებლად მოგიწვევ შემდეგ გადაცემაში :) ))

    • May 16, 2011 4:34 am

      :D კარგია მაია ხარ ვითომ? :დ

    • ანი permalink
      May 16, 2011 6:49 am

      არიქა, ანინა, ბედი გაგეხსნა :დ catch the moment :d

  9. May 16, 2011 6:33 am

    -ცოლიანზე,რომ უთქვამთ “ლამაზია”-ო,მომკალით და ვერ აღვიქვამდი საერთოდ…
    ასე ვიყავი და ასე დავრჩი ბოლომდე,ჩემთვის მუდამ ტაბუ ედო ცოლიან კაცს!

  10. ანი permalink
    May 16, 2011 6:39 am

    დედაშენი ცდება – არ უნდა ერიდო. არც ამორალურია(შენ თუ ასე არ თვლი სხვა ვერ დაგიდგენს ნორმებს).
    შენი დაც ცდება – თუ ვინმესგან რამეს უნდა ელოდო პირველ რიგში ცოლიანი კაცებისგან. ყველაზე მეტად ისინი არიან მზად ახალი ურთიერთობებისთვის და თავდადებისთვის. მხოლოდ მუტრუკებს ჭირდებათ მეორე ქალი იმისთვის რომ “კაცს საყვარელი უნდა ყავდეს”, დანარჩენი, შედარებით ნორმალური ტიპები, რომლებთანაც შენ შეიძლება მოგიწიოს გადაკვეთა, ეძებენ სითბოს და ყურადღებას, რომელიც აკლიათ, ან ახალი ურთიერთობებს, იმიტომ რომ ძველი მობეზრდათ, ან ობიექტს, რომლის საშუალებითაც აიმაღლებენ თვითშეფასებას.

    იდეალური მდგომარეობა სტანდარტულ ოჯახებში დიდი იშვიათობაა, ასეც რომ იყოს, ერთი და იგივე ხორცი ყველას ბეზრდება, კაცსაც და ქალსაც. უბრალოდ კაცები უფრო ხშრად აძლევენ თავს უფლებას, რომ ეს აღიარონ. ყველა იწყებს ფიქრს იმაზე, რომ მათი ცხოვრება მოსაწყენია და კიდევ უფრო მოსაწყენი გახდება მუდმივად ერთი პარტნიორის პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ ცოლი/ქმარი მათ მოთხოვნებს(ინტელექტს, გარეგნობას, ხასიათს და ა.შ, თვისებებს ვგულისხმობ) სრულად აკმაყოფილებს.

    მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ მე თითქმის არასდროს არ ვთვლი თავს ვალდებულად მესამე პირებთან, ცოლთან, შვილთან და გარე ბიძაშვილებთან(როგორ გავრითმე? :დ).

    ასე რომ Go Ahead :D

    • May 16, 2011 10:27 am

      ვერ დაგეთანხმებით,
      ცოლი და ქმარი და ოჯახი სამსახური არაა, თან მუშაობდე და თან ახალ, უკეთეს ვაკანსიას ეძებდე.

      ოჯახი მაშინ უნდა შექმნა, როცა მზად ხარ და იმ წუთას მაინც გჯერა, რომ პირველივე შანსის შემთხვევაში არ გამოცვლი მეუღლეს. ამისთვის ოჯახამდელი ურთიერთობები არსებობს. მოწყენა/მობეზრება/შეჩვეულხორცზეარადგომა და ა.შ. გამო გარეთ წანწალი ნორმალური ადამიანისთვის გამონაკლისია და არა ნორმა.

      დამრწუნებული ვარ, ეს პოლიტიკა და მრწამსი სტატუსის (მესამე პირიდან ახალ ცოლამდე) შეცვლისთანავე შეიცვლება და ასეთი ვითომ ლიბერალური მიდგომის მქონე ადამიანების 99% თმით ითრევს პირველივე ქალს, რომელიც მის ქმარს დაეჩალიჩება და სულაც არ შეეგუება იმ ფაქტს, რომ ცხოვრება მოსაწყენი გახდა. არადა, დიდი შანსია რომ ამ ტიპს ახალი ცოლიც ისევე მალე მობეზრდეს, როგორც წინა. აი ესაა პრობლემა და არა სხვა ქალის (ახლანდელი ცოლის) მიმართ სოლიდარობა, თანაგრძნობა და ვალდებულება.

      <>

      თვითშეფასების ასამაღლებელი ობიექტის როლში ყოფნაც ვერ უნდა იყოს მთლად სასიამოვნო.

      • ანი permalink
        May 17, 2011 6:07 am

        ეკა, ჩემი სტატუსია “ცოლი” :დ

  11. May 16, 2011 7:28 am

    ჩემი აზრით, ქალი არ უნდა გახდეს ცოლიან კაცთან ფლირტის ინიციატორი. არ აქვს მნიშვნელობა ეგ ქალი “აახევს” ქმარს ცოლს, თუ ცოლი ისევ შეიანრჩუნებს ოჯახურ იდილიას, უბრალოდ არასასიამოვნოა როცა შენს ქმარს ვიღაც “ეჩალიჩება” :დ ამიტომ, ვემხრობი რა პრინციპს მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ, მე სხვის ქმრებთან ფლირტს არ გავაბამ. აბა გაბედონ და ჩემი ქმრის შებმა დაიწყონ :დ

  12. May 16, 2011 7:36 am

    თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ხანდახან სასიამოვნოც შეიძლება იყოს იმის ყურება, როგორ ცდილობს ვიღაც მთელი მონდომებით შენი ქმრის/შეყვარებულის/მეგობარი ბიჭის შებმას და არაფერი გამოსდის :) ) სასიამოვნო კი არა ალბათ უფრო საინტერესო :დ

  13. May 16, 2011 8:07 am

    mdam… me mgoni rom coliani kaci sxvaan rom gaixedavs mashin unda dashordes cols da ara rqebi daadgas, shen kide ra gitxra? imistvis arc pirveli iqnebi da arc bolo:))))

  14. eva permalink
    May 16, 2011 12:24 pm

    მე ვარ ცოლიანი კაცითან. უკვე სამი წელია. ჩვენი ურთიერთობის შესახებ იცის მისმა ცოლმა და შვილებმაც. მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ. შვილები უკვე ზრდასრულები არიან და თავიანთი ცხოვრებით ცხოვორბენ. ცოლმა კიდე იცის რომ არ არის კარგი ცოლი და ამიტომ მოკეტილი აქვს.
    ჩემი .. ცოლიანი კაცი,, არასდროს მიატოვებს მათ და ეს მათთვის საკმარისია. რა მოხდა თუ ადამიანს ცხოვრებაში დიდი სიყვარული გეწვია და თავს უფლემა მიეცი იყო ბედნიერი?

    • May 16, 2011 7:09 pm

      sheni kacis coli utavmokvaro da araraobaa… ase rom eg ar itvleba :D shen rogor grdznob tvas, roca sheni sacolidan dgebian da midian sxvastan?

  15. eva permalink
    May 16, 2011 12:27 pm

    რაც შეეხება ახევებს, ოჯახის დანგრევას და ა.შ. ამას არც მე მივიჩნევ მართებულად. ვიცი რა ძნელიც არის დანგრეული ოჯახით ცხოვრება. აიტომ მეტი სიფრხილე უნდა გამოიჩინო ყველაფერში. თუ ცოლიან კაცთა ხარ, კაცმა იმდენი უნდა მოახერხოს რომ ოჯახიც შეინარჩუნოს და სხვასთანაც ისე იყოს როგორც სურს.

    • May 16, 2011 1:47 pm

      ასეთი ოჯახის შენარჩუნებას რა აზრი აქვს :/

    • May 17, 2011 6:16 pm

      ნუ მაცინებთ, რა :) გაოცებული ვარ თქვენი დიდსულოვნებითა და სულგრძელობით :)
      სინამდვილეში მგონია, რომ წინდების რეცხვა გეზარებათ და ამიტომ არ აიძულებთ ოჯახის მიტოვებას :)

  16. May 16, 2011 1:27 pm

    eva said 56 minutes ago: არა,მგონია ბედნიერი იყო.შენ ყოველთვის მარტოდ მოგიწევს ძილი,როცა მისი თანადგომა დაგჭირდება შეიძლება მას არ ეცალოს შენთვის,ვერც ნათესავებთან ივლი მასთან ერთად,ვერც შვილებს გააჩენთ…როცა ასაკი მოგემატება მარტოდ დარჩები შენს თავთან…დანარჩენი შენ გაგრძელე….დამერწმუნე არ ღირს ,ამას წლები,რომ მოგემატება მხოლოდ მაშინ იგრძნობ,თუ რისთვის და ვისთვის გაიღე ასეთი მსხვერპლი.

  17. May 16, 2011 2:09 pm

    როდესაც კაცი ცოლს ღალატობს ეს ცოლის ბრალია და არა იმის ვისთანაც ღალატობს..
    ცოლს უტყდება ისეთი რაღაცეების გაკეთება რასაც სხვა ქალი უკეთებს მის მეუღლეს..
    სხვათაშორის ბევრ კაცსაც უტყდება მოსთხოვოს ცოლს ის რასაც სხვას სთხოვს..

    • May 16, 2011 7:10 pm

      sheidzleba absoliturad srulkopili sexualuri cxovreba kondes ckvils, magram mamakaci mainc galatobdes…

    • gena permalink
      May 18, 2011 9:13 am

      მოსთხოვოს რა საშინელებაა კიდე… ურთიერთშეთანხმებით და სურვილით მხოლოდ!

      • May 19, 2011 12:29 pm

        საშინელებაა მაგრამ ფაქტია მასეა :(
        იმედია ოდესმე შეიცვლება მსგავსი დამოკიდებულებები

  18. May 16, 2011 3:20 pm

    რასაკვირველია არ ტეხავს და ყველა საკუთარ საქციელზეა პასუხისმგებელი. მაგრამ ჩემი გამოცდილებიდან ცოლიან კაცებს ძალიან უჭირთ პასუხისმგებლობის აღება, ბაბაც უნდათ და ჩიჩიაც, პლუს შვილები დიდი კოზირია ცოლის ხელში და ასე შემდეგ ყოველი სექსის დროს შეიძლება დარეკოს რომ პატარას სიცხე აქვს.. თუმცა არსებობენ გამონაკლისებიც. იდეაში, თუ ტიპს ცოლთან უკვე მობეზრდა, არც უნდა იყოს იმ ცოლთან და თუ რჩება ესე იგი არც აპირებს წამოსვლას და შენით უბრალოდ ცხოვრებას იმრავალფეროვნებს .
    ასე თუ ისე სანამ არ გარისკავ შამპანურს ვერ იგემებ.

  19. 10,000 სოფლელი permalink
    May 16, 2011 4:57 pm

    ra Zlier uWirs Cems samSoblos

    Tqven ki yvelani jojoxeTSi daiwyvebiT, mruSebo!

  20. May 16, 2011 7:15 pm

    kvelani tviton vsazgvravt, ra aris chventvis prioriteti… aninas tavisi stili akvs azrovnebis d satkmelis tkmis… shemoagebs temas da midis tavpiris mtvreva :D shen tviton ras pikrob anina? tu gvaidzuleb chven vipikrot? :D
    me minaxavs arachveulebrivad kargi qalebi, sexualurebi, idealuri dedebi da colebi, romlebsac cxovreba daumaxinjer… romelime ,,sabediscero kals,, akedan hkolia ojaxi? mamakaci, romelsac imdenad endo, rom cxovreba daukavshira, shvilebi gauchinda da uzrdis da mere sulshi chaupurtxebiat? roca mamakaci ggalatobs imas ar nishnavs, rom shen imsxureb… mxolod ertze metkvelebs es, rom mamakaci nadzirala da mogalatea…. sul esaa megobrebo… meti araperi….

  21. irakli dolidze permalink
    May 16, 2011 10:19 pm

    kaia

  22. jakondo permalink
    May 17, 2011 7:37 am

    “aseti sashineli” albat araferi ar chirt, nu ashkarad problemebi akvt (coltan an tavistavtan)
    mokled certainly more trouble than single man )
    da shen ra ginda colian kactan urtiertobidan? anu tu sheidzleba qalma icodes ro kacs sxvasac (cols/sayvarels) unawilebs da am urtiertobit mainc bednieri ikos, go for it )

    p.s. sawyis etapze albat ertobi mainc, magram urtierotba ro ar vitardeba dznelia, da dashoreba mainc sucks.

  23. gena permalink
    May 17, 2011 9:44 am

    აი, ბოლო ფრაზა რომ არ წამეკითხა სულ სხვანაირ კომენტარს დავწერდი ალბათ…. :)
    ბოლო ფრაზისთვის :*, თუმცა…

    ფლირტი ფლირტია და “ყველაზე გიჟური სიყვარულიც კი ფლირტით იწყება” მართალია, მაგრამ ხშირად ეგ ფლირტი ცეცხლთან თამაში უფროა, ცეცხლი კიდე წვავს. თან ძალიან მაგრად! :)

  24. May 18, 2011 6:35 am

    ანინ, კარგად გამოგდის ახალი სადისკუსიო თემების გახსნა ;) საჭირბოროტო საკითხს ისე დასვამ ხოლმე, თითქოს შენს აზრს გამოთქვამ, რომელსაც გამომწვევი სურნელი ასდის… ამ ანკესს მკითხველი კარგად ეგება – ერთგვარად ისეთ გარემოს უქმნი, რომ დაფიქრდნენ, იმსჯელონ, იკამათონ, რაღაც საერთო აზრამდე მივიდნენ ან ისევ ძველი პოზიცია გაიმყარონ. ამ ყველაფერს კი შენთვის რაღაც კონკრეტული მიზანი აქვს, მე კი იმ მიზნის ამოცნობაზე რამდენიმე ვარიანტს ვფიქრობ :) ) ;)

  25. May 18, 2011 8:28 am

    ჯი-ნია-ნი-
    შენს ასაკში და გასათხოვარი,იქნებ მეც ასე ვფიქრობდი?-მაგრამ ასე არ არის,სხვათაშორის
    ხშირად ლამაზ და ღირსეულ ცოლებს უფრო ღალატობენ,თორემ ცუდი ცოლები საბოლოვოდ უკარგავენ ქალებზე წარმოდგენას და მათკენ გახედვის სურვილს!
    ანუ,რაც არ გამოგიცდია იმაზე ასე მკაცრად ნუ იმსჯელებ!

  26. May 18, 2011 10:50 am

    ჰო ცოლია ტუ გფ ყოველთვის მიმზიდველი უნდა იყო შენი ბიჭისთვის /ქმრისთვის
    ჯასთ ისეც ხდება, რომ მიმზიდველობა, კარგი ცოლობა ზოგჯერ არაფერ შუაშია, რარაც მთავრდება და ამაში არცერთია დამნაშავე, ცუდი რეალობაა, მაგრამ ასეა.
    ვერ დავაბრალებ სხვისი მაძიებელი კაცის ცოლს, გოგოს იმას, რომ პარტნიორი სხვას ეძებს.

  27. eva permalink
    May 18, 2011 11:46 am

    ბედნიერება მუდმვი არ არის. ამიტომ ის დრო მაქსიმალურად უნდა გამოიყენო, როცა თავს ბედნიერად გრძნობ. ნათესავებსაც ვსტუმრობთ და მეგობრებსაც ერთად.
    მე ვიცი რომ ეს ურთიერთობა მუდმივი არ არის, ის ჩემზე საკმაოდ უფროსია და მასთან ერთად ოჯახის შექმნა ან შვილის ყოლა არც მიფიქრია.

    ამ მომენტისათვის აგერ უკვე მესამე წელია, თავს მშვენივრად ვგრძნობ და სანამ ასე ვიგრძნობ, მექნება მასთან ურთიერთობა. როცა ოჯახის შექმნაზე დავიწყებ ფიქრს , ვნახავ სხვა, უცოლო მამაკაცს და გავხდი ცოლიანს :D

  28. likuna permalink
    May 18, 2011 7:49 pm

    და საიდან მოიტანეთ, რომ კაცები მარტო იმიტომ ღალატობენ ცოლებს, რომ ცოლები არ არიან ფორმაში და არ არიან მიმზიდველები?
    ზოგი ძალიანაც მიმზიდველია და მშვენიერ ფორმაშიც.. that’s not the case

  29. May 18, 2011 9:16 pm

    garete sanam dro gaqvs igulave ar gkidiaa? :D DD

  30. otomi permalink
    May 19, 2011 5:55 am

    სიყვარული და წესები?
    არ ვიცი :)

  31. Ana permalink
    May 19, 2011 4:44 pm

    ‘ყველაზე გიჟური სიყვარულიც კი ფლირტით იწყება’

    : ))))

    miyvars me sheni blogi :)

  32. May 19, 2011 7:12 pm

    გეთანხმები ანინა :)

  33. May 20, 2011 11:13 am

    აუ, შენ არ იცი როგორ მინდოდა, (ალბათ უფრო მჭირდებოდა) ვინმესგან ამის მოსმენა! მაგრამ მართალი გითხრა არის კიდევ ერთი რაღაც, რაც ნერვებს მიშლის! შენთან არის, ბოლომდე კარგად ხართ, სულ ფეხებზე კიდია თავისი ცოლი და აშკარად გრძნობ, რომ ამ მომენტში მხოლოდ შენითაა მოხიბვლული.. ამ დროს ურეკავს ცოლი, ან სიდედრი ან მსგავსი ვინმე და ის გეუბნება – ერთი წუთით ჩუმად.. ამ დროს მეზიზღებიან ეს კაცებიც, ცოლებიც და ცოტა ჩემი თავიც რომ ამ კრეტინთან ერთად ვხარჯავ დროს.

  34. eva permalink
    May 20, 2011 1:35 pm

    თბილისური LOVE ბლოგი permalink – shentan kopnis dros mobiluri unda gamortuli kondes :)

  35. natia permalink
    May 24, 2011 10:39 pm

    rogor piqrobt, gatxovil qals meti saqme ar aqvs, garda imisa, rom qmrisatvis ‘marad sasurvelobaze’ ipiqros?!.. hei, cxovreba kidev sxva ragacaa. me ar var mxolod xorci, me var individualuri, moazrovne arseba. chemnairi zustad meore bevri araa.. chem partiniors an vikvarvar aseti (cudi an kargi, magram individualuri) an agar vukvarvar da midis sxvastan. parareluri ‘samkaroebi’ magizianebs da mere dzalian cudi vxdebi . dzudzuebis,sexisa da eshmakuri gimilis garda, aris kidev simshvide da bude. chemma mterma icxovros mteli cxovreba vnebis qarcecxlshi!

  36. May 31, 2011 5:44 am

    ხდება ისეც, რომ ვეღარც გაურკვევია ვინ უყვარს და ვინ არა, მაგრამ სტაბილურობის დარღვევა ეზარება (და/ან ეშინია). როგორია, ჰა? გიფიქრია ამაზე? )))) და ნეტა, რას გულისხმობს ამ შემთხვევაში სიმშვიდე? გარეთ ცვალებადი მოღრუბლულობა და შინ — შტილი? მთელი ტრაქტატის დაწერა მომინდა ამ თემაზე, ერთხელაც იქნება დავწერ ალბათ — სამკუთხედი ძალიან საინტერესო ფიგურა ყოფილა და თუ სამი კუთხე არ ექნება ვერც იარსებებს…

  37. oto permalink
    June 12, 2011 6:03 am

    anina damamate skypeshi tu ar shewuxdebi:) ragac kitxvebi maqvs shentan am temastan dakavshirebit. ototia2

  38. June 18, 2011 1:51 pm

    bevri komentari wavikiTxe da mxolod es momewona….
    natia said 3 weeks ago:

    rogor piqrobt, gatxovil qals meti saqme ar aqvs, garda imisa, rom qmrisatvis ‘marad sasurvelobaze’ ipiqros?!.. hei, cxovreba kidev sxva ragacaa. me ar var mxolod xorci, me var individualuri, moazrovne arseba. chemnairi zustad meore bevri araa.. chem partiniors an vikvarvar aseti (cudi an kargi, magram individualuri) an agar vukvarvar da midis sxvastan. parareluri ‘samkaroebi’ magizianebs da mere dzalian cudi vxdebi . dzudzuebis,sexisa da eshmakuri gimilis garda, aris kidev simshvide da bude. chemma mterma icxovros mteli cxovreba vnebis qarcecxlshi!

  39. anakonda77 permalink
    June 18, 2011 1:55 pm

    მართალი ხარ სრულებით გეთანხმები ! ქალს ქმარზე დიდი მტერი არ ჰყავს!

Trackbacks

  1. ცოლიანი კაცი « მანქიერი ბლოგი
  2. 2012: პირველი პოსტი « ანინას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 629 other followers