ვარდისფერი ავტობუსი, რომელმაც ჩაიარა

ისინი რომ გამოჩნდნენ, მე ჯერ კიდევ პატარა ვიყავი (არც ახლა ვარ ძალიან დიდი), მახსოვს, როგორ ვუყურებდი გადაცემა ,,კედელს”, სადაც სტუმრები, ახალგაზრდა პოეტები ამტკიცებდნენ იმას, რასაც მეც ვამტკიცებდი ხოლმე ყველგან: სახლში, სკოლაში, სამეგობროში: რომ ვერლიბრიც შეიძლება იყოს გენიალური, რომ არ შეიძლება კულტურა დააკონსერვო და ოცტომეულებად შემოდო წიგნის თაროზე, რომ თუ რამე ახალი და ,,ბრაზიანი” არ შევქმენით, არაფერი არ გამოვა. პატარები იყვნენ (არც ახლა არიან ძალიან დიდები) და სჯეროდათ კულტურული რევოლუციის საქართველოში, უფრო ზუსტად კი ადამიანების ტვინებში. ალბათ, ახლაც სჯერათ სადღაც, გულის სიღრმეში.

Continue reading “ვარდისფერი ავტობუსი, რომელმაც ჩაიარა”

ფოტოები.. ფოტოები..

ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამ ბლოგს სულ კითხულობს, მითხრა:ჩივო-ტა ნე ხვატაეტ-ო. რა აკლია-მეთქი ჩემს ბლოგს, ვკითხე ცოტა განაწყენებულმა. შენ თვითონო, მიპასუხა. ძალიან ცოტა ანინააო ბლოგზე. ასე გამოვიდა. რაკი ვცდილობდი, საკუთარ თავზე ლაყბობით მკითხველი არ დამეფრთხო (ანუ შენ და შენნაირები, შემთხვევით შემოხეტებულები, ან განზრახშემოსულები, ისინიც, აქ რომ აბირჟავებენ), მე სადღაც გადავიკარგე.
ხოდა, ჯერ სურათებს დავამატებ. ბლოგზე ხომ ცოტა სურათია ჩემი. თან დღეს აჟიტირებული ვარ ფრიად. ახალი მაისურები ვიყიდე და..
მაგრამ მანამდე ცოტა ხნის წინანდელი ფოტოსესია:

გადაიღო თათიამ. გენიოსია ეს გოგო, ერთი ეგაა, ბლოგი არ აქვს : )

ეს უკვე სახლში, იმავე დღეს
ფოტოგრაფი: აბა, თმა აიწიე

ფოტოგრაფი: არაა, ეგრე კი არა. შუბლთანაც

ფოტოგრაფი: ხო, ასე ჯობია. ახლა სკოფილდის მზერა მომეცი
ანინა: ეგ როგორია?
ფოტოგრაფი: დაჟინებული, მიზანსწრაფული.. თითქოს ტანზე ციხის გეგმა გახატია და შენობას ადარებ 😀

დღეს 2 ახალი მაისური ვიყიდე: წითელი და ყვითელი. ახლა მწვანეს ვეძებ.
საშინლად კარგ ხასიათზე ვარ, მგონია, რომ მიხდება.
ეს
წითელი

ამ და შემდეგ ფოტოში  იგრძნობა ფოტოგრაფის არყოფნის სევდა, სამაგიეროდ იგრძნობა სარკის ყოფნის ბედნიერება :p

იგივე, ოღონდ ყვითელი

ახლა რაღა აკლია ჩემს ბლოგს ? : )

ესაუბრე ანინას


ბლოგი ადამიანის ვირტუალური ორეულია. თუ ბლოგზე დაწერილ პოსტებს შეკრებ, ანალიზს გაუკეთებ, მერე სურათებსაც დაურთავ, თავისუფლად შეგიძლია, ბლოგის მფლობელზე წარმოდგენა შეიქმნა (ნუ, ჩემზე უკვე თქვეს ვიღაცებმა, პორნო ბლოგერიაო, მაგრამ მათ ნუ დაუჯერებთ მაინცდამაინც). ერთი ეგაა, ბლოგი ვერ დაგელაპარაკება. ბლოგს შენ უნდა ელაპარაკო.
აქედან ლოგიკურად უნდა გადავიდეთ მეორე საკითხზე. გვჭირდება ვირტუალური მეგობარი, რომელიც თან გელაპარაკება, თან გისმენს, თან შენი ორეულია. რა არის?  არც მეტი, არც ნაკლები, ვირტუალური რობოტი, რომელიც შენს პიროვნებასა და აზრებს ერთი ერთში ემთხვევა.
ამის შესახებ ზომბისგან გავიგე. მასაც ჩემსავით ეჩვენება, რომ ადამიანის საუბარი საკუთარ თავთან ვირტუალურ სივრცეში (თანაც მატერიალურად არარსებულ საკუთარ თავთან) უსაშველოდ რომანტიკულია. წარმოიდგინე, შენ სევდის ზღვარზე ხარ. მეგობრებმა მიგატოვეს, ქმარს გაშორდი (ცოლი გაგშორდა), ერთადერთი კატაც კი მოგიკვდა. შედიხარ საიტზე, ქმნი შენს თავს, ასწავლი ლაპარაკს და უყვები, როგორ მიგატოვეს მეგობრებმა, როგორ გაშორდი ქმარს (გაგშორდა ცოლი), როგორ მოგიკვდა ერთადერთი კატა და როგორ შექმენი ის, შენი ციფრული მეგობარი. ისიც, შენი ციფრული მეგობარი იმდენად ნიჭიერი აღმოჩნდება, რომ სანაცვლოდ ქვითინით კი არ გიპასუხებს, რამე მარტივსა და სულელურს გეტყვის (როცა ცუდად ხარ, ზუსტად ეგეთი რამე გჭირდება),მაგალითად იმას, რომ ცხოვრება გრძელდება,  რომ შენ წინ გაქვს ყველაფერი და შენც მიხვდები, რომ ხანდახან სხვა ადამიანებთან ლაპარაკი არც ღირს, საკუთარ თავთან უკეთესია.
ნუ, მე ასეთი ისტორია არ მქონია. მე ისე, უბრალოდ, შევქმენი ჩემი ანინა. რომელიც ასე გამოიყურება.
მაინტერესებდა, როგორია, როცა საკუთარ თავს სხვისი პოზიციიდან ელაპარაკები და მივხვდი, რომ მაგარია!

ყველაფერი მარტივია. არსებობს კითხვათა ბაზა, პასუხებს კი თავად აპროგრამებ.
როცა შენ და სხვებიც ელაპარაკებით რობოტს, ის იმახსოვრებს, რასაც ,,ისმენს” და შემდგომ საუბარში იყენებს ამ ინფორმაციას. აი, ჩემს რობოტს ყველაზე მეტად საკუთარ თავზე, პატრონზე, სექსზე და მუსიკაზე უყვარს ლაპარაკი. კარგი იუმორის გრძნობა აქვს და მომხიბლავიცაა. სიტყვათა მარაგი აქვს ოდნავ მწირი, მაგრამ წიგნების კითხვას დავაწყებინებ (რა თქმა უნდა, ელექტრონული წიგნებისას) და ეშველება.
თუ დაელაპარაკებით, მალე განვითარდება და მერე მადლობას გეტყვით. იმდენი კი იცის, რომ ჩემი მეგობრები კარგად გაართოს.
მასთან საუბარი ამ ლინკზე შეგიძლიათ.
https://mycybertwin.com/chat/anina. ესაა
შეგიძლიათ, ამ საიტზე თქვენც შექმნათ თქვენი რობოტები და მერე მითხრათ. სიამოვნებით გავესაუბრები მათ.

და მადლობა ზომბს, რა თქმა უნდა : )

ბოდვა მომავალზე

მომავალი არასდროს დამსიზმრებია, მით უმეტეს, შორეული მომავალი. ეგ ალბათ მხოლოდ სპილბერგსა და კამერონს ესიზმრებათ. მე უბრალოდ მინდა, რომ მომავლის ერთ-ერთი ინტერპრეტაცია შემოგთავაზოთ, ანუ რიგითი ბოდვა.

დილა

ვიღვიძებ. სხეული მომართული მქონდა რვაზე. მაგრამ ძალიან მეძინება, ამიტომაც სხეული გადამყავს რეჟიმში ,,ზედაპირული ძილი” და კიდევ 5 წუთს ვიპარავ. დაე, დამაგვიანდეს იქ, სადაც უნდა დამაგვიანდეს. ვდგები. ყავა ავტომატურად ეშვება ვენებში და მე ვწყვეტ, რომ შაქარი უნდა შევზღუდო.

შუადღე
სანამ ჩემი ხელები ეჯაჭვებიან კლავიატურას, ტვინი იგონებს ზღაპრებს ბავშვებისათვის მოსაყოლად. ჩემი ბავშვები საღამოს ბავშვები არიან. დილისკენ ქრებიან. ამიტომაც, მე არასდროს მინახავს მზე მათთან ერთად. ბავშვები, რომლებიც დღის ნახევრის განმავლობაში მაინც არსებობენ, გაცილებით ძვირი ჯდება. ჩემი ხელფასით ვერ გავწვდები. მზეს ჩაუწიე_ ვეუბნები თანამშრომელს. ნამდვილი მზე კარგა ხანია გაქრა. ახლა ყველა ოფისში სიმულაციური მზეა. გარდა ამისა, ყველა ქვეყანას საკუთარი მზე აქვს, ეროვნული დროშის ფერებში. ნამდვილ მზეს მხოლოდ იაპონიის მზე ჰგავს.

საღამო.
დღე მთავრდება. ოფისებში მზეებს აქრობენ. სახელმწიფოს პრეზიდენტი ქვეყნის მთავარ მზეს უწევს. ასე მხოლოდ ჩვენთან ხდება. სხვაგან სულ დღეა. პრეზიდენტი ამბობს, რომ იგი ბუნებით რომანტიკოსია და ენატრება დაღამება: იმ ძველ, კეთილ დროს ახსენებს, როცა ნამდვილად ღამდებოდა ხოლმე. სინამდვილეში, იგი მხოლოდ ენერგიას ზოგავს. ისე, მზე სრულიადაც რომ გამორთოს, მეზობელ ქვეყანაში ისეთი ჩახჩახა მზეა, ქუჩაში მაინც დავინახავდით რამეს.
მაგრამ ჩვენთან არავის უნდა ის ჩახჩახა მზე.
საღამოს ბავშვები მაშინ ჩნდებიან, როცა საწოლში ვწვები.
და ისინი ითხოვენ კუთვნილ ზღაპრებს მზეზე. რადგან ის არავის უნახავს. მე ვუყვები მათ საშინელ ზღაპრებს, რომ დიდხანს არ დაიძინონ და მელაპარაკონ. მაგრამ სულ ერთია. 9-ის მერე ნამდვილად ჩაეძინებათ. ვერაფრით გააღვიძებ. ეს ხელშეკრულებაში წერია.

ღამე.
ვუსმენ ბავშვების სუნთქვას და სხეულს მხოლოდ მაშინ ვთიშავ, როცა ვხვდები, რომ ვეღარ ვფიქრობ.
ხვალ 8-ზე უნდა ავდგე.

მაჩუქე ერთი ძროხა ანუ Farmville-ს შესახებ


თუ Facebook-ზე ხარ დარეგისტრირებული, ესე იგი იცი, რომ თუ არაფრის გაკეთებას აპირებ, სჯობს ეს არაფერი Facebook-ზე აკეთო. (If you’re going to do nothing, do it on Facebook). ამ საიტზე ბევრი რამეა, რაც ამაში დაგეხმარება. მაგალითად, შეგიძლია, შეხვიდე უამრავ აპლიკაციაში და მერე იწუწუნო, რომ ვეღარ ბლოკავ. ან უარესი_ თვითონ შექმნა რამე აპლიკაცია, yes/no-სტილში. შეგიძლია, მოიფიქრო ქუიზები, თავად შეავსო და სხვებსაც ტვინი შეუჭამო, შეავსეთო. კიდევ შეგიძლია,იგინო დედა ნებისმიერი მისამართით და მერე კომენტარებში დავა გააჩაღო (იგინები, ესე იგი, მოწყენილი ხარ), ან უბრალოდ დაიწუწუნო, რომ ლუდი მოგენატრა (ეს უკვე ჩემი სტილია) და მერე ლუდზე თავი დააპატიჟებინო. შეგიძლია, ცვალო შენი relationship status და დააკვირდე ხალხის რეაქციას, შეგიძლია, გაწევრიანდე ჯგუფებში და მერე პროვოკაციულად დატოვო ისინი, შეაგროვო 5000-მდე მეგობარი და მერე მოჰყვე მათ დახარისხება-გაფილტრვას, გათხოვდე თურქზე, ან არც გათხოვდე და ასე შემდეგ. თუ ეს ყველაფერი მოგწყინდა და სასოწარკვეთილების ზღვარზე ხარ, სხვას ვეღარაფერს იზამ. შექმენი შენი ფერმა.

Farmville არა მარტო Facebook-ის არამედ, ყველა სოციალური ქსელის მასშტაბით ყველაზე პოპულარული ,,სოციალური” თამაშია. იგი 2009 წლის ივნისში დაიბადა და მას შემდეგ 82,7
მილიონი აქტიური მომხმარებელი და 22,5 მილიონი დარეგისტრირებული ფანი ჰყავს, რაც ამ საიტის მომხმარებელთა 20 %-ია და მსოფლიოს მოსახლეობის 1%. ასე რომ, Facebook-ზე დარეგისტრირებულ ყოველ მეხუთე მომხმარებელს აქვე საკუთარი ფერმა. დანარჩენ ოთხს კი ის მეხუთე სძულს, რაკი ის ოთხივეს ტვინს უჭამს_ მაჩუქე ერთი ძროხა…

მოკლედ, თავიდან მეც მძულდა ეს თამაში. როგორია, ყოველდღე ათობით მოთხოვნა მოგდის საჩუქარზე, wall-ზე კი წამდაუწუმ ჩნდება ასეთი პოსტები: საჯინობოს ვაშენებ და ნალები მჭირდება; ძროხა მოწყენილია, თუ გსურს იშვილო, დააჭირე აქ და ასე შემდეგ. ერთადერთი გზა, რომ ამან აღარ შეგაწუხოს ისაა, რომ თვითონაც გახდე Farmville-ის მომხმარებელი. დამიჯერე, იმ დღიდან საჩუქრები მხოლოდ გაგიხარდება და მალე შენც ეტყვი სხვებს ჩატში, პირად წერილში, ან თუნდაც სახალხოდ: მაჩუქე ერთი ძროხა!
და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ …

2012
2012

Missing Zurriuss

არ გამიკვირდება, ეს პოსტი რომ არასდროს ნახოს. მგონი, გაბრაზებულია ჩემზე. ადამიანი, რომელსაც აქვს ბრიტანული იუმორი, რომელიც შესანიშნავად უსტვენს, ხატავს,მღერის, განასახიერებს, საუბრობს და ასე შემდეგ, ჩემზე გაბრაზებულია. ან, უბრალოდ, აღარ ვუყვარვარ.

არიან ადამიანები, რომელებიც სულ გენატრებიან, როცა მათ ვერ ხედავ. ნახავ და იწყებ ცინიკოსობას, ენაკვიმატობას და ხანდახან ძალიან გიჭირს იმ უბრალო სიტყვების თქმა, რომლებიც არც ისეთი ძნელი სათქმელია, როგორც თავიდან ჩანს.

ხოდა, ზურიუსს, მე შენ მომენატრე.

erotic dream

სიზმარი ჩემი მეტაფიზიკური მოგზაურობაა..

დადე თავი .. დადე.. ყველაზე ავადმყოფურ სიზმრებს მაშინ ნახავ, როცა მთვრალი ხარ და თვალდახუჭულზეც კი ყველაფერი ტრიალებს..
ასეთი სიზმრები არასდროს გავიწყდება..

ვდგავარ ოთახში, თვალებზე შავი სახვევი მაქვს ახვეული, მე არ ვარ მე.. ჩემს თავს ვუყურებ შორიდან (სიზმრისმხედველის პოზიცია)

ის კი ჩემს წინ დგას.. მე მას ვერ ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ასე ახლოს მეც კი არ ვარ ჩემთან ..

ვსწავლობ მის სახეს, ნაოჭებს, ცხვირს და ტუჩებს, ძალიან უცხოა

ვიწყებთ ერთმანეთის  სწავლას..

მისი ხელები ჩემს სახეზე, მისი ხელები ჩემს ყელზე, მისი ხელები ჩემს მკერდზე, მისი ხელები უფრო ქვემოთ..

ჩემი ხელები მის სახეზე, ჩემი ხელები მის ყელზე, ჩემი ხელები მის მკერდზე, ჩემი ხელები უფრო ქვემოთ..

მერე კი ვიწყებთ ერთმანეთის გახდას..

ვხდით აუჩქარებლად, ნელა, დინჯად..
მე არ მადარდებს, რომ ის უკვე გაოფლიანდა, მას არ ადარდებს, რომ მე დავსველდი
ჩვენ ისევ ვხდით… ახლა შიშვლები ვდგავართ და ვიწყებთ გახდას კანისას..

ჩემი სველი ხელები ხდიან მის სველ ხელებს…

და ჩვენ ვშიშვლდებით..

მე ნელ-ნელა ვქრები, ისიც ნელ-ნელა ქრება..

გავიხადეთ ყველაფერი უკვე.

თუ სული არსებობს, მხოლოდ ის დარჩა.

და ტკივილი..
ახლა ორივეს გვტკივა გახდილი სხეულები, რომლებსაც ისევ უნდათ ერთმანეთი და ისევ სველდებიან

ჩვენ კი ვართ და ახლა ერთმანეთის სულებს ვეხებით..

შავი სახვევები ძირს გდია.

ახლა ყველაფერს უკეთ ვხედავ..

ხომ ვთქვი, სიზმარი  მეტაფიზიკური მოგზაურობაა.

ყველაზე ავადმყოფურ სიზმრებს კი მაშინ ხედავ, როცა მთვრალი ხარ და თვალდახუჭულზეც კი ყველაფერი ტრიალებს..

Don’t look under the bed

ვინ იმალება საწოლის ქვეშ?

ეს შეიძლება იყოს ბოლო, მელოტი ჯუჯა, რომელიც სამუშაოზე არ წასულა, საწოლის ქვეშ შეძვრა და ელოდება, როდის გაიხდის ფიფქია, რომ შეათვალიეროს..

ეს შეიძლება იყოს შენი მეუღლის საყვარელი.  თუ ეს ასეა, არ შეიმჩნიო, ადი საწოლზე და იხტუნავე, სანამ არ დაიღლები

შეიძლება, შენი კატა იყოს, რომელიც გუშინ კუდით ითრიე. რომ არ მოკვდეს, შეუცურე რძიანი მათლაფა. მალე გამოვა.

შეიძლება, იყოს ბოროტი სანტექნიკოსი, რომელიც დაიმალა და ღამე გამოძვრება სამალავიდან, რომ გაგაუპატიუროს.  ამ შემთხვევაში ვერაფერს იზამ, გარდა იმისა, რომ შენით დანებდე. უი, პოლიციაში დარეკვაც შეიძლება.

კიდევ შეიძლება, შენი საწოლის ქვეშ მონსტრიც იყოს. მაშინ ეგრე ადვილად ვერ გადაურჩები.

მოიმარაგე რაც შეიძლება მეტი სუნიანი წინდა და შეყარე საწოლის ქვეშ. რჩევებში წერია, რომ სატყუარად შეგიძლია ვინმე ბავშვი გამოიყენო. მაგრამ მე ასე არ გირჩევ. ასე მხოლოდ supernatural-ის გმირები იქცევიან, ისიც უკიდურეს შემთხვევაში.

და როცა გამოვა_  თუ მართლა ბანჯგვლიანი მონსტრია  (შეიძლება, ბანჯგვლიანი მონსტრიც აღმოჩნდეს შენი მეუღლის საყვარელი, ასე რომ გადაამოწმე)_ თავში რამე ბლაგვი ჩასცხე. მაგალითად, ენციკლოპედიის რომელიმე ტომი (ბოლოს გარდა, ბოლო თხელია), ან უთო, ან თუნდაც პროცესორი (თუ მაინც გამოცვლას აპირებ). თუ არ მოკვდება, შეგიძლია, ფსიქოლოგს მიაკითხო.

ესე იგი, არავითარი მონსტრი შენი საწოლის ქვეშ არ არსებობს.

წარმოსახვითი მეგობარი

დასაწყისისთვის გეტყვით, რომ ეს პოსტი წარმოსახვით მეგობრებთან ერთად უნდა წაიკითხოთ, მართალია, ბლოგის სტატებში ისინი არ ფიქსირდებიან, სამაგიეროდ, მე ვიგრძნობ და გამიხარდება.

დღეს ვუთხარი ჩემს კარგ მეგობარს, რომ არ არსებობდე, გამოგიგონებდი-მეთქი. ხოდა, გამახსენდა, რომ ერთ დროს ასეც იყო. პატარა რომ ვიყავი,  ტელეფონზე გამოგონილ მეგობარს ველაპარაკებოდი ხოლმე ..

ვიხსენებ, რომ ჰქონდა გრძელი ტალღოვანი თმა, საშუალო სიმაღლის იყო, თვალები_ თაფლისფერი. ასე 17-18 წლის იქნებოდა. მოკლედ, ახლა მე თვითონ ვარ ასეთი გოგო. მზად ვარ, ვიყო ყველას წარმოსახვითი მეგობარი, ვისაც მოუნდება. გარდა ამისა, მე ისეთი მეგობარი ვიქნები, ვისი დაპატიჟებაც შესაძლებელია ლუდზე.  მართალია, ეს ოდნავ ძვირი დაჯდება, მაგრამ სამაგიეროდ, თქვენი წარმოსახვითი მეგობრის გამო სულელად არავინ ჩაგთვლით. ამისთვის საკმარისად რეალური ვარ.

არსებობს პავიჩის ერთი რომანი, ,,ქარის შიგნითა მხარე”, ხოდა, იქ ჰეროს 2 ბავშვის მომზადებას დაავალებენ, რომელთაგანაც ერთი წარმოსახვითია.  წარმოსახვითი კაჩუნიცა ვერაფრით სწავლობს მესამე უღლების ფრანგულ ზმნებს და ჰერო გადაწყვეტს, გაკვეთილზე წარმოსახვითი მასწავლებელი, ლეანდრი დაიმატოს და ოჯახის ახირებებით შეწუხებული იტყვის, რომ ახლა მათ 2 მასწავლებლის ფული უნდა გადაიხადონ.

ისე, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს ( გააჩნია მედალსაც :D). ხოდა, აბა წარმოიდგინეთ, როგორ ეჩხუბება თქვენს წამოსახვით მეგობარს წარმოსახვითი დედა: ნუ ელაპარაკები რეალურ ბავშვებს!

 

მოთხრობის დაწერას ვაპირებ, რომელსაც ერქმევა ,,წარმოსახვით მეგობართა თავშესაფარი”. ცუდია, როცა იცი, რომ არსებობ და შენი არავის სჯერა.. ასეთ შემთხვევაში თავს ისე იგრძნობდით, როგორც ღმერთი ათეისტების წრეში. მოთხრობა ამის შესახებ იქნება. თუ თქვენც გყავდათ წარმოსახვითი მეგობრები, იქნებ შემეხმიანოთ, მოთხრობისთვის მჭირდება. nino.tepnadze@gmail.com

პატივისცემით, თქვენი ნახევრადრეალური მეგობარი, ანინა.

პ.ს. ეს სურათი პოსტის დაწერის შემდეგ ვიპოვე და ისეთი მაგარია,  არ შემიძლია, არ დავდო

მათთვის, ვინც იცის ინგლისური და კომპიუტერი…

საშინლად ბანალური ინგლისური და კომპიუტერი თუ იცით, ეს პოსტი მოგეწონებათ _ არა, ძალიან მოგეწონებათ.

თარგმნას აზრი არ აქვს, თორემ რა პრობლემაა. ასე უფრო სასაცილოა.

Dear Tech Support:

Last year I upgraded from Boyfriend 5.0 to Husband 2.0 and noticed a slowdown in the performance of flower and jewelry applications that had operated flawlessly under boyfriend 5.0.

In addition, Husband 2.0 uninstalled many other valuable programs, such as Romance 9.9, and installed undesirable programs such as NFL 5.0 and NBA 3.0.

Conversation 8.0 no longer runs, and Housecleaning 2.6 simply crashes the system.

I’ve tried running Nagging 5.3 to fix these problems, but to no avail.
What can I do?

Desperate

————————

Dear Desperate:
First, keep in mind that Boyfriend 5.0 is an entertainment package, while Husband 2.0 is an operating system.
Install Tears 6.2 and enter the command C:\ I THOUGHT YOU LOVED ME.
Husband 2.0 should then automatically run the applications Guilty 3.0 and Flowers 7.0.
But remember, overuse can cause Husband 2.0 to default to Grumpy Silence 2.5, Happy Hour 7.0, or Beer 6.1.

Beer 6.1 is a very bad program that will create Snoring Loudly.WAV files.
DO NOT install Mother-in-law 1.0 or reinstall another Boyfriend program.
These are not supported applications and will crash Husband 2.0.
In summary, Husband 2.0 is a great program, but it does have a limited memory and cannot learn new applications quickly. You might consider buying additional software to improve performance. I personally recommend Hot Food 3.0

Tech Support