გაიცანი ქინდლი
თუ თქვენ არ მიეკუთვნებით იმ მკითხველთა რიგს, რომლებიც წიგნებს მხოლოდ სუნის და შრიალის გამო კითხულობენ, მაშინ ამაზონ-ქინდლი მოგეწონებათ. მაგრამ იმისთვის, რომ მოგეწონოთ, უნდა იცოდეთ, რა არის და როგორ ფუნქციონირებს იგი.
ქინდლი ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობაა, რომელიც 3500მდე წიგნს იტევს და მიუხედავად ამისა, ძალიან მსუბუქია. მისი ეკრანი სპეციალურად კომფორტული კითხვისთვისაა შექმნილი და წარმოადგენს ელექტრონულ ქაღალდს, რომელიც არასდროს გატკენს გულს და თვალებს.
1) ის არ ანათებს:
შეიძლება იფიქროთ, რომ ეს ცუდია, მაგრამ დამიჯერეთ, რომ ამაში არაფერია ცუდი. რომ არ ანათებს, ქინდლი იმიტომაც არ ღლის თვალებს, განსხვავებით კომპიუტერის ეკრანისგან, რომელიც ძალიან მოუხერხებელია დიდი ტექსტების საკითხავად. თუ ღამე კითხვა გიყვართ და სინათლის ანთება არ გსურთ, შეგიძლიათ ქინდლზე დასამაგრებელი სანათური იყიდოთ, რომელიც ტექსტზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. მე ქინდლთან ერთად გამოვიწერე მისი ბუდეც და ეს პატარა სანათიც (იხ. სურათზე) და ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ვიცი, რომელიმე თქვენგანს ჩემსავით თუ უკითხავს წიგნები საბნის ქვეშ ფარნით ხელში, მაგრამ შეგრძნება დაახლოებით იგივეა, იმ განსხვავებით, რომ ორივე ხელი თავისუფალი გაქვს. ასე რომ , შეგიძლია, თამამად იკითხო ეროტიკული წიგნები : ]
2) არა, მას არ აქვს თაჩ-სქრინი და ალბათ, არც ექნება.
როცა ქინდლს ხელში დაიჭერ, აუცილებლად მოგინდება გვერდები თითის გადასმით გადაფურცლო, მაგრამ არ გამოგივა. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ დახვეწილ ტექნოლოგიურ პროდუქტს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სენსორული ეკრანი, მაგრამ ქინდლზე ეს სამწუხაროდ არ ვრცელდება. ამაზონის დამფუძნებელი და დირექტორი ამბობს, რომ ,, სენსორები ეკრანს სარკისებურობას სძენს, რაც კითხვას ართულებს”. ეს ამბავი მე მაინც არ მომწონს, რადგან მეორე მხრივ, სანავიგაციო ღილაკი ინტერნეტში მოძრაობას ართულებს და შეიძლება ქინდლის მაღაზიის დათვალიერების ხალისიც დაგიკარგოს. ისეთივე მოუხერხებელია, როგორც მობილურით ინტერნეტში ხეტიალი… მაგრამ რას ვიზამთ, you can’t always get what you want.
3. ქინდლი შავ-თეთრია.
ეს არ ნიშნავს, რომ სურათებზე დეტალებს ვერ გაარჩევ. ყველაფერი შესანიშნავად ჩანს, უბრალოდ შავ-თეთრია. თუმცა, ამ ამბავშიც შეგვიძლია დავინახოთ დადებითი მხარეები _შავ-თეთრი ფეისბუქი სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა ნახო…
ჰოდა კიდევ, ბონუსად: მზეზე ეკრანს არაფერიც არ ემართება,_ ჩვეულებრივად გაარჩევთ სიტყვებს.
რენდომ-ფაქტები:
1. ქინდლს კარგი დინამიკები აქვს, სტერეოგაფართოებითა და სხვა მარწყვებით, რის გამოც მე ხანდახან მუსიკის მოსასმენად ვიყენებ. ჩემი საყვარელი სიმღერები მაქვს ჩაყრილი და ხან კითხვის პარალელურად ვუსმენ, ხანაც კითხვის გარეშე, ძილისწინ.
2. ქინდლში ქართულად ვერ დაწერ, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი.
3. მიუხედავად ამისა, ქართულ წიგნებსაც ისევე საყვარლად ხსნის, როგორც უცხოურებს.
4. 139 დოლარი დაჯდა
5. საოცარი ბატარეა აქვს (არ მომწონს რაღაც ეს სიტყვა). 1 თვე ძლებს, თუ ვაირლესს გამორთავ და 15 დღე მაინც, თუ ჩართული გექნება.
6. როგორც წინა პუნქტიდან მიხვდით, ვაი-ფაი ადგილებში ქინდლი აუცილებლად უნდა მიიტანოთ. წიგნებს ელვის სისწრაფით იწერს და ყველანაირ გარემოს უხდება :დ
7. ქინდლს შეუძლია ხმამაღლა წაგიკითხოს წიგნი, როცა დაიღლები. გარდა ამისა, თუ ინგლისური სრულყოფილად არ იცი, გაუგებარ სიტყვას კურსორს მიუახლოებ და ქვემოთ ოქსფორდის ლექსიკონიდან განმარტება გამოჩნდება. გარდა ამისა, შეგიძლია, მთელ წიგნში ერთი ან რამდენიმე სიტყვა დაძებნო და ყველა შედეგზე გადახვიდე. ეს ის ფუნქციაა, რომლის არსებობაც ათასჯერ მინატრია ჩვეულებრივი წიგნების კითხვისას.
8. შეგიძლია კითხვისას საინტერესო პასაჟები გახაზო და საკუთარი შენიშვნებიც მიაწერო. ასეთი ადგილების მოძებნა შემდეგ გაცილებით ადვილი იქნება, ვიდრე წიგნის არშიებზე მიწერილი ფრაზებისა. გარდა ამისა, იმასაც ხედავ, სხვებმა რა მონაკვეთები გახაზეს იმავე წიგნში. ხედავ და ბედნიერდები.
9. შეგიძლია, უფასოდ მოიპოვო მთელი კლასიკური ლიტერატურა და ზოგიერთი თანამედროვე ავტორის ცნობილი წიგნებიც. გარდა ამისა, მე რამდენიმე ცნობილი ჟურნალ-გაზეთიც გამოვიწერე free-trial-ით. /თუ ვინმეს დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა უფასო ელექტრონული წიგნების მოპოვების გზების შესახებ, შემიძლია, დაგეხმაროთ, აქ საიტების ჩამოთვლა მესულელება/
10. ვორდის ნებისმიერი ფაილი შეგიძლიათ აქციოთ ფაილად, რომელსაც ქინდლში წაიკითხავთ. ამისთვის სპეციალური კონვერტორები არსებობს. მე მაგალითად, zamzar.com-ით ვსარგებლობ ხოლმე. ცხოვრება გაცილებით მარტივი ხდება, როცა იცი, რომ არ არსებობს კომპიუტერის ეკრანზე კითხვის საჭიროება. შედიხარ ლიბ.გე-ზე, ირჩევ რომელიმე ვრცელ მოთხრობას, აკოპირებ ვორდში, გადაგყავს ქინდლისთვის სასურველ ფორმატში და ეგაა.
ჯერ-ჯერობით სულ ესაა, რაც ქინდლზე შემიძლია დავწერო. ამ რიდერთან დაკავშირებულ ყველა კითხვას სიამოვნებით ვუპასუხებ.

























სასარგებლო ინფოა, მადლობა, ანინა.
მეც მექნება მალე ეგ სიამოვნება ორ ხელში : ))
ფერი დაემატება. უკვე დაემატა პრაქტიკულად, მაგრამ ჯერ სერიულ წარმოებაში არაა.
სენსორი ინტერნეტში ხელს გიშლის, მაგრამ კითხვისას უკეთესია. ასე უფრო სწრაფად ფურცლავ, ვიდრე ხელების ფათურით.
თუმცა… ქინდლისტი კი ვარ, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ვთქვა, რომ ტაჩსქრინი რომ ეკრანს აფუჭებდა მაგ დრომ ჩაიარა. ბოლო ე-ინქ ეკრანი ტექნოლოგიურად ინარჩუნებს ყველა პარამეტრს და სეიძლება თაჩსქრინიც იყოს. იგივე ბოლო სონი ტესტებით არ ჩამორჩება ქინდლს, თუმცა წინა ვერსიებზე ამას ვერ ვიტყვით.
კონვერტორად კი calibre ყველაზე ოპტიმალურია. მათ შორის PDF გადაყავს MOBI-ში საკმაოდ კარგად.
და საერთოდ სანამ ქინდლს შევიძენდი მე საერთოდ არ ვკითხულიობდი
P.S.
ისა, არ დაუჯეროთ ამაზონს და არ იყიდოთ ევროპული ქინდლი. აირჩიეთ ამერიკა და იყიდეთ ამერიკული.
ქინდლი ერთი და იგივეა, მაგრამ ამერიკულს მოყვება შტეფსელიდან დამტენი და ევროპულ ვარიანტს არა!
ვაპირებ ყიდვას და მშვენიერი კონსულტაცია მივიღე..
დიდი მადლობა.
მშვენიერი მიმოხილვაა, თუმცა ერთს დავამატებ. ინგლისში ნაყიდი კინდლი Free 3G ვერსია საქართველოში მუშაობს გადასარევად, ანუ უფასო ინტერნეტი გაქვს კინდლზე ყოველგვარი wireless-ის გარეშე და ბრაუზერით ინერნეტში შესვლა თუ წიგნების ყიდვა ან მაილით მიღება უპრობლემოდ ხდება.
ასევე, ევროპულს მოჰყვება დამტენი, 100% ვიცი რომ ინგლისში ნაყიდს აქვს.
ამაზონ.კომ-ზე გეუბნები. აქედან რომ იყიდი მანდ ქინდლ ინთერნეიშნლს დამტენის გარეშე მოდის.

ეგ თუ არ ვიცი, სხვა რა ვიცი.
კომპლექტაციაშიც საგანგებოდაა აღნიშნული, უბრალოდ ყველა არ აქცევს ყურადღებას, ამიტომ დავწერე საგანგებოდ.
ძალიან ამომწურავია, მაგრამ მაინც მაქვს კითხვა: რამდენად ხელმისაწვდომია უფასო კონტენტი? მე რა წიგნებიც დავათვალიერე ქინდლისთვის, ყველაფერი ფასიანია. ჰოდა, 9-10$ და უფრო მეტი დოლარების გადაყრა ნამდვილად არ მინდა თითოეული წიგნისთვის.
იმდენად ხელმისაწვდომია მეტი რომ არ შეიძლება. აიღე ნებისმიერი პდფ და გადააკონვერტირე, ეგაა. გინდა რუსულად, გინდა ქართულად, გინდა ჩინურად.
მე ვიყენებ მობიპაკეტ კრეატორს. სხვა უკეთესი გადამყვანები თუ იცით ნაკოლები მომეცით საიდან გადმოვწერო.
მე 3 ჯი იმიტომ არ დავითრიე, მეგონა აქ არ იმუშავებდა, რადგან იმ 200 ქვეყნის ჩამონათვალში, სადაც მუშაობს, საქართველო არ ერია, როგორც ყოველთვის. ეტყობა რუსეთის პადვალად განგვიხილეს
იმედია მალე გამოვცვლი. ძალიან მაკლია ინტერნეტი. სახლში ვაი ფაი არ მაქვს და ფაბლიქ ადგილებში კითხვა არ მევასება.
არ ვიცი ამ ზამთარს ამერიკული ქინდლებით იყო სასტავი და GPRS მუშაობდა საქართველოში, მაგრამ ჩეთვის ეგ არ იყო კრიტიკული, როცა ვარჩევდი.
4 გბ ამისთვის სავსებით საკმარისია. ახლა 100 წიგნი მაქვს დაახლოებით ქინდლში პლუს აუდიო ფაილები ტონა.
ჩამოქაჩე კომპიუტერზე და ჩატვირთე.
რაც შეეხება მეილ-კლიენტად ან ბრაუზერად – კი, მიდის თუ გაჭირვებაა, მაგრამ მაგის ჩემი ტელეფონით მირჩევნია ბავრად, ასე რომ უბრალოდ ინტერნეტში ძრომიალისთვის უკეთესი ვარიანტები არსებობს. ასე რომ 24H/Online კარგია, მაგრამ, იმჰო, ნამდვილად არაა კრიტიკული.
gagarinchik
http://calibre-ebook.com/
თუმცა ამაზონიც აკონვერტებს გადასარევად – გაუგზავნი და დაგიკონვერტებს. როცა კალიბრი რთულ PDF მთლად იდეალურად ვერ აკონვერტებს, ამაზონს ვუგზავნი ხოლმე და მიკონვერტებს.
ისე კი რუსულად MOBI ფორმატში ბევრი წიგნია უკვე. კონვერტირება არ უნდა.
თუ არადა ვორდში და PDF ჩამოქაჩვას EPUB ჯობს. იდეალურად გადადის MOBI ფორმატში. ყველა ბექლინკი, აბზაცი თავებად დაყოფა, ჰიპერლინკი და ა.შ. 100% ნარჩუნდება.
რა კარგი რამეაააა! მეხსიერება რამხელა აქვს?
მეეჭვება ნემისემირი წიგნი იყოს ელექტრონულ ფორმატში, მაგრამ სტატიებისათვის მისწრება იქნებოდა. ჩემთვის პირადად.
გამოწერისას არ შეგეშინდა dead on arrival ჩამოსულიყო?
თუ ვინმეს შემთხევვა გქონიათ მსგავსი, გამიზიარეთ გამოცდილება.
მადლობა, კარგი ინფორმაციაა.
კაი ვეშია, ჩემი საკუთარი არ მაქვს მაგრამ ოჯახისას აქტიურად ვიყენებ. ქინდლის ხათრით უკვე 2ჯერ მეტს ვკითხულობ ადრინდელთან შედარებით :დდ
anina, აქამდე რაღაცნაირად ვუყურებდი ამ ქინდლს და ახლა მომინდა, რომ ჩემს ბიბლიოთეკას ეს ელექტრონული “წიგნსაკითხავი” შევმატო
))
აუუუ, სულ მინდოდა ასეთი წიგნიიი. ბავშვებს რომ დაურიგონს სკოლებში ნოუთბუქების მაგივრად, ივარგებს ამ პონტში?
იქნებ ცოტა უფრო დაწვრილებიტ აღწეროთ შეზენის საშუალებები სად და როგორაა? მე ეს წიგნები ძალიან მაინტერესებს რადგან საკმაოდ დიდი რაოდენობის შეძენა გადავწყვიტე აქ წაკითხული ინფორმაციის შემდეგ, თითონ მაქვს კომპანია რომელიც ბეჭდური წიგნების დაბეჭდვა რეალიზაციას ეწევა, შესაბამისად ვფიქრობ რომ ძალიან კარგი შეთავაზება იქნება წიგნის მოყვარული ადამიანებისათვის
tu shegizliat mitxarit, kindleti Dj view filebis wakitxva sheizleba?
აუ როგორ მინდა!!!!!!!!!!! მართლა კარგია ,კითხვაზე ჭკუას ვკარგავ… თან მუსიკის თნხლებით ხომ საერთოდ …
რომელ ქინდლს აქვს ერთად 3გ და ვაიფაი ? ქინდლე თაჩს არ აქვს და საქართველოში თუ მუშაობს?
არა, მას არ აქვს თაჩ-სქრინი და ალბათ, არც ექნება. —> kii rogor ara
არა, მას არ აქვს თაჩ-სქრინი და ალბათ, არც ექნება.
ukve aqvs:D